x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გერმანელი ექსპერტი გვიყვება, თუ როგორ უნდა მოვკლათ კორონავირუსი

image



კორონავირუსის განადგურების მიზნით, საკმარისია საპნით და წყლით ხელების გულდასმით დაბანა, სახეზე დაფარული ნიღბები არ არის საკმარისი ვირუსისგან თავის დასაცავად, ამის შესახებ ჰიგიენისა და მედიცინის კლინიკის "Charité Berlin Петра Гастмайе ის ხელმძღვანელა განაცახდა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე.




"ხელის დიდხანს დაბანა საპნით და წყლით საკმარისია ვირუსის მოსაკლავად და მოსაშორებლად. რა თქმა უნდა, მოგზაურობის დროს, სადაც ყოველთვის არ არის წყალი, თან უნდა ვიქონიოთ მცირე ზომის ბოთლის სადეზინფექციო საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ანტისეპტიკური საშუალება თითოეულ მოსაცდელ ოთახში, სადაც არ არის ნიჟარები.



ექსპერტის აზრით, ნიღბებთან დაკავშირებით, სამედიცინო პერსონალს სჭირდება ნიღბები, რადგან მათ უნდა დაიცვან თავი პაციენტებთან კონტაქტის დროს. ყველამ რომ იაროს ნიღაბით, ამის აუცილებლობა კი არ არის.



”ეს არ შველის. ეს დადასტურდა ჩინეთში და იაპონიაში, სადაც დაავადება ფართოდ არის გავრცელებული. ეს აჩვენებს, რომ არის არასწორი გზა." - თქვა ექსპერტმა.
გერმანიაში, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების 150 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აცნობა უცნობი პნევმონიის განვითარების შესახებ, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში (ჰუბაის პროვინცია) ქალაქ უჰანში.
ექსპერტებმა დაადგინეს დაავადების გამომწვევი - ეს არის ახალი კორონავირუსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადების აფეთქება სსაერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად აღიარა და დაავადებას ოფიციალური სახელი დაარქვა - COVID-19.
ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, 2912 დაიღუპა, 44.5 ათასი განიკურნა. დაფიქსირდა ქვეყნის გარეთ ინფექციის შემთხვევები, WHO– ს უახლესი მონაცემების თანახმად, 58 ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა, ხოლო, გარდაიცვალა 104 ადამიანი.
0
752
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0