x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩეჩნების თქმით ჩეჩნეთში თვლიან, რომ კრწანისის ბრძოლაში დაცემული 300 არაგველი ვაინახები იყვნენ

image ჩეჩნურ საიტზე წავაწყდი სტატიას, სადაც 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 300 არაგველი ვაინახებადაა ნახსენები.
სტატია ასე იწყებოდა: "მსოფლიოში ძალიან ბევრს სმენია 300 სპარტელზე, რომლებმაც სპარსეთის არმიას მეფე ლეონთან ერთად, ბერძნების ძირითადი ჯარის მობილიზებამდე სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბრძოლის ველზე დარჩნენ.
თუმცა ძალიან ცოტას სმენია 300 არაგველ გმირზე, რომლებმაც არანაკლები სიმამაცე გამოიჩინეს 1795 წელს საქართველოში კრწანისის ბრძოლაში, სადაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე ||-ე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებრძოლა სპარსეთის საჭურის შაჰს აღა-მაჰმად-ხანს. სპარსელების ლაშქარი 35 000-ს აჭარბებდა, ქართველთა მეფის ლაშქარი კი 5000-ი მებრძოლისაგან შესდგებოდა, მის მხარდასაჭერად იმერეთის მეფის სოლომონ ||-ის ბრძანებით კი 2000 იმერელი მებრძოლი იყო ჩამოსული.
ერეკლე მეფეს ვერ მოესწრო ჯარის შეკრება და მტერს ხელდახელ შეკრებილი ჯარით დახვდა.
პირველი შეტაკებები ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა მოღალატეებმა შაჰს ამცნეს ერეკლე მეფის ჯარის სიმწირეზე და ყაჯარმა შაჰმა უკან მიბრუნებული ჯარი თბილისისკენ შემოაბრუნა, თან სპარსელებს ზურგში სისასტიკით განთქმული თურქმანები დაუყენა და უბრძანა უკან დახეული სპარსელები არ დაენდოთ.
უკვე ასაკში შესულმა ქართველთა მეფემ ფიცხელი ბრძოლა გაუმართა მტერს, რომ არა ჯარის სიმწირე ასაკოვანი მეფის ვაჟკაცობა და მედგარი ბრძოლა გამარჯვების სასწორს აუცილებლად ქართველების მხარეს გადახრიდა, მაგრამ მტრის რიცხოვნებამ თავისი გაიტანა და მეფის დაცვას მოუწია ბრძოლის ველიდან მტრის კაფვით გამოეტაცა თავისი მეფე.
სწორედ მაშინ გამოიჩინა თავი სამასმა მთიელმა არაგვის ხეობიდან, ისინი ერეკლე მეფის დასახმარებლად იყვნენ ბრძოლის ველზე შესული. არაგველები ბრძოლისას ცენტრში იბრძოდნენ, ბრძოლის წინ თითოეულმა მათგანმა ფიცი დადო: "თუ იღბალმა გვიღალატა და ვერ დავამარცხებთ მტერს, შერცხვენილი იყოს თითოეული ჩვენგანი, რომელიც ცოცხალი დაბრუნდება სახლში. ან გავიმარჯვებთ მტერზე ან დავრჩებით ბრძოლის ველზე".
სამასივე ზუსტად ასე მოიქცა და ბრძოლის ველი ცოცხალს არცერთს არ დაუტოვებია, სამასივე მეომარი მტერს შეაკვდა სახელოვანი სიკვდილით.
ისინი ქართულ ფოლკლორშიც არიან ნახსენები და საერთოდ იშვიათია ქართველი, რომელმაც 300 არაგველის შესახებ რამე არ იცოდეს.
მაშ რა შუაშია აქ ვაინახები? საქმე შემდეგშია-1994 წელს საქართველოში გამოიცა მხატვრულ-დოკუმენტური ნარკვევი, რომლის ავტორი ცნობილი კავკასიოლოგი ხვთისო მამისიმედაშვილი იყო.
მის ნარკვევში (ვაინახები და ქართველი მთიელები) ავტორი წერს ორი ძმური ერის მეგობრობაზე-ვაინახებზე და ქართველ მთიელებზე, რომლებსაც თითქმის იდენტური გენეტიკა, საერთო შეხედულებები და ტრადიციები აქვთ.
ავტორი წერს რა ერეკლე ||-ზე და ვაინახებზე, გვამცნობს შემდეგს: "XVIII-ე საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე ||-მ, ხელახლა აღადგინა პოლიტიკური და მეგობრული კავშირი ქისტებთან. შემონახულია უამრავი დოკუმენტი საქართველოს სახელოვან მეფესა და ქისტებს შორის. ერეკლეს თხოვნით ქისტები ხშირად იღებდნენ მონაწილეობას სახელოვანი მეფის დროშის ქვეშ.
ქისტებს შორის დღესაც ძალიან პოპულარულია ლეგენდა 300 არაგველზე, რომლებიც გმირული სიკვდილით დაეცნენ ბრძოლის ველზე კრწანისის ომში.
ქისტების თქმით ისინი ვაინახები იყვნენ, ამ ლეგენდის რეალობის არგუმენტად კი მოჰყავთ შემდეგი ფაქტი-ქისტ მებრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გადასვლისას უნდა გაევლოთ არაგვის ხეობა და მათ ამის გამო შეარქვეს არაგველები.
ეს ასეა თუ არა სინამდვილეში ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა ქისტების განწყობა: მათ ჯერათ იმის, რომ არაგველები მათი წინაპრები იყვნენ და ჯერათ, რომ ისინი იბრძოდნენ სახელოვანი ქართველი მეფის მხარდამხარ მომხდურის წინააღმდეგ.
ასევე აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში სოფელ ხორბალოში ცხოვრობდნენ ქისტები. ვფიქრობთ, რომ ვაინახები იქ დაასახლა ერეკლე ||-მ მადლიერების ნიშნად მათ მიერ ქართველების მხარდამხარ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.
მოგვიანებით მეცხრამეტე საუკუნეში ქისტები პანკისის ხეობაში გადასახლდნენ.
სამასი არაგველი-ვაინახის შესახებ ლეგენდა თაობიდან თაობას გადაეცემა. ძნელია მათ ეკამათო სამასი არაგველის სხვა წარმომავლობაზე.".
image P.S
მე წამითაც არ მეპარება ეჭვი 300 არაგველის ქართველობაში, მაგრამ არც იმის უფლება მივეცი ჩემს თავს ქართველებისათვის არ მემცნო ჩეჩნებისეული ვერსია 300 არაგველზე.



0
2302
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2302