x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი ევროპულ ტურნეს გამართავს(ვიდეო)
image

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს პლანეტაზე უზარმაზარი ნაბიჯებით წინ მიიწევს, მით უმეტეს, თუ ეს ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანია. ამის ერთ-ერთი მაგალითია მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ტური, რომელიც მალე დაიწყება ევროპაში. მართალია, მომღერალი 2012 წელს გარდაიცვალა, სამაგიეროდ, სცენაზე აუდიტორიის წინაშე მისი ჰოლოგრამა გამოვა.


The Hollywood Reporter- ის ცნობით, შოუ დიდ ბრიტანეთში 25 თებერვალს დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. შემსრულებლის "ელექტრონული აჩრდილის" გარდა, სცენაზე წარმოდგენილი იქნებიან რა თქმა უნდა, ნამდვილი მოცეკვავეები და მუსიკოსები. მაგრამ, სავარაუდოდ, მნახველთა უმეტესობა მხოლოდ ჰიუსტონის სანახავად მოვა.


მომღერლის ჰოლოგრამა კომპანია Base Entertainment- მა შექმნა, რომელმაც მანამდე მუსიკის მოყვარულები როი ორბისონის, ემი უაინჰაუზისა და მარია კალასის გამოსახულებებით გაახარა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიან, რომ კონცერტის ბილეთები ძალიან სწრაფად გაიყიდება, ასევე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, კონცერტს ტელევიზიითაც ადევნოს თვალი.



უიტნი ჰიუსტონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება პოპ-მუსიკის ისტორიაში. დღეისთვის გაყიდულია მისი 200 მილიონი ჩანაწერი. ჰიუსტონი ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომლის შვიდი სინგლი ზედიზედ „ბილბორდის“ #1 პოზიციაზე მოხვდა. გარდაიცვალა 2012 წლის 11 თებერვალს 48 წლის ასაკში.

0
354
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0