x
image
კატაპულტი
ასეთ პირბადეებს ტყუილად ხმარობთ კორონავირუსისგან თავდასაცავად - ამის ცოდნა აუცილებელია!
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობა გარკვეულწილად პანიკამ მოიცვა. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სურსათისა და პირბადეების მომარაგება დაიწყო. image
მალევე ცნობილი გახდა, რომ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი იყო, ამასთან მისმა ფასმა 700-დან 1000%-მდე მოიმატა ( 13-20 თეთრიდან - 1, 4-2 ლარამდე), საუბარია საყოველთაოდ გავრცელებულ სამედიცინო ნიღბებზე, რომელიც ზედა ფოტოზე ჩანს.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის პირბადე ვერ იცავს ადამიანებს კორონავირუსისაგან, რადგან ისინი ძირითადად განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისა და დაავადებული პირებისათვის, რათა ჯანმრთელ ადამიანს არ გადაედოს ესა თუ ის ვირუსი ან ინფექცია. ვირუსის გადამდები ჰაერ-წვეთოვანი ნაწილაკები კი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს თვალებიდან, დაცემინებისას ან დახველებისას.



მკვლევართა დასკვნებით, მარტივი სამედიცინო ნიღბები ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსისგან სრულად დაცვას, ისინი მაქსიმუმ 15%-ით დაგიცავენ. ასეთი პირბადეები უფრო დადებითად მოქმედებს დაავადებულ პირებზე, რომელთაც არ სურთ ვირუსი სხვას გადასდონ.

ჯანმრთელი ადამიანებისათვის კი უფრო გამოსადეგია სპეციალურად დატესტილი ნიღბები, რომლებიც ცნობილია FFP1, FFP2 და FFP3-ის ან N95 და N100-ის სახელით. ( იხილეთ ქვედა ფოტო)image


ნუმერაცია მიუთითებს დაცვის დონეზე. ასეთი ნიღბები აღჭურვილია ფილტრით, რაც დამატებითი დამცავია. ისინი მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფენ, თუმცა ყოველდღიური ხმარებისათვის ნაკლებად პრაქტიკულია, აღნიშნავენ მკვლევარები.


ასევე საინტერესოა:

1.

გვიმალავენ თუ არა კორონავირუსით დაავადებულთა რეალურ რიცხვს?!

2.

მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს

3.

თუ კორონავირუსით დაავადება არ გსურთ, ამ ჩვევებისა და “ტრადიციების" დავიწყება მოგიწევთ

4.

