x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შვედეთი: სად გადის ზღვარი ნებაყოფლობით სექსსა და გაუპატიურებას შორის?
გაუპატიურება


თუ თქვენ შვედეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, ჯობს, სექსუალური კავშირების დამყარების დროს ფრთხილად იყოთ, რადგან შესაძლოა, ამის გამო დიდი ხნით ციხეში გიკრან თავი. სწორედ ასე დაემართა 27 წლის მამაკაცს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ შვედეთის უზენაესმა სასამართლომ 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


საქმე იმაშია, რომ შვედეთში სექსს, რათა ის გაუპატიურებად არ ჩაითვალოს, სჭირდება ორივე პარტნიორის ზუსტი და მკაფიო თანხმობა. ანუ იმისათვის, რათა შვედეთში სექსუალურ მოძალადედ არ მიგიჩნიონ და გისოსებს მიღმა არ მოგათავსონ, ყოველი აქტის წინ საკუთარ მეუღლეს ან პარტნიორს უნდა სთხოვოთ, თქვას, რომ სურს თქვენთან სექსი, რადგან სიჩუმე და ე. წ. ჩუმი თანხმობა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყანაში თანხმობად ვერ მიიჩნევა სასამართლოს მიერ.


27 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დააპატიმრეს, არასრულწლოვან გოგონას შეხვდა. გოგონამ მას თანხმობა განუცხადა, ღამე ერთად გაეთიათ, თუმცა არ უთქვამს, რომ სექსი ჰქონოდათ. მათ ნებაყოფლობით ერთ საწოლში ეძინათ. ღამით მამაკაცმა გოგონას ხელი საცვლებში ჩაუყო. მათ ვაგინალური სექსი არ ჰქონიათ, თუმცა ხელის საცვლებში ჩაყოფა სასამართლომ მამაკაცს მაინც გაუპატიურებად ჩაუთვალა.



სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გოგონასაც და მამაკაცსაც ნებაყოფლობით ეძინათ ერთსადაიმავე საწოლში, სადაც ასევე ნებაყოფლობით მხოლოდ საცვლები ეცვათ და არც ის, რომ გოგონას მამაკაცისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.


თავდაპირველად მამაკაცს პირველი ინსტანციის სასამართლომ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესმა სასამართლომ ეს ვერდიქტი გადასინჯა და მამაკაცს ერთი წლით შეუმსუბუქა ციხეში გასატარებელი სასჯელის მოცულობა.


გაუპატიურება


შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს. დანარჩენ ქვეყნებში იმისათვის, რათა სექსუალური აქტი გაუპატიურებად ჩაითვალოს, ჩუმი უარი არ კმარა და აქტიური “არა” და წინააღმდეგობაა საჭირო.


შვედეთმა გაუპატიურების შესახებ მსგავსი გამკაცრებული კანონმდებლობა 2018 წლის პირველ ივლისს, #MeToo-ს კამპანიის გავლენით მიიღო, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დისკუსია და განხილვები დღემდე არ წყდება.

0
379
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0