x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არ ჩამოართვათ ხელი, არ აკოცოთ ხატებს - როგორ შეცვალა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება კორონავირუსმა
image


ახალმა კორონავირუსმა არა მარტო გლობალურ ეკონომიკას დაარტყა და შეიწირა ადამიანები. არამედ შეცვალა ყოფითი, საქმიანი და რელიგიური პრაქტიკა მთელს მსოფლიოში.


სპორტსმენები და პოლიტიკოსები უარს ამბობენ ხელის ჩამორთმევაზე, ურჩევენ ხატებს არ აკოცონ, ხოლო ირანში მორწმუნეებს ურჩევენ არ ალოკონ წმიდა სამარხი, თორემ დაისჯებიან.


პრევენციის ერთ-ერთ ზომას წარმოადგეს ხელის ჩამორთმევის გაუქმება. ჩინეთში და ირანში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს მისალმების ამ ფორმაზე.



აშშ-ს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერომ ადამსმა ადამიანებს შესთავაზა, რომ იდაყვებით მიდებით მიესალმონ ერთმანეთს და იქვე აჩვენა სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან და კონექტიკუტის გუბერნატორთან ნედ ლამონტთან მაგალითზე .

იდაყვით მისალმების იდეას მიესალმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე ბრიუს აილორდიც.

ინფიცირების რისკი პოლიტიკოსებსაც აწუხებს. ორშაბათს შეხვედრის დაწყებამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორტს სეჰოფერმა არ ჩამოართვა ხელი ანგელა მერკელს. მერკელმა საპასუხოდ გაიცინა და მოიწონა მისი ქვეშემდრომის ქმედება.

image


სამშაბათს, ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული შეხვდა ოპოზიციის ლიდერს და ასევე აირჩია მისლამების ფორმა "ფეხების მიდევა", მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პრეზიდენტის შემდეგ, ტანზანიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდე აუკრძალა ხელის ჩამორთმევა.

image

ექიმები საფრანგეთში, ბრაზილიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ურჩევენ უარი თქვან მისალმების ისეთ ფორმაზე, როგორიცაა გადაკოცნა ან ლოყების ერთმანეთზე შეხება .

”ოფიციალურად გირჩევთ, თავი შეიკავოთ მისალმების ნიშნად ხელის ხელზე დარტყმისგან და გადაკოცნისგან, ფიზიკური კონტაქტების შემცირების მიზნით, ” - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.



სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ირანში ორი მორწმუნე მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც სიტყვასიტყვით ლოკავდნენ შიიტური სალოცავის რიკულებს. მათ ემუქრებათ პატიმრობა და გაროზგვა.

ამ გზით ირანის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ იგივე ელით ვინც მსგავს საქციელს ჩაიდენს.

image

ირანი კიდევ უფრო შორს წავიდა, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების აცილების მიზნით, კანონის წინააღმდეგ წავიდა და 54 000 პატიმარი ციხიდან გაათავისუფლა.(ანალიზის ჩაბარების შემდეგ)

ესპანეთს ეპიდემიის საშიშროება ელოდება, რომელიც ტრადიციულ რელიგიურ რიტუალს შეეხება, აღდგომის წინა კვირას მორწმუნეები კოცნიან ღვთისმშობლისა და წმინდანთა ქანდაკებებს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ერთი თვის განამავლობაში დროებით აკრძალოს ეს პრაქტიკა.


რუსეთში კაზაკები გამოვიდნენ მსგავსი ინიციატივით.

რია ნოვოსტის ცნობით, აუცილებელია დროებით აიკრძალოს ხატების კოცნა და მღვდლებზე ხელზე კოცნის პრაქტიკა.

ამასთანავე საქრისტიანო სამყაროში ცხარე დებატებია გამართული, (მათ შორის საქართველოში)უნდა იქნეს თუ არა გამოყენებული წმ. ზიარების დროს ერთჯერადი კოვზები.

image

1
429
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
429
  
2020, 7 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1