10 ფილმი ეპიდემიებსა და სამყაროს აღსასრულზე


10
488
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
488
  
6 მარტი, 12:56
არასოდეს არ მოთხოვო მთავრობას რაიმეს სუბსიდირება,არ გაჭირების,რადგან ერთხელ თუ ჩააყოფინებ თქვენს ჯიბეში ხელს,ის ყოველთვის მოინდომებს ამას. ნურც ის გეგონებათ,რომ მთავრობა რამეს აკეთებს ან ვინმეს ეხმარება ეს კარგია,რადგან ეგ ყველაფერი ადამიანების ჯიბეზე ისახება. უფულობა და ელემენტარულად პირბადის ყიდვის საშუალება არ აქვს ადამიანს,რომელიც დიდი პრობლემა არის და ამის გამომწვევ მიზეზებად ბიზნესი და კერძო პირები მოგყავთ. მედიცინაში სწორი დიაგნოზის დასმა მკურნალობის 50% არის და ასევეა ამ საკითხში. მიზეზი არ არის ბიზნესი და მას აწვებით მაინცადამაინც. ბიზნესი ქმნის ამ ქვეყანაში პროდუქტს და მომსახურებას,რომელიც ამ ქვეყანას ხმარდება და ასევე,ასაქმებს ადმიანებს და თქვენი ფული ამაში არ იხარჯება. უფულობის მიზეზი არის მთავრობა და მისი არასწორი პოლიტიკა. რა გამოდის,ვაგინებთ იმას,რომელიც საკუთარი სახსრებით რამეს აკეთებს და ადამიანებს ეხმარება და ვლოცავთ იმას,ვინც ძალადობს ჩვენზე,გვართმევს ფულს. ისევ აზროვნებაზე მივედით,ღარიბები იხდიან 2250 ლარს და ამთავრებენ ჯავახიშვილს,სადაც სტალინი ახალი გარდაცვლილია და შეძლებულები იხდიან ბევრად ძვირს განათლებაში. ამ ქვეყნის უმეტესობა ღარიბია და ე.ი. არ აქვთ შესაბამისი განათლება,რათა მიხვდნენ რეალური სიდუხჭირის მიზეზები სად არის და რა არის გასაკეთებელი.
6 მარტი, 12:45
ჯამრთელობაზე ფულის შოვნა დანაშაული არ არის და შეუძლებელია ასე იყოს. ამ ქვეყანაზე უფასო არაფერია და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ის ექიმი თუ ფარმაცეპტული კომპანიის უკან ადამიანები დგანან,რომლებიც ამით ირჩენენ თავს,ისე როგორც ნებისმიერი ფერმერი თავის მოყვანილი პომიდვრით და ვენახით. მოდი მევენახემ და მებოსტნემ გაუგზავნოს უფასოდ თავისი მოწეული საქონელი პარმაცეპტულ კომპანიის ყველა დასაქმებულს და ექიმებს და მერე მოთხოვონ უფასო ან შეღავათიანი მკურნალობა. თუ ადამიანის ჯამრთელობაზე ფულის კეთება დანაშაულია,მაშინ უფრო დიდი დანაშაული მთავრობა ყოფილა,რადგან ადამიანების ჯიბიდან ფულს იღებს(რომელსაც ჯამრთელობას ვერ ახმარენ) და რომელიც 35% შეადგენ ადამიანების შემოსავლის.ვიღაც ადამიანს ფული რო არ აქვს ექიმების ან ფარმაცევტების ბრალი კი არ არის,არამედ მტავრობა არ გიტოვებს ფულს რო ის 2 ლარიანი პირბადე იყიდოს.ეხლა როგორ ავიდა ეგ 35% გადასახადები: აი ეგეთი ლიმიტებით,შეზღუდვებით და ადამიანის ჯამრთელობაზე დემაგოგიით მივედით ამ რიცხვამდე. სიგარეტი მავნეა და აქციზი 5 ლარი გახადეს(შეიძლება მეტიც),რამაც გამოიწვია სიგარეტის გაძვირება და ადამიანების უმეტესობა დაბალი ხარისხის და გაურკვეველი წარმომავლობის თამბაქოზე გადავიდა. ნარკოტიკები მავნე ნივთერება არისო და იმის ნაცვლად რო დავეხმაროთ მკურნალობაში ციხეში ვიჭერთ და დიდ ფულს ვახდევინებთ. აი ეს არის დანაშაული და არა წმალში ფულის გადახდა
