x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პუმას ახალ მოდელში ჰიტლერის სახე ამოიცნეს
image

გერმანული ბრენდის, Puma- ს სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი გახდა დაცინვის ობიექტი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც მის დიზაინში ადამიანებმა ამოიცნეს ფიურერის, - ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი.


ერთ-ერთ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ახალი Storm Adrenaline მოდელის ფოტო და დაწერა, რომ შეთქმულებას აქვს ადგილი, რადგან დიზაინში შენიღბულად გამოსახულია რაიხისკანცლერის პორტრეტი.

მისი გამოქვეყნების შედეგად, დისკუსია გაიმართა: ზოგიერთი გაამხიარულა ამ შედარებამ, ვიღაცა აღშფოთდა, ზოლო ზოგმა ამ ფაქტს სისულელე უწოდა.


გარდა ამისა, სხვა მომხმარებლებმა საკუთარი ვერსიები დაწერეს:ზოგს მიაჩნია, რომ Storm Adrenaline უფრო რუს მწერალს, ნიკოლაი გოგოლს ჰგავდა, ხოლო ზოგმა ჰავიერ ბარდემსა და ჩარლი ჩაპლინს შეადარა.

image

გერმანული ბრენდის Puma- ს დამფუძნებლები არიან ძმები რუდოლფ და ადოლფ დასლერები, რომლებიც, სხვათა შორის, ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ. თავდაპირველად, 1924 წელს დაარსებულ მათ ქარხანას ეწოდებოდა Gebrüder Dlerler Schuhfabrik (ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა). ზოგიერთი წყაროს თანახმად, რუდოლფი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობდა ნაცისტებთან, თუმცა ძმისგან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, რის შემდეგაც ძმებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რომელიც 1948 წელს გაყრით დასრულდა. რუდოლფმა თავის ახალ კომპანიას დაარქვა Puma, ხოლო ადოლფმა - Adidas-ი.

0
489
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0