x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია
image
კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო დაბლა და დაბლა მიექანება.

ბოლო კვირების განმავლობაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა საფინანსო ორგანიზაციებისათვის. მოვაჭრეების უმეტესობამ იზარალა.

S&P 500-მა, რომელიც 500 უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, მხოლოდ შვიდი სავაჭრო დღის განმავლობაში ოთხი ტრილიონი დოლარი დაკარგა.

საქმე ეხება არა მხოლოდ ფასიან ქაღალდებს, არამედ ნავთობს, სპილენძს, ალუმინს, თუთიას. ყველა მათგანის ფასი მკვეთრად დაეცა. ერთადერთი, რაც ბაზარზე თავის ფასს ინარჩუნებს, ოქროა.


ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ 2008 წელს კრიზისი გამოწვეული იყო ფინანსურ სექტორში მცდარი ნაბიჯების გადადგმით, ახლა კი საქმე ეხება კორონავირუსის გამო გამოწვეულ მოვლენებს, რომლებიც კვლავაც აქტუალურია და არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს.

ჩინეთის სახალხო ბანკმა და აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მკვეთრად შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები.

მსოფლიოს მასშტაბით, შეჩერებულია მრავალი საწარმოო საქმიანობა, განსაკუთრებით, მათი, ვინც დაკავშირებული იყო ჩინეთიდან მომავალ ფინანსებზე, ამ ქვეყნის მუშახელზე ან სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი უკონტროლო და არაპროგნოზირებადია, შეუძლებელია რაიმე მოლოდინების წინასწარ განჭვრეტა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მეცნიერების წარმატებაზე - რამდენად სწრაფად შეძლებენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას.


ასევე საინტერესოა:

1.

რატომ არიან მასონური ორგანიზაციები ფინანსურად ძლიერები?!

2.

მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს

2
197
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
197
  
2020, 7 მარტი, 3:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მარტი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2