x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სენსაციური აღმოჩენა: კორონავირუსის პირველი ნიშნები ცნობილია - დიარეა, გულისრევა და თავის ტკივილი

image


კორონავირუსი - ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადება, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უკვე 2 000 - ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 76000-სს გადააჭარბა. ცოტა ხნის წინ, ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კორონავირუსის პირველი ნიშნები შეიძლება - დიარეა, გულისრევა და თავის ტკივილი იყოს. მოდით ვნახოთ, როგორ მოქმედებს აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგნიზმზე და პირველ რიგში, რომელ შინაგან ორგანოებს აზიანებს.






1. როგორ ხდება კორონავირუსით დაინფიცირება?



image


ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, თუკი ჯანმრთელი ადამიანის გვერდით ავადმყოფი ახველებს ან აცემინებს, "კოვიდ - 19" -ით დაინფიცირების შანსი საკმაოდ მაღალია. მეტიც, ნიღაბი თქვენ ვირუსისგან ვერ დაგიცავთ - მას ორგანიზმში შეღწევა თვალის ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეუძლია.





2. კორონავირუსი ფილტვებს აზიანებს



image



ეს ის ორგანოა, საიდანაც დაავადება პაციენტთა 75% - ს ეწყება. კორონავირუსით დაინფიცირებული თუ მკურნალობას დროულად არ დაიწყებს, დამოუკიდებლად სუნთქვის უნარს დაკარგავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ავადმყოფისთვის ყველაფერი ლეტალურად დასრულდება, მაგრამ შესაძლოა მას მთელი ცხოვრება სპეციალური აპარატის გამოყენება დასჭირდეს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები - ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება პნევმონია, მწვავე რესპირატორული სინდრომი და თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს. თუმცა, ბოლო მონაცემებით, მედიკოსებმა ახალი ინფიცირებულების გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კორონავირუსის შემთხვევაში პირველ სიმპტომებს შორის შეიძლება - დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები იყოს.





3. ვირუსი სისხლს აინფიცირებს




image



სისხლის იმუნური უჯრედები ვირუსს ყოველთვის ვერ ცნობს. ამის გამო, ისინი ზოგჯერ ჯანმრთელ უჯრედებს კლავენ, ხოლო ვირუსი კვლავაც ორგანიზმში რჩება, რომელიც სისხლის მეშვეობით, სხვა ორგანოებში ინაცვლებს და უარეს შემთხვევაში, მათ ბლოკირებას იწვევს.






4. კორონავირუსის მქონე პაციენტებს მუცლის ტკივილი აღენიშნებათ


image



დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი - დიარეაა. მეცნიერები ჯერ კიდევ არკვევენ, როგორ მოქმედებს ფილტვის დაავადება გასტროენტეოროლოგიაზე.






5. კორონავირუსი ღვიძლს აზიანებს




image


გაითვალისწინეთ, ინფექცია "კოვიდ 19" ღვიძლის ძირითად ფუნქციებს - ტოქსინების გაფილტვრასა და ნუტრიენტების გამოყოფას არღვევს.








6. ის განსაკუთრებით ძლიერ გავლენას თირკმლებზე ხდენს




image


კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში თირკმლის დაავადების მქონე პირები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. აღნიშნული პრობლემა დაავადებულთა უკვე 6% შეექმნა.






7. კორონავირუსი დედიდან შვილს გადაეცემა?


image


ჯერჯერობით, სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსი ბავშვებში, დაბადებიდან 30 საათში გამოვლინდა. თუმცა, დადგინდა რომ დაავადება მათ დედისგან არ გადასცემიათ. კორონავირუსის გავლენა ორსულობაზე შესწავლილი არ არის.





0
1889
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1889