x
image
Yoona
არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ
უძილობა და უხარისხო ძილი დილიდანვე თავს ცუდად და დაღლილად გვაგრძნობინებს. უფრო მეტიც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არასაკმარისი ძილი ჭარბ წონას იწვევს. ნახეთ, რა გიშლით ხელს დაძინებაში და როგორ გადაჭრათ პრობლემა.


ჰაერის არასწორი ტემპერატურა

image

რა თქმა უნდა, თბილ ოთახში ძილი უფრო კომფორტულია. სინამდვილეში, ექსპერტები ამბობენ, რომ ძილისთვის იდეალური ტემპერატურაა +15 - +23 გრადუსი. სწორედ ამიტომ, ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა დააყენეთ და უფრო თბილი გადასაფარებელი დაიფარეთ.



ფიზიკური დატვირთვა

image

ნებისმიერი ვარჯიში ნერვულ სისტემას სტიმულირებს, ამიტომ ყველაზე მარტივი ვარჯიშის შემდეგაც კი ცუდად დაიძინებთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივარჯიშოთ.


რეჟიმის არ არსებობა

image

ნორმალური დასვენებისა და ძალების აღსადგენად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ძილი სჭირდება. ექსპერტები გირჩევენ, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, დაახლოებით 22:00-დან 01:00-მდე პერიოდში დაიძინოთ.


სინათლე

image

სინათლის ნებისმიერი წყარო ღამის საათებში დასვენების საშუალებას არ გაძლევთ. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს სინათლე სხვა ოთახში ჩართული, სანათური, მომუშავე ტელევიზორი, თუ გაჯეტი. რაც უფრო ბნელია თქვენი საძინებელი, მით უფრო კარგად დაიძინებთ. თუ სინათლის წყაროს მოშორება არ შეგიძლიათ, ღამის ნიღაბი გამოიყენეთ.


ხმაური

image

ნებისმიერი ხმაური (მაგალითად, მეზობელი ოთახის ხმაური, ან გამვლელი ავტომობილის ხმა) ორგანიზმს სრულყოფილად დასვენების საშუალებას არ აძლევს. თუ ხმაურის წყაროს ვერ იშორებთ, უბრალოდ ყურის საცობები გამოიყენეთ ან თეთრი ხმაური ჩართეთ, რომელიც სხვა ხმაურს გადაფარავს. ასე ღრმად დაძინებას შეძლებთ.


ლოგინის არასწორად გამოყენება

image

ხშირად ლოგინს მხოლოდ დასაძინებლად არ ვიყენებთ. აქ ვსაუზმობთ, ან ვმუშაობთ. ფსიქოლოგების თქმით, ეს კარგად დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოგინი მხოლოდ ლოგინად დარჩეს - ავეჯის ნივთად, რომელიც მხოლოდ ძილისთვის არის განკუთვნილი!


კოფეინის მოხმარება

image

რა თქმა უნდა, ძილის წინ კოფეინს არავინ მოიხმარს. დეიტოლოგები ამბობენ, რომ კოფეინს მხოლოდ ყავა და შავი ჩაი არ შეიცავს. კოფეინი შედის შოკოლადში, კაკაოში, კოლასა და ენერგეტიკულ სასმელებში. პრობლემა საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ - უბრალოდ დღის მეორე ნახევარში კოფეინის შემცველი პროდუქტების და სასმელების მოხმარება შეზღუდეთ.


ძილის განწყობა არ გაქვთ

image

ხშირად ლოგინში ვწვებით, მაგრამ ძილის სურვილი არ გვაქვს. ამასთან, გვგონია, რომ როგორც კი ბალიშზე თავს დავდებთ, დავიძინებთ. ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. რა უნდა ქნათ? ექსპერტები გირჩევენ, თუ 20 წუთის განმავლობაში დაძინებას ვერ ახერხებთ, საწოლიდან ადექით და წიგნი წაიკითხეთ - ქაღალდის წიგნი და არა ელექტრონული. შეგიძლიათ სხვა რამ გააკეთოთ, რაც მოდუნების საშუალებას მოგცემთ.


ალკოჰოლი მოხმარება

image

გვგონია, რომ ძლიერი სასმელები სწრაფად დაძინებაში დაგვეხმარება. სინამდვილეში ალკოჰოლი ძილის სწრაფ ფაზაზე უარყოფით გავლენას ახდენს, რის გამოც დილით დაღლილობას გრძნობთ.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ სპირტიანი სასმელების მიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყვიტოთ. კიდევ უკეთესი - მათზე სრულად უარი თქვით!


ტვინის ზედმეტად გადაჭარბება

ხშირად ცუდად გვძინავს იმის გამო, რომ ტვინს პრობლემების მოშორების უფლებას არ ვაძლევთ. ამის გამო დაძინება რთულია. ყოველდღიური საქმეებიდან გადართვა და ტვინის სხვა საქმით დაკავება მნიშვნელოვანია. მაგალითად, დაძინებამდე შეგიძლიათ გაიხსენოთ ქვეყნების სახელები გარკვეული ასოებით, ან ცხვრები დათვალოთ.


რიტუალების არ არსებობა

image

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ძილის რაიმე რიტუალის არ არსებობა ცუდი ძილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ, სანთლები აანთოთ, თბილი შხაპი მიიღოთ. აი, ცხელ აბაზანაზე კი უარი თქვით, რადგან ასე სხეული „ფხიზლდება“, ძილი კი ზედაპირული იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები

image

მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე

image

ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია

image

რა უფრო სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო?

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image


0
299
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
299