x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508482
რჩევები: რა შემთხვევაში უნდა მიიყვანოთ შინაური ცხოველი ვეტერინართან?
შინაური ცხოველები


გამომჯობინდება თუ არა თავისით? თუ უკეთესია, ვეტერინართან მივიყვანო? – ეს არის ის ორი ძირითადი შეკითხვა, რაც მაშინ გვტანჯავს, როცა ჩვენი შინაური ცხოველი თავს ცუდად გრძნობს. შევეცდები, ამ სტატიაში აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმაროთ.


ბევრი ადამიანი ცხოველის ვეტერინართან წაყვანას ამჯობინებს, მოიცადოს, სანამ ოთხფეხა მეგობარი თავისით გამომჯობინდება, რადგან ვეტერინართან ვიზიტი სტრესია როგორც ცხოველისთვის, ასევე მისი პატრონისთვის. დრო და ფულიც არ არის უმნიშვნელო ფაქტორები.


რაღა თქმა უნდა, ზოგიერთი სიმპტომი სრულიად უწყინარია და სიმშვიდე და დასვენება ასეთ დროს ცხოველს ყველაზე უკეთ შველის, თუმცა ზოგი სიმპტომის დაფიქსირების დროს დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ყოველი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.



აღნიშნულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს:


1. თუ თქვენმა კატამ ან ძაღლმა უბედური შემთხვევა გადაიტანა


ასეთ დროს დაყოვნება არ ვარგა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჯანმრთელად გამოიყურება, მიაკითხეთ ვეტექიმს. რადგან ცხოველს შეიძლება შინაგანი სისხლდენა და შიდა მოტეხილობები ჰქონდეს ან თვალისთვის უხილავი დაჟეჟილობა, რაც დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს.


2. როცა ცხოველს სისხლი სდის


მნიშვნელობა არ აქვს, რა წარმომავლობისაა სისხლდენა – სისხლი არის განავალში, შარდში, სისხლი აღებინა თუ ჭრილობებიდან სდის. დაუყოვნებლივ მიიყვანეთ ვეტერინართან.


3. თუ შარდვასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს


სახიფათოა როგორც შარდის შეკავება, ასევე გახშირებული შარდვა. ორივე შემთხვევაში შეიძლება პრობლემა ფატალურად დასრულდეს, თუ დროზე არ მიხედეთ.


4. დაღლილობა და სისუსტე


თუ ცხოველი მთელი დღე წოლის და ძილის მეტს არაფერს აკეთებს (განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ცოცხალ, სიცოცხლისმოყვარულ ძაღლს ან კატას), უხალისოდაა და არაფერი აინტერსებს, ეს დიდი ალბათობით იმის მანიშნებელია, რომ რომელიღაც ინფექციით დაავადდა და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.


ოთხფეხა


5. თუ ცხოველი ძალიან ბევრ წყალს სვამს


ხშირ-ხშირად და უზომო რაოდენობით წყლის სმა შაქრიან დიაბეტზე ან თირკმელის დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს. ამ შემთხვევაშიც ყოველი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.


ნებისმიერი დაავადება საწყის სტადიაში გაცილებით უფრო იოლი სამკურნალოა, ვიდრე გართულების შემთხვევაში. ეს ჭეშმარიტება ადამიანზეც ისევე მოქმედებს, როგორც ცხოველზე, ამიტომ ჯობს, დროზე იზრუნოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარზე, სანამ მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდება.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0