x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაბალი ან მაღალი: წნევის განსაზღვრის   მარტივი გზა არტერიული წნევის გამზომი აპარატის გარეშე  


image



ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი- გულის შეტევა ან ინსულტი, მყარად ინარჩუნებენ ლიდერობას სიკვდილის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში.



image


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს 30-50 წლის განმავლობაში ვითარების შეცვლა ნაკლებ სავარაუდოა: სწორედ გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გამო მოხვდებიან ადამიანები ყველაზე ხშირად საავადმყოფოში.





მთავარი იმ სიმპტომებს შორის, რომელიც გაფრთხილებთ იმის თაობაზე, რომ დროა ყურადღება მიაქციოთ გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას, არის მაღალი წნევა.

ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, 40 წლის შემდეგ ხშირად გადავიმოწმოთ წნევის მაჩვენებელი და მივმართოთ ექიმს მაშინვე, თუ მაღალი წნევა რამდენიმე დღე გვინარჩუნდება.







რა თქმა უნდა, უმჯობესია არტერიული წნევა ვაკონტროლოთ ტონომეტრის დახმარებით. მაგრამ, თუ ხელსაწყო ხელთ არ გვაქვს, შესაძლებელია ვისარგებლოთ რამდენიმე გამოცდილი ხერხით - საშუალებით, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ წნევის მდგომარეობა.





სიმპტომები


image



მაღალი და დაბალი წნევა განსხვავებულად მოქმედებს ორგანიზმზე. მაღალი წნევისას დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:





... პულსირებადი ან შემბოჭველი ტკივილი საფეთქლების არეში;

... კიდურების კანკალი;

... სახის წითელი ფერი;

... მომატებული გულისცემა;

... მომატებული აღზნება და შფოთის შეგრძნება;

... სისხლდენა ცხვირიდან;

... განმეორებადი გულისრევის შეგრძნება და ღებინება.






დაბალი არტერიული წნევა შემდეგი სიმპტომებით შეიძლება განსაზღვროთ



... შემბოჭველი თავის ტკივილი კეფის ნაწილში;

... ძლიერი თავბრუსხვევა;

... ძლიერი სისუსტე;

... ძილი;

... სიფერმკრთალე;

... ერთჯერადი პირღებინება.




როგორ გავიზომოთ წნევა ტონომეტრის გარეშე




image



თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ხელსაწყო, შეგიძლიათ წნევა გაიზომოთ საკმაოდ მაღალი სიზუსტით პულსის გაზომვის დახმარებით.


ამისთვის, დაჯექით მოხერებულად ისე, რომ ზურგი ეყრდნობოდეს სკამს ან სავარძელს.



გაზომვისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი არტერია, რომელზეც მარტივად იგრძნობა პულსი. მაგრამ ყველაზე ხშირად ამას მაჯაზე აკეთებენ.



როგორც კი იგრძნობთ პულსს, უნდა დააწვეთ არტერიას ისე, რომ შეწყდეს პულსაცია: რაც მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მით უფრო მაღალია წნევა. თუ პულსირება ჩერდება მსუბუქი დაჭერისას, მაშინ წნევა ძალიან დაბალია.




გისურვებთ ჯანმრთელობას :-).





იხილეთ ასევე:


ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის. ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ

თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრინციპების არსებობა - წერს Stiri Actuale. სანამ იმას აკეთებთ, რისიც გჯერათ, თქვენი სინდისი სუფთაა, თქვენი გონება და სული სრულ ჰარმონიაშია. მაინც, რომელი პრინციპებია უნივერსალური ყველა ადამიანისთვის? აი ისინი: 1. გაიღვიძეთ მ...

იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, წერს Dobr rady a npady. თუმცა, სხეულის მდგომარეობაზე დაკვირვება ექიმთან დაგეგმილ ვიზიტამდეც უნდა მოხდეს. ამისთვის არსებობენ დამოუკიდებელი ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული

ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემ გაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ. ცეტლინი ამბობს, რომ უორენ ბ...

ცნობილია, რომ უსარგებლო ნივთების და ნაგვისგან სახლი უნდა გავათავისუფლდეს, მაგრამ ყველაფრის გადაყრა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება პრობლემებთან მიგიყვანოთ. ბევრი ნივთი ენერგეტიკულად არის დაკავშირებული სახლთან ან იმ ადამიანებთან, ვინც შიგ ცხოვრობს. ბევრი ნივთი გვეხმარება სახლში შევქმნათ დადებითი ენერგეტიკა, მაგრამ არა მხოლოდ ასეთე...

0
784
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0