x
image
კატაპულტი
აშშ-სთან შეთანხმების მიუხედავად, თალიბებმა ცეცხლი გახსნეს
image
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა “თალიბანსა" და აშშ-ის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამერიკის სამხედრო ძალები დატოვებდნენ ავღანეთს, ხოლო თალიბები დაიწყებდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან. ეს შეთანხმება ისტორიულია, რადგან აქამდე ტერორისტულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებზე წასვლას აშშ კატეგორიულად უარყოფდა. შესაძლოა დონალდ ტრამპის ასეთი ნაბიჯი აშშ-ში მოახლოებული არჩევნებითაც იყოს განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ დონალდ ტრამპსა და “თალიბანის" ერთ-ერთ ლიდერთან სატელოფონო საუბარი შედგა. როგორც მოგვიანებით მხარეებმა აღნიშნეს, “საუბარი კარგი გამოდგა" (დ.ტრამპი). “ჩვენ არ გვსურს სამხედრო დაპირისპირება"- აღნიშნა “თალიბანის" ერთ-ერთმა მეთაურმა.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, თალიბებმა, აშშ-სთან შეთანხმების შემდეგ, რამდენჯერმე მიიტანეს იერიში ავღანეთის სამთავრობო ძალებზე, არიან დაღუპულებიც. მოგვიანებით კი, აშშ-ის სამხედრო ძალებმაც გასცეს თალიბებს საჰაერო იერიშით პასუხი. ურთიერთსაპირისპირო იერიშების შემდეგ კი ორივე მხარემ თავი იმართლა: თალიბებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმება ჯერ ვერ მოხერდა და სამხედრო დარტყმებიც ამან გამოიწვია, აშშ-მა კი განაცხადა, რომ ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, რომ თალიბებს ცეცხლი შეეწყვიტათ.

თუ მხარეები შეთანხმების პირობებს დაუბრუნდებიან, აშშ- ის სამხედრო ძალებმა ავღანეთი 14 თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა დატოვონ.


ასევე საინტერესოა:


მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, სირიელმა ლტოლვილებმა დაიკავეს


როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!

2
291
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
291
  
2020, 7 მარტი, 3:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მარტი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2