x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პირველი სექსი გერმანიასა და საქართველოში – საგანგაშო ციფრები და სტატისტიკა

სტატისტიკა


უკვე 2020 წელია, მაგრამ ტრადიციულ ცხოვრების წესს საქართველოში ადამიანის სექსუალობაზე ჯერაც გადამწყვეტი გავლენა აქვს. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც 29 წლამდე ასაკის მამაკაცების 18 %-ს, ხოლო ქალების 53 %-ს არასოდეს არ ჰქონია სექსი, რაზეც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს. ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად მძიმე დარტყმას აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას სექსის არქონა, გასაოცარი სულაც არ არის, ჩვენს ქვეყანაში ამდენი ადამიანი რომ იღუპება ძალიან ახალგაზრდულ ასაკში.


შემდეგ ამ გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები და სხვა ნათესავები დადგებიან მიცვალებულის კუბოსთან, დაიწყებენ ტირილს და ხელების მტვრევას და ვერ იგებენ (ან არ სურთ გაიგონ), თუ რამ მოკლა მათი საყვარელი თორნიკე, ნინო, გიორგი თუ ქეთი. რამ მოკლა და თქვენ მოკალით. გახსოვთ, უფლებას რომ არ აძლევდით, სასურველი ადამიანები მიეყვანა თავის საძინებელ ოთახში?


გერმანიაში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან გერმანია განვითარებული და თანამედროვე სახელმწიფოა. იქ ნათესავები ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არ ერევიან. შესაბამისად ბუნება თავისას აკეთებს და ამ დასავლეთევროპულ ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 20 %-ს და 17 წლის ასაკის ახალგაზრდების 69 %-ს უკვე აქვს სექსუალური გამოცდილება, ხოლო 21 წლის ასაკამდე ეს რიცხვი 89 %-მდეც კი იზრდება.



სტატისტიკა


კვლევით ასევე დადგინდა ისიც, რომ 18 წლამდე ასაკის გერმანელი გოგონების 82 %-ს აქვს სექსუალური გამოცდილება. გერმანიაში მცხოვრები 18 წლამდე ასაკის თურქი გოგონების სტატისტიკური მაჩვენებელი კი თითქმის ამის ნახევარი აღმოჩნდა და 40 % შეადგინა. ანუ ქართველებს გენდერული თანასწორობის მხრივ უკვე თურქებიც კი გვისწრებენ და ასე თუ გაგრძელდა და ეკლესიამ ისევ ძველებურად შეძლო განათლების საკითხებში ცხვირის ჩაყოფა, ავღანეთიც მალე გაგვისწრებს, თქვენ ამაზე ნუ იდარდებთ. მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის ავღანეთიც, ჩვენ კი საით მივექანებით, არავინ იცის.

0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0