x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბადრი ჯობავა, ქართველი პარტიზანი, რომელიც ცალი ხელით იბრძოდა სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა

image აფხაზეთის ომმა ბევრი ოჯახი გაამწარა, ერთერთ მათგანზე მინდა საუბარი ამ ს ტატიაში. გალში ცხოვრობდა ერთი ძალზე მკვირცხლი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობის დაწყებისთანავე სწრაფად ჩადგა პატრიოტი ქართველების რიგებში. ამ სტატიაში საუბარი მექნება ლეგენდარულ ცალხელა პარტიზანზე, რომელმაც აფხაზეთის ომში დაკარგა მარჯვენა ხელი, მაგრამ ხელის დაკარგვამ მებრძოლი სული ვერ ჩაუკლა.
აფხაზეთში დამარცხებამ ვერ გაუნელა აფხაზეთის დაბრუნების სურვილი და როგორც კი დაიწყო პარტიზანული მოძრაობა შეკრიბა უახლოესი ადამიანების ჯგუფი, რომლებთან ერთადაც არაერთი რეიდი განახორციელა სეპარატისტების თუ მათ მხარეს მებრძოლი კონფედერატების წინააღმდეგ.
ბევრჯერ მინახია კომბინატის დასახლებაში მცხოვრები ცალხელა პარტიზანი, რომელსაც ბევრი საუბარი არ უყვარდა და მთელი დასახლება პატივს სცემდა არა იმის გამო, რომ მას შეეძლო ნებისმიერი "დაეშოშმინებინა" იარაღის ძალით არამედ მას პატივს სცემდნენ მისი პიროვნული ღირსებების გამო.
ვისაც კი თუნდაც ერთხელ ჰყავდა ის ბრძოლაში ნანახი გაოცებას ვერ მალავდა- "ცალი ხელით ავტომატსაც და პისტოლეტსაც ისე სწრაფად უცვლის მჭიდს თვალის შევლებას თუ მოასწრებ მხოლოდო, ხელყუმბარის დამცველ რგოლს კი კბილებით აძრობს და ისე ისვრის მოწინააღმდეგისკენო".
19** წლის 22 აპრილს, ღამის 2-ის ნახევარზე, სოფელ საბერიოში ქართველ პარტიზანთა ექვსკაციანი ჯგუფი თავს დაესხა ამ რაიონში მოქმედი აფხაზური მილიციის ქართველების მიმართ დაუნდობლობით და სისასტიკით ცნობილ უფროსს - ვაჟა ბობუას. სავარაუდოდ ქართველი პარტიზანების მარშუტი ოპერაციის დაწყებისთანავე "გაიყიდა" "ვაი" ქართველის მიერ–ბობუა წინასწარ იქნა გაფრთხილებული ბობუამ მოასწრო და დამხმარე ძალა გამოიძახა, პარტიზანებმა თავდასხმამდე გარემო დაზვერეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს და ოპერაციაც დაიწყო. ბობუას ბინაზე თავდასხმისას ცალხელა პარტიზანმა წიხლით შეამტვრია ბინის კარი და ოთახში შეიჭრა, მას როგორც ყოველთვის ჯავშანჟილეტი ეცვა და ახლაც იგივე შემართებით შეიჭრა ოთახში როგორც სხვა დროსაც ბევრჯერ გაუკეთებია, სამწუხაროდ სანამ მისი თანამებრძოლები შეიჭრებოდნენ ოთახში კედელს ამოფარებულმა სიბნელეში მდგომმა ბობუამ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, პარტიზანს ტყვიები ჯავშანჟილეტისაგან დაუცველ ადგილზე მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა, საპასუხოდ პარტიზანების მიერ გახსნილმა ცეცხლმა ბობუას ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა, მაგრამ სქელ კედელს ამოფარებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ პარტიზანებს და დაღუპულის გამოყვანის საშუალებაც კი არ მისცა. ერთერთმა პარტიზანმა "ლიმონკა" შეაგდო ოთახში და ის იყო თვითონაც უნდა შევარდნილიყო, მაგრამ ამ დროს ბობუას მიერ ადრე გამოძახებულმა დამხმარე ძალამ რუს "სამშვიდობოებთან" ერთად ზურგიდან გაუხსნა პარტიზანებს ცეცხლი.
პარტიზანებმა ცეცხლს ცეცხლით უპასუხეს და ალყის გარღვევა სროლა–სროლით შესძლეს, საკმაო ხანს გაგრძელდა მათი დევნა სეპარატისტებისა და რუსი "სამშვიდობოების" მიერ, მაგრამ 5 კაციანმა ჯგუფმა ტყეში შეასწრო და მოგვიანებით ენგური გადალახა.
ცალხელა პარტიზანი სეპარატისტებმა გალში გადაასვენეს, რომელზეც აფხაზებს ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული. მას აფხაზები მიიჩნევდნენ განსაკუთრებულად საშიშ "ბოევიკად", რომლის ამოსაცნობად მისი სურათები ყოველთვის თან დაჰქონდა სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნებს. გალშივე გადაიყვანეს აფხაზური მილიციის მძიმედ დაჭრილი უფროსი ვაჟა ბობუაც.
30 აპრილს კი გალში, ჭუბურხინჯში ტრადიციულ შეხვედრისას, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად, გაეროს წარმომადგენლები, სეპარატისტები და რუსები ესწრებოდნენ ქართულ მხარეს სეპარატისტებმა გადასცეს საბერიოში დაღუპული ქართველი პარტიზანის ნეშტი.
მთელმა ზუგდიდმა დაიტირა ცალხელა პარტიზანი ქართველი, რომლის ოჯახმა ორი ვაჟკაცი შესწირა სამშობლოს.

0
872
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
872