x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ქალი "მაზდის" გასაწმენდად მივიდა: თანამშრომლებს ამისთვის 7 საათი დასჭირდათ
ავსტრალიაში ერთ-ერთი ავტოსამრეცხაოს თანამშრომლები სოციალურ ქსელში სარეკლამო მიზნით ავტომობილების ფოტოებს აქვეყნებენ, რომ ინტერნეტ მომხმარებლებმა მათი სამუშაოს ხარისხის შეფასება შეძლონ. თუმცა ერთხელ სურვილს ვერ გაუძლეს და მანქანის სურათი მანამ გამოაქვეყნეს, სანამ გარეცხავდნენ.


image

ჭუჭყი ყველგან

ასეთი ჭუჭყი სამრეცხაოს თანამშრომლებს ჯერ კიდევ არ ენახათ. ავტომობილის სალონი საშინელ მდგომარეობაში იყო. ყველგან საჭმლის ნარჩენები, კანფეტის და ჩიფსის შეფუთვები, ნამცეცები ეყარა. სავარძლებზე რაღაც წებოვანი სითხე იყო დასხმული, სავარაუდოდ, გაზიანი სასმელი.



image

ყველაზე ცუდი მდგომარეობა უკანა სავარძლებზე იყო, სადაც ჩვეულებრივ ბავშვები ისხდნენ. აქ სამრეცხაოს თანამშრომლებმა კანფეტის ჩხირები, საღეჭი რეზინის კვალი იპოვეს. თან მთელ სალონში რაღაც უცნაური სუნი ტრიალებდა.


image

თანამშრომლები ნამდვილად გაოგნებულნი იყვნენ. მათ სალონის გადაღება გაწმენდამდე გადაწყვიტეს: უბრალოდ ცდუნებას ვერ გაუძლეს, რადგან წლების მანძილზე ასეთი ჭუჭყი არ ენახათ.

უბრალოდ შეხედეთ, რა მდგომარეობაში იყო მძღოლის ადგილი.


image

გასუფთავება

7 საათიანი გარჯის შემდეგ თანამშრომლებმა ავტომობილის სალონის მოწესრიგება შეძლეს. საქმეში ყველა სახის საწმენდი საშუალება გამოიყენეს, რომლებიც ჰქონდათ.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა უკანა სავარძლები გაწმენდამდე და შეხედეთ გაწმენდის შემდეგ გადაღებულ სურათებს.


უზარმაზარი განსხვავებაა არა?

image

საზოგადოების რეაქცია

სამრეცხაოს თანამშრომლების მიერ გადაღებულმა სურათებმა ინტერნეტ მომხმარებლებზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. შესანიშნავი სამუშაოსთვის თანამშრომლები შეაქეს. ავტომობილის სალონი სისუფთავით გაბრწყინდა, რასაც სურათებიც ამტკიცებს.


image

image

ასევე ინტერნეტ მომხმარებლებმა მანქანის მფლობელი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ასეთი უწესრიგობა მოაწყო და მანქანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. „თუ სალონში ასეთი სიბინძურე აქვს, წარმოდგენაც არ მინდა, სახლში რა ხდება“ - წერს ერთი კომენტატორი. „ეს ნამდვილად ამაზრზენია, საშინელებაა, რომ ადამიანები თავიანთ ქონებას ასე ეპყრობიან“ - აღნიშნავს სხვა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

image

ეს უბრალოდ არის რაღაც ფანტაზიის ჟანრიდან. მდიდრული სასტუმრო ბორბლებზე

image

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

image

6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

image

წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო

image

0
830
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
830