x
ამერიკელი ლამაზმანის უცნაური პროფესია - ხმლების მყლაპავი
image


ჰაერში დაკიდებული აკრობატების და ეკვილიბრისტების ერთდროულად ყურება რა თქმა უნდა საშიში და დამზაფვრელია. მაგრამ არსებობს მასზე უფრო მძაფრი სანახაობაც, მაგალითად ნიუ–იორკში ცხოვრობს ქალი, რომლის პროფესიაა - ხმლების ყლაპვა.


ჰიზერ ჰოლიდეი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი თქმით, ადამიანის სხეულს აქვს თვისება- აკეთოს სიგიჟეები. ხმლის ყლაპვის სწავლა, ისეთივეა როგორც, მაგალითად შპაგატის სწავლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხეული ზიანდება, საბოლოოდ მაინც ეჩვევა ტკივილს.


ხმლის ყლაპვასთან ერთად ჰიზერი ცეცხლთანაც აქტიურად "თანამშრომლობს". მისდამი ინტერესი მას ბავშვობაში გაუჩნდა, როცა მეგობრებთან ერთად კონი-აილენდის გასართობ პარკში ფრიკ-შოუს სანახავად წავიდნენ.



ამჟამად ჰიზერს წარმოდგენებს დამოუკიდებლად მართავს. მისი ვიდეოების ნახვისას შეუძლებელია კანზე ჭიანჭველებმა არ დაგიაროთ. თავად ჰიზერი კი ამბობს, რომ შიში მხოლოდ მშიშრებისთვისაა.


imageimageimageimageimageimage






0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
189