x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
კიმ კარდაშიანის საიდუმლო გახსნილია

image



ამერიკული რეალითი შოუების ცნობილი ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის, სექსუალური თეძოები და დიდი უკანალი დიდი ხანია უკვე არა მხოლოდ სელებრითის მთავარ "ღირსებად", არამედ მსოფლიოში მრავალი ქალისთვის სილამაზის ეტალონადაც იქცა.



image


მიუხედავად იმისა, რომ კიმმა თავისი მთავარი სიამაყის დემონსტრირება საკუთარი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლის წინაშე არაერთხელ მოახდინა, მის მილიონოთ გამომწერს შორის მაინც მოიპოვებიან ისეთები, რომლებსაც ვარსკვლავის "ღირსების" ბუნებრიობაში ეჭვი შეეპარა. საქმე იმაშია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა შემთხვევით, კარდაშიანი ისეთ დროს "გამოიჭირეს", როდესაც სკანდალურად ცნობილ სელებრითს ქვედაბოლოს შიგნით, ვიზუალურად, უკანალის გასადიდებელი ქვედა საცვალი ემოსა.



image


კიმი სიცრუეში მომენტალურად ამხილეს. თუმცა, 39 წლის ვარსკვლავმა მომხდართან დაკავშირებით ბრალდებებს მალევე უპასუხა: "კიდევ ერთი უცნაური ჭორი! თითქოს მე საჯდომზე მისამაგრებელი სპეციალური "ბალიშების" ტარებაში "გამომიჭირეს".


image


ახლა აგიხსნით სინამდვილეში რა მოხდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მაიამიში ვიყავი, ქვედაბოლო ჩავიცვი, რომელიც შევამჩნიე რომ ლანდავდა. იმისთვის, რომ საცვალი არ გამომჩენოდა, სწორედ ამიტომ გამოვიყენე ე.წ. "ბალიშები". ვფიქრობ, ჩემი შიშველი უკანალი უკვე ყველას აქვს ნანახი და ეჭვი არავის ეპარება, რომ ვიზუალურად მის კიდევ უფრო გასადიდებლად რაიმე სპეციალური "ბალიშები" ნამდვილად არ მჭირდება, " - განაცხადა სოციალური ქსელების ვარსკვლავმა.



0
1414
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1414