x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დედამ საკუთარ ვაჟს ქმრის და ქალიშვილის მკვლელობა შეუკვეთა


image

აშშ-ში 66 წლის ქალს ფლორიდას შტატიდან ბრალად ედება ქმრის მკვლელობის ორგანიზება, იმისთვის, რომ იყო სადაზღვევო თანხა მიეღო.

ქალმა ქმრის მკვლელობა საკუთარ შვილსა და მის საუკეთესო მეგობარს შეუკვეთა, რომელმაც მანამდე საკუთარი ქალიშვილი მოკლა, ამის შესახებ წერს Asbury Park Press.


1994 წლის დეკემბერში 25 წლის ანა მეჯიას სახლში განხორციელდა ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციამ აღმოაჩინა 1 კილოგრამი კოკაინი და 130 ათასი დოლარი, რომელიც მისმა ნარკომანმა საყვარელმა დამალა. ერთი კვირის შემდეგ ანა გარდაცვლილი იპოვნეს. მკვლელმა მას 23-ჯერ დაარტყა დანა და სახეზე თეთრი ფხვნილი დააყარა. პოლიციას თავდაპირველად ეგონა, რომ ეს იყო ნარკოტიკი, მაგრამ ფხვნილი ბავშვის საკვები აღმოჩნდა საკვებია.


მკვლელების მოსაძებნად, ანა მეჯიას მამინაცვალმა, 51 წლის ნიკოლას კონორმა, დაიქირავა კერძო დეტექტივი. თუმცა ექვსი თვის შემდეგ კონორი მოკლეს საკუთარ სახლში, სადაც ის მეუღლესთან, 40 წლის დოლორეს მორგანთან ერთად ცხოვრობდა.


26 წლის შემდეგ, ხოსე კარერომ, დოლორეს მორგანისა და მისი ვაჟის ტედ კონორის მეგობარმა, აღიარა, რომ ორივე მკვლელობაში მონაწილეობდა. მისი თქმით, 1990-იან წლებში ტედი იყო ნარკოვაჭარი. ამის შესახებ იცოდა დედამისმა, დოლორეს მორგანმა. ანა მეჯიას სახლის ჩხრეკის შემდეგ, მას შეეშინდა, რომ იგი პოლიციას მოუყვებოდა ამის შესახებ და ტედსა და ხოსეს სთხოვა, რომ გოგონა მოეკლათ. დოლორესი მათ ქალიშვილის მკვლელობისთვის ორი-სამი ათასი დოლარის გადახადას შეპირდა.

image

ექვსი თვის შემდეგ, დოლორესმა დაარწმუნა ტედი და ხოსე, რომ ამჯერად მის ქმარი ნიკოლას კონორსი მოეკლათ, რათა ორი კურდღელი ერთად დაეჭირა:მიეღო მისი დაზღვევა და შეფერხებულიყო გამოძიება ანა მეჯიას მკვლელობის საქმეზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დოლორესმა მიიღო 200 ათასი დოლარი, შემდეგ კი ტედთან და ხოსესთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

image

2020 წელს ჩატარებული სასამართლო პროცესის დროს, ტედის ყოფილმა საყვარელმა დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს პოლიციის გადასცა საუბრის ჩანაწერი . ”ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ორი მკვლელობა, ” - ამბობს ჩანაწერში დოლორესი. ” კიდევ ერთ მკვლელობას ვერ დავუშვებთ, არ მინდა, რომ პოლიციამ რაიმე იყნოსოს.

რამოდენიმე თვის შემდეგ, დოლორესი და ტედი ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა აქ ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ხოსე ირწმუნება, რომ მკვლელობებში მონაწილეობისთვის მას კაპიკიც არ გადაუხადეს.

დოლორეს მორგანს და ტედ კონორს უვადო პატიმრობა ემუქრებათ პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე, ხოლო კარეროს ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0
893
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0