x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
არასდროს არ არის გვიან: ვარსკვლავური ლამაზმანები, რომლებიც 35 წლის შემდეგ გათხოვდნენ

image


ცნობილი სელებრითები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, საკუთარ მაგალითზე ამტკიცებენ, რომ პრინცს შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში შეხვდე. სალმა ჰაიეკი, პენელოპა კრუსი, კამეონ დიასი - ეს იმ ცნობილი ჰოლუვუდელი ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 35 წლის შემდეგ გათხოვდნენ.



ჯერი ჰოლიველი


image


მომღერალი და ჯგუფ "Spice Girls"– ის ყოფილი სოლისტი, ჯერი ჰოლიველი პირველად 42 წლის ასაკში გათხოვდა. ჯერის გული "Red Bull" -ის გუნდის ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა დაიპყრო, რომელიც თავის გულისწორთან შადარებით 2 წლით უმცროსია, მანამდე ჰოლიველი საკმაოდ მოკლე, არასერიოზული რომანებით იყო განთქმული. მაგალითად, მის ანგარიშზეა 6 – კვირიანი ურთიერთობა ცნობილ, ბრიტანელ სცენარისტ საშა ჯერვაზსთან, რომლისგანაც მან ბავშვიც კი გააჩინა.



პენელოპა კრუსი



image


მსახიობი პირველად 36 წლის ასაკში გათხოვდა. მისი რჩეული ცნობილი ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემი გახდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ შეყვარებულებს მთელი 20 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ ერთმანეთი ჯერ კიდევ, მოზარდობის ასაკში გაიცნეს.




როუზ მაკჰოუენი


image


სერიალ "მოჯადოებულის" ვარსკვლავმა როუზ მაკჰოუენმა საკუთარი ბედნიერება საკმაოდ გვიან, 40 წლის ასაკში იპოვა. მსახიობის რჩეული მხატვარი დეივი დიტეილი გახდა. თუმცა, წყვილს შორის სიყვარულმა მხოლოდ 3 წელს გასტანა, ქორწინებიდან მალევე მათ საზოგადოებას განქორწინების შესახებ აუწყეს.




სალმა ჰაიეკი


image


მსახიობმა არაერთხელ აღიარა, რომ მას საქორწილო კაბის ჩაცმაზე არასდროს უოცნებია, თუმცა მილიარდერმა ფრანსუა - ანრი პინომ ლამაზმანის გულის მოგება მაინც მოახერხა, საბოლოოდ, 42 წლის ასაკში ჰაიეკი ცოლად კომპანია "Kering"-ის ხელმძღვანელს, მილიარდერ ფრანსუა - ანრი პინოს გაჰყვა.




image


"ახალგაზრდობაში სულ სამი რამის მეშინოდა: გველების, სიბნელის და ... ქორწინების. ფილმში "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" ცეკვა გველთან ერთად მომიწია, 2009 წელს კი გავთხოვდი. იმის თქმაც კი მრცხვენია, რამხელა ძალისხმევა დამჭირდა რომ აღნიშნული შეთავაზება მიმეღო, " - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში სალმა ჰაიეკმა.




კამერონ დიასი


image



ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა კამერონ დიასმა გული არაერთ სიმპათიურ მამაკაცს გაუტეხა. თუმცა, მისი საკურთხეველთან მიყვანა მხოლოდ ჯგუფ "Good Charlotte" -ის გიტარისტმა ბენჯი მედენმა მოახერხა.





0
743
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743