x
image
კატაპულტი
გვიმალავენ თუ არა კორონავირუსით დაავადებულთა რეალურ რიცხვს?!
image
კორონავირუსი კვლავ აქტიურია მსოფლიოში. ქვეყნების ნაწილში პანიკაა, მოსახლეობა სურსათს და თავდაცვისათვის საჭირო ნივთებს იმარაგებს, ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება, ბევრ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია, მათ შორის საქართველოში. ამ დროისათვის ვირუსი გავრცელებულია 60 ქვეყანაში, დაინფიცირებულია 90 000-მდე ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3000-ზე მეტი. ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული ვითარებაა სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. მსოფლიოს მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ გარკვეული ქვეყნები მალავენ დაინფიცირებულთა ზუსტ რაოდენობას, რათა თავიდან აიცილონ მოსახლეობის პანიკა. ეს განსაკუთრებით ეხება ირანს, სადაც, მედია საშუალებების ვარაუდით, მთელს ქვეყანაშია ვირუსი მოდებული და გარდაცვლილთა რაოდენობაც ბევრად მაღალია. გარდა ამისა, გერმანული მედია საშუალება Zeit Online მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციებში არ აქვეყნებს რეალურ ციფრებს, კერძოდ: გერმანიაში, სადაც რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ ოფიციალურად დადასტურებულია 129 შემთხვევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს 57 ინფიცირებულს; საფრანგეთში 130-ის ნაცვლად დასახელებულია 100, ხოლო იტალიაში 1696-ის ნაცვლად - 1128.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ პანიკა ვირუსზე სწრაფად ვრცელდება, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამოა ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა მათ ოფიციალურ საიტზე შემცირებული.

რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მონაცემები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ციფრები ერთნაირია და კვირა საღამოსთვის ის სამს შეადგენს.



ასევე საინტერესოა:

მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს


ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)


ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0