x
image
კატაპულტი
მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, სირიელმა ლტოლვილებმა დაიკავეს
image

სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ქვეყნის ქალაქებს მორიგეობით იკავებენ აშშ-ის, თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალები. მილიონობით სირიელი ლტოლვილად იქცა, ასიათასობით კი დაიღუპა. საკუთარი ქვეყნიდან დევნილების ახალი ტალღა დაიძრა ევროპისაკენ ბოლო კვირების განმავლობაში. სირიის მოქალაქეები ჯერ თურქეთს აფარებდნენ თავს, თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საზღვრის კარები გახსნა და ლტოლვილებს ევროპისაკენ გაუხსნა გზა. “ თავის წილი პასუხისმგებლობა სირიელი ლტოლვილების ბედზე ევროპამაც უნდა აიღოს" – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.image

თავის მხრივ, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის მიერ ლტოლვილებისათვის ევროპისაკენ გზის გახსნას.image

ათასობით სირიელი ლტოლვილი საბერძნეთის საზღვრებს მიადგა, თუმცა იქ მესაზღვრეების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. სასაზღვრო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, დევნილთა ნაწილმა თეთრი დროშები ააფრიალა შეძაილებით “მშვიდობა, მშვიდობა". ლტოლვილების დანარჩენმა ნაწილმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა საზღვაო გზით სცადა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.image

ამჟამად სირიელი ლტოლვილები თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. მათ უკვე რამდენიმე დღე-ღამე გაატარეს სიცივეში საკვებისა და დახმარების გარეშე.image

ევროკავშირი შიშობს, რომ ევროპა ლტოლვილთა ახალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ორგანიზაციამ უკვე გამოუყო საბერძნეთს 350 მილიონი ევრო, რათა ლტოლვილებისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოაწყოსს შესაბამისი ბანაკი და არ დაუშვას მათი ევროპაში გადაადგილება.



ასევე საინტერესოა:

1. როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!


2. ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?!


3. აშშ-მ “ალქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა


3
667
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
667
  
9 მარტი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 მარტი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 მარტი, 9:19
მალე ევროპაში ჩასვლა არც ეღირება.გამუსლიმანდა თავმომწონე ევროპა
0 1 3