6 მარტი, 12:34
სწორედაც ეგ ვიგულისხმე :) სიმდიდრე და აზროვნება კავშირშია. ყოველთვის არა,მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ეგრეა. წეღან ტყუილად კი არ მოვიყვანე მაგალითი,5000 ლარიან ტელეფონით 300 ლარიან სამსახურში დადიან და მერე უქონლობაზე წუწუნებენ. შეგნება,პასუხისმგებლობა და აზროვნება მდიიდრებს უფრო აქვთ(აქაც ყველას არა). ღარიბი თუ იძულებული არ გახადე რაიმეს გასაკეთებლად არ გააკეთებს და მდიდარი საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას გრძნობს. ეხლა მეორე საკითხი, ვიღაცას თუ აქვს 1 ლარი და მას სურს 2 ლარიანი პირბადეს შეძენა ვერ მოახერხებს თავსთავად,მაგრამ ეგრე განზოგადება საკითხის ცოტა უხერხულია. თუ იაფი ეღირება პირბადე და ადამიანების მოთხოვნა დიდია,მაშინ იქნება რიგები. თუ 1 თეთრი ეღირება ერთი პირბადე ის ლარიან მომხმარებელი 100 ცალს იყიდის,ხოლო მეორე 1000 ცალს,ხოლო შემდეგს აღარ შეხვდება. არცერთი კომპანია არ გაყიდის პროდუქტს იმ ფასად,რომლის გადახდაც არ შეუძლია მის მომხმარბელს. დღეს საქართველოში არ არის ისეთი გრანდიოზული ფასები,რომლის გადახდაც არ შეუძლიათ ადამიანების 99%. იმ ერთ ლარიან მომხმარებელს ჯიბე რო ამოუბრუნო მინ. 1000 ლარიანი ტელეფონი ექნება და სოციალური დახმარებაც.
6 მარტი, 10:24
მგონი სხვაგან წავედით, სიმდიდრე აზროვნებასთან გავათანაბრეთ,თუ ისევ მე ვერ გავიგე სწორად? მდიდარი ხვდება რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ღარიბი ვერა? გეთანხმებით, რომ უსაფუძვლო პანიკა ბევრშია, მაგრამ ეგ ეკონომიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს. 40 პირბადეზე ლიმიტში კი მხოლოდ ერთი აფთიაქი არ მიგულისხმია, საერთო ლიმიტია ნაგულისხმევი და ტექნიკურად ამის მოგვარება შესაძლებელლია ალბათ.
რადგან ყველაფერზე გაქვთ პასუხი, იქნებ იმაზეც მიპასუხოთ, თუ ერთ ადამიანს აქვს 1 ლარი, მეორეს კი 10, რომელი შეძლებს 2 ლარიანი პროდუქტის ყიდვას? აქ მგონი ერთი და იგივე პასუხი გვექნება ორივეს. და ეს არ იქნება პირველი ადამიანისათვის შეზღუდვა? და მეთანხმებით თუ არა, რომ ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანმრთელობაზე ფულის შოვნა დანაშაულია?
6 მარტი, 9:55
ზოგადად,ადამიანებს ვერ დაავალდებულებ რო იცოდეს ეკონომიკა და ვერც განათლების მაღალ დონეს მოთხოვ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი პრობლემები არ იქმნება და არ ისმის შეძახილები: რას დაეთრევიან ამ იტალიაში,შენ რო გინდა მოგზაურობა მე რატო მიქმნი საფრთხეს და კიდევ ათასი რამე მოვისმინე ამ დღეებში. ადამიანებს აქვთ სამქე და ოჯახს არჩენენ ამ აქეთიქეთ სიარულით,ბილეთის ფულს არ უბრუნებენ,რადგან ფრენები შეჩერებული არ არის და რა ქნას?! ადამიანებზე ზრუნვის მოტივით ითხოვთ რო ბიზნესი შეიზღუდოს,მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანებს აზიანებს ეგ ყველაფერი. ნებისმიერი შეზღუდვა და გადასახადი მომხმარებლის ჯიბიდან გადასახდელია და კომპანიას არ ურტყავს ეგ პირველრიგში.
