x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჟურნალისტი ანა წერეთელი ტელესივრცეს საავტორო გადაცემით - "ტვ პირველზე" უბრუნდება

image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ყოფილი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი და "კურიერის" ჟურნალისტი ანა წერეთელი ტელესივრცეს უბრუნდება. ამჯერად, ის საკუთარ საქმიანობას "ტვ პირველზე" განაგრძობს, როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, ჟურნალისტს, მაყურებელი სულ მალე საავტორო გადაცემაში იხილავს. შეგახსენებთ, რომ ანა წერეთელმა "რუსთავი 2", რომელშიც 15 წელი გაატარა საკუთარ მეგობრებთან ერთად დატოვა და პირადი გეგმების გამო გარკვეული პერიოდით სატელევიზიო საქმიანობას დროებით საერთოდ ჩამოშორდა: "ჩვენი გუნდის ძალიან მაგარი სიახლე და ძალიან მაგარი შენაძენი, ზუსტად ტელეკომპანიის დაბადების დღეზე. სულ მალე, , "ტვ პირველზე" საავტორო გადაცემით, უმაგრესი და ულამაზესი Anna Tsereteli .ქართული მედიის ახალი თაობის კიდევ ერთი ვარსკვლავი. წარმატებები, ანა!!! ძალიან მიხარიხარ!!"- დაწერა ინგა გრიგოლიამ ფეისბუქის პირად გვერდზე.



0
336
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
336