x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩაბრაძე: " ჩვენი მთავარი კოზირი რევაზ გოცირიძეა"
image

ეროვნული ლიგის დებიუტანტმა "თელავმა" I ტურში მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისს" გასვლაზე ფრე გაუგორა (0-0). თელაველთა რიგებში რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა, მათ შორის იყო "საბურთალოდან" იჯარით დამატებული გოგა ჩაბრაძე, ვისთანაც საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:


როგორ შეაფასებდი "დინამო თბილისთან" ჩატარებულ შეხვედრას?

თბილისის "დინამოსთან" გასვლაზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთლი საქმეა. ბიჭებმა მინდორზე მაქსიმუმი დავდეთ და ქულას დავჯერდით> თუმცა გავრისკავ და ვიტყვი, რომ უფრო მეტი სითამამე რომ გამოგვეჩინა თბილისიდან 3 ქულის წამოღება შეგვეძლო.



"თელავი" ეროვნული ლიგის დებიუტანტია. რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

მართალია ჩვენი გუნდი დებიუტანტად ითვლება, თუმცა ჩვენი მიზანი ყველა თამაშში 3 ქულის აღებაა და მჯერა, რომ "თელავი" სატურნირო ცხრილს მაღალ საფეხურზე დაასრულებს.


რა არის თქვენი გუნდის მთავარი კოზირი?

ჩვენს ყველა კოზირზე საუბარს არ დავიწყებ, თუმცა აღვნიშნავ რომ მთავარი კოზირი ჩვენი მწვრთნელი რევაზ გოცირიძეა, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია და მჯერა მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ. ასევე ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც აქტიურად გვიდგანან გვერდში.


ვინ მიგაჩნიათ წლევანდელი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად?

ამ ეტაპზე ფავორიტის დასახელისგან თავს შევიკავებ, თუმცა სეზონის ბოლოს გულწრფელ პასუხს ვიტყვი (იცინის)


რატომ გადაწყვიტე "თელავში" გადასვლა და რა არის პირადად თქვენი მიზანი ამ სეზონში?

ჩემი აქ გადმოსვლის მთავარი ფაქტორი რევაზ გოცირიძე იყო, რომელმაც დამარწმუნა "თელავში" გადმოსვლაზე. ასევე ბევრ ფეხბურთელს ვიცნობდი და ბიჭებმაც კარგი დამიხასიათეს გუნდის შიდა სამზარეულო და მთლიანად ქალაქი, სადაც ფეხბურთი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს.


როგორი განწყობაა თელავში ფეხბურთთან მიმართებაში და რას ჰპირდებით კახელ გულშემატკივრებს?

ყოველი მატჩის წინ განწყობა ამაღლებულია. მე პირადად კი ვპირდები თელაველ გულშემატკივრებს, რომ გუნდის წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ და მინდორზე 100%-ით დავიხარჯები

3
182
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
182
  
2020, 11 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 მარტი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მარტი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3