6 მარტი, 9:48
რაც შეეხება ლიმიტის დაწესება, არ შეიძლება ადამიანს რამეს მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესო და ეს პირდაპირ თავისუფლებას ზღუდავს. როცა მოთხოვნა არის,მაშინ შესაბამისად მიწოდებაც განხორციელდება და არ არის საჭიროება ლიმიტის. არ იფიქროთ,რომ ლიმიტი დაბალ ფასს შეინარჩუნებს,რადგან თუ რაიმეს გაყიდვა შეგიძლიათ 10 ლარად არ გაყიდის 1 ლარად. ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცევა,მათ შორის თქვენც. არ გვინდა ეს ურაქველოქმედის სახელის დამკვიდრება. არცერთი კომპანია თუ ადამიანი არ ყიდის რამიეს განსხვავებული ფასით მდიდრებზე და ღარიბებზე. კონკრეტულ პროდუქტზე რასაც მდიდარი იხდის,იგივეს ღარიბიც იხდის. საბაზრო ეკონომიკა და მოთხოვნა-მიწოდების კანონი მაგარი რამეა. ვიღაცის ჩარევის გარეშე აბალანსებს მოთხოვნას და მიწოდებას. ამას უხილავი ხელი ქვია და თქვენი აზრით,ლიმიტის არსებობა ამას ვერ გააკეთებს. თქვენ მიერ ნათქვამი 40 პირბადე იყოს ლიმიტი ერთ ადამიანზე,მაგრამ აქ გავიწყდებათ რო ერთ აფთიაქში შეიძენს 40 პირბადეს და მეორეში გადავა და ასე გაგრძელებს,სანამ იმ რაოდენობას არ შეიძენს რაც სურს. ფასის მომატება კი აბალანსებს და ხელს უწყობს ყველაზე გადანაწილებას. მდიდრებზე რო არ დამიწყოთ კითხვები,გეტყვით,რომ არცერთი მდიდარი არ შეიძენს იმაზე მეტს რაც სჭირდება,რადგან მან იცის,რომ სხვისი სიცოცხლეც მნიშვნელოვანია და ღარიბები უფრო მეტნი არიან. ისე ღარიბების წესია რაიმეზე დახამება და ეგრევე დაპანიკება,რადგან მდიდრებს იმის შეგნება აქვთ რო სხვა არ დააზარალონ. 5000 ლარიან ტელეფონზე მაღვიძარას 300 ლარიან სამსახურში არ დაგვიანებისთვის არ აყენებს მდიდარი.
6 მარტი, 9:35
როგორც მივხვდი ვერ გაიგეთ რა დავწერე. ზოგადად,რაიმეზე დიდი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში,ადამიანები ყიდულობენ დიდ პარტიებს შემდეგ ძვირად გასაღებისთვის. უფრო მარტივად გასაგები რო იყო,26 მარტს გასამართი თამაშის ბილეთები,ლიგის ფინალის ბილეთები და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია თუ სხვა ადამიანს არ უქმნის საფრთხეს. სპეკულიანტობა ცუდი არ არის,რადგან ადამიანების საქმიანობას წარმოადგენს და მას მოაქვს მოგება მათვის. პირბადეებზეც მსგავსი რამე მოხდა და ეს ბუნებრივია. მათ შეიძინეს ფულის საშოვნელად და მათი მიზანი არ არის ვინმეს სიკვდილი. როცა ექიმთან მიდიხართ და ის გიდგენთ რაიმე დაავადებას,რომლის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული,მაშინ რატომ არ მკურნალობენ უფასოდ,როცა ხვდებიან რო ადამიანს არ აქვს საშუალება? ხომ არ ვამბობთ რო ამ ექიმს ან ექიმებს ვინმეს სიკვდილი უნდათ. მათ აქვთ თავისი საქმე,რომლიდანაც მოგების მიღება უნდათ და ასევეა პირბადეების შემთხვევაში.
5 მარტი, 13:42
და არ აჯობებდა, პირბადეების გაყიდვისას დაწესებულიყო ლიმიტი?და არ გაზრდილიყო ფასი? ვთქვათ, ერთ მომხმარებელზე კვირაში მაქსიმუმ 30-ან 40 პირბადე.ასე ხომ ვეღარ ,,დახვევდა" ვიღაც ხელს მთელს მარაგს?
