x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა ... რა შეემთხვა მას ილია ჭავჭავაძესთან?

image

ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა – შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. საჭმელებს შორის ვაჟა-ფშაველას ყველაზე მეტად ხინკალი ჰყვარებია და თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა.

ილია ჭავჭავაძე ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე. მას წესად ჰქონია, რომ მისი ოჯახიდან არავინ გამოსულიყო ფხიზელი. ვაჟამ კი, როგორც მოგახსენეთ, სმაში თავისი ზომა იცოდა. წასვლა რომ გადაუწყვეტია ფშაველს, ვინ არ მიუსვა მას ილიამ, მაგრამ ვერა და ვერ დაათვრეს. ბოლოს, ამდგარან და მისი ცხენი დაუთვრიათ. თურმე, მისულა ვაჟა თავის ბედაურთან და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო? იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა და ქეიფი და დროსტარება გაუგრძელებია.

0
325
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0