x
მეტი
  • 06.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
ორგაზმის რეცეპტი ქალებისთვის
ორგაზმი


რომელი სექსუალური ორიენტაციის ქალებს უფრო ხშირად აქვთ ორგაზმი – ჰეტეროებს, ჰომოსექსუალებს თუ ბისექსუალებს? ეს იყო მთავარი შეკითხვა მკვლევარებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, მასზე პასუხის გაცემით ეპოვათ პასუხი ქალური ორგაზმის საუკეთესო რეცეპტის შესაქმნელად.


სიმართლე რომ ვთქვათ, არც ქალური და არც მამაკაცური ორგაზმის შესახებ დღეს ბევრი არაფერი ვიცით. რეალურად რაც ამჟამად ვიცით, მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა და კუნთების რიტმული მოძრაობა ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ და, მეცნიერები დღემდე იმაზეც კი კამათობენ, თუ ვის უფრო მარტივად აქვს ორგაზმი – ქალს თუ მამაკაცს.


რომელი სქესის და რომელი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს როგორი ორგაზმი აქვთ, სწორედ ამის გარკვევას ცდილობდნენ მეცნიერები კვლევის მეშვეობით, რომლის შედეგები ჟურნალში “Archives of Sexual Behavior” გამოქვეყნდა.



ჩაპმენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც დევიდ ფრედერიკის გარშემო გაერთიანდნენ, გააანალიზეს 52 ათასი მონაწილის მონაცემები. აღნიშნული მონაცემები მკვლევარებმა მოიპოვეს ანონიმური ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით. გამოკითხულთა საშუალო ასაკი ქალებისთვის 37, ხოლო მამაკაცებისთვის 45 წელს შეადგენდა და ყველა მონაწილე ურთიერთობაში იყო ვინმესთან.


პირველად მკვლევარებს იმის გარკვევა სურდათ, თუ ვის უფრო ხშირად აქვს ორგაზმი. აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების 95 % განიცდის მას სექსის დროს.


დადგინდა, რომ გენდერული უთანასწორობა ორგაზმშიც პოულობს საკუთარ გამოხატულებას და ჰეტეროსექსუალი ქალები ბევრად უფრო იშვიათად განიცდიან ორგაზმს. იმ ჰეტეროსექსუალი ქალების რიცხვი, ვინც სექსის დროს ორგაზმს სრულებით ვერ განიცდის, 35 %-ს შეადგენს.


მკვლევარებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ ნაკლებ ბისექსუალ მამაკაცს აქვს ორგაზმი სექსის დროს, ვიდრე ჰეტეროსექსუალს. თურმე, ბისექსუალი მამაკაცების მხოლოდ 88 % აღწევს ორგაზმს სექსის დროს. სამაგიეროდ, ბისექსუალი ქალები ჰეტეროსექსუალ ქალებთან შედარებით ოდნავ უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან – მათ შორის 66 %-ს აქვს ორგაზმი.


ორგაზმების სიხშირესთან ერთად მკვლევარებს აინტერესებდათ ასევე სექსუალური ქცევების მთელი რიგი მახასიათებლები. კერძოდ, მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ კონკრეტულად რა ტიპის ქცევა აინტერესებდათ მონაწილეებს – ანალური სექსი, მასტურბაცია, სექსუალური სათამაშოს გამოყენება, რომელ პოზაში მოსწონდათ სექსი, კოცნიდნენ და მიმართავდნენ თუ არა პარტნიორებს სასიყვარულო ეპითეტებით და ასე შემდეგ.


მკვლევარებს აინტერესებდათ ასევე ისიც, თუ პარტნიორებიდან რომელმა დაითანხმა მეორე პარტნიორი სექსზე, უთხრეს თუ არა ერთმანეთს, რა სურდათ საწოლში და ერთი პარტნიორი აქებდა თუ არა მეორეს, როცა ეს უკანასკნელი იმას აკეთებდა, რაც პირველს მოსწონდა.


ბოლოს მეცნიერებმა შედეგები დააჯამეს და შემდეგ დასკვნებამდე მივიდნენ: აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალი ქალებიდან ორგაზმამდე მივიდნენ ისინი, ვინც მამაკაცებმა ხელით დააკმაყოფილეს, ვისაც ორალური სექსი ჰქონდა და ვისაც საკუთარ პარტნიორი ხშირად კოცნიდა. პარტნიორთან ერთად ინტენსიური მუსიკის მოსმენას, სხვადასხვა პოზებში სექსს და პარტნიორის მხრიდან სიყვარულის ახსნას არსებითი მნიშვნელობა არ აღმოაჩნდა.


ორგაზმი


თურმე, გამოკითხვაში მონაწილე მამაკაცების 30 % შეცდომით ფიქრობდა, რომ ვაგინალური სექსი საუკეთესო გზა იყო საიმისოდ, რათა ქალს ორგაზმი განეცადა, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში მითი აღმოჩნდა.



არანაკლებ სამწუხარო და ტრაგიკული აღმოჩნდა გამოკითხვის იმ კონკრეტული ნაწილის შედეგები, რომლის მიხედვით მამაკაცების 41 % ფიქრობდა, რომ მის პარტნიორს ყოველთვის ჰქონდა ორგაზმი, რადგან ეს მხოლოდ ჰეტერო ქალების 33 %-მა დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ ქალების 8 % უბრალოდ მხოლოდ ორგაზმის სიმულირებას ახდენს, რათა პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინოს.



მეცნიერები ქალებს ურჩევენ, იმისათვის, რათა ორგაზმს მიაღწიონ, საკუთარ ფანტაზიებს სრული გასაქანი მისცენ, თუმცა რამდენად მოახერხებენ ისინი ამას თანამედროვე პატრიარქალურ და ჩაკეტილ საზოგადოებაში, სადაც ორგაზმსა და სექსზე გულახდილი საუბარი ჯერაც ტაბუა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.




0
1548
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1548
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0