,,მოხვია ვიღაცამ ხელი და იყიდა სრულად,რადგან სპეკულიანტების მეტი რა დადის ამ ქვეყანაში. ხელოვნურად შექმნეს დეფიციტი და მერე ფული იშოვეს" თავად დაწერეთ და მერე ,, ფასი იმიტომ არ იზრდება,რომ ვიღაცას ბევრი ფულის შოვნა უნდა ან ვინმეს სიკვდილი უხარია," ეს ორი ფრაზა მგონი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
5 მარტი, 12:53
ავტორ,კარგია ამთემაზე ყურადღების გამახვილება,მაგრამ როდესაც ფაქტი მოგყავთ,რომ 1000ჯერ გაიზარდა პირბადეების ფასი,მაშინ უნდა განმარტოთ ხოლმე ეს ყველაფერი. ნებისმიერ ეკონომიკის სახელმძღვანელოში შავით თეთრზე წერია ასეთ სიტუაციები როგორ ხდება. მოსახლეობის და გარკვეული ბიზნესების დაპირისპირებას ნუ მოვახდენთ. არ გსაყვედურობთ,უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით და გირჩევთ. ფასი იმიტომ არ იზრდება,რომ ვიღაცას ბევრი ფულის შოვნა უნდა ან ვინმეს სიკვდილი უხარია,არამედ ის აბალანსებს ბაზარზე მოთხოვნას. ვიღაც რო არ ადგეს და მთელი შეკვრა არ იყიდოს მაგიტომ ხდება ეს. ყველა ყიდულობს იმდენს,რაც სჭირდებათ და ყველაზე ნაწილდება. ასერომ კრიზისულ სიტუაცებზე როცა დაწერთ,100ჯერ გადაიკითხეთ და ერთხელ გამოაქვეყნეთ.
5 მარტი, 12:46
თუ თავს არ გაუფრთხილდი,პირბადე კი არა პაატა იმნაძეც ვერ გიშველის. პირბადების დეფიციტი კი გაუნათლებლობამ გამოიწვია და უპასუხისმგებლობამ. მოხვია ვიღაცამ ხელი და იყიდა სრულად,რადგან სპეკულიანტების მეტი რა დადის ამ ქვეყანაში. ხელოვნურად შექმნეს დეფიციტი და მერე ფული იშოვეს. სპეკულიანტობაში ცუდი არაფერია,თუ ზიანს არავის აყენებს,მაგრამ ამ შემთხვევაში ცუდი თემაა. ფასი მოთხოვნა მიწოდების კანონის შესაბამისად მოიმატებდა,რადგან ბაზარი მუშაობს და ის არეგულირებს ყველაფერს. როდესაც დეფიციტშია რაიმე პროდუქტი და შემცვლელიც არ მოიძებნება,მაშინ ფასი იმატებს,რათა დააბალანსოს მოთხოვნა მიწოდება. ნებისმიერი მედიასაშუალება გაჰკივის ამ თემაზე და იწვევს ხელოვნურად პანიკას. დღეს საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს და 4 შემთხვევა არის დაფიქსირებული,რომლიდანაც 3 მსუბუქი ფორმაა და 1 არის,რომელის დღეს დადასტურა შედარებით მძიმე. ადამიანები დაზაფრის საქმეში,ქართველი ჟურნალისტები ჩემპიონები არიან. ხო მართლა,იმ ხალხმა პირბაადების მთელი პარტია რო შეიძინეს,ვეტყვი,რომ მე თუ დ.... არ გეგონოთ კისლავოცკის ჰაერს ჩაყლაპავთ. ამიტომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ მოვიქცევით ქაჯებივით. ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის დროს ვლინდება ერის სიკარგე და სიცუდე. კორონასაც დავძლევთ და ებოლასაც,მთავარია არ დაგვავიწყდეს რო ადამიანები ვართ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ირანელი,ჩინელი თუ იტალიელი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სიძულვილი არ მოსულა. დავეხმაროთ ერთმანეთს,ნებისმიერი რასის,ეროვნების,სექსუალური ორიენტაციის თუ რელიგიის ადამიანს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10