x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
შავი ხვრელის პირველი ფოტო

image

2019 წლის აპრილში, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის ჯგუფმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა — პირველად კაცობრიობის ისტორიაში.

უპრეცედენტო ფოტოზე ასახულია ჩვენგან 54 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა M87-ის გულში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის სილუეტი. მისი მასა 6, 5 მზის მასას უდრის.

ფოტოზე ასახულია შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ცხელი, კაშკაშა მატერია.

შავი ხვრელის აღბეჭდვას მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ. ეს კი ურთულესი საქმეა, რადგან წარმოუდგენელი გრავიტაციის გამო, შავი ხვრელი სივრცე-დროს ამრუდებს და მისგან გაქცევა არაფერს, მათ შორის სინათლესაც არ შეუძლია.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0