x
დასწავლილი უმწეობის ფენომენი
მეოცე საუკუნიდან ფსიქოლოგები აქტიურად შეისწავლიან დასწავლილი უმწეობის ფენომენს. პირველად მისი შესწავლა დაიწყო 1960-იან წლებში, როდესაც რიჩარდ სოლომონი აკვირდებოდა ცხოველებს და შემთხვევით ახალი ფენომენი აღმოაჩინა. მათ შეამჩნიეს, რომ ცხოველები გარდაუვალ ელექტრულ შოკს არ გაურბოდნენ. უნდა ყოფილიყო რაღაც, რასაც ცხოველები დაისწავლიდნენ ელექტრული შოკის შესახებ.

დასწავლილი უმწეობის თეორია ხსნის თუ რატომ არ ცდილობს ცხოველი გარდაუვალი შოკიდან თავის არიდებას. სელიგმანმა და მისმა კოლეგებმა ძაღლების 3 ჯგუფზე ჩაატარეს ცდები ელექტრული შოკის გამოყენებით. სელიგმანმა ექსპერიმენტის შედგებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ უმწეობას იწვევდა არა ნეგატიური სტიმულის არსებობა, არამედ მის გაკონტროლების შეუძლებლობა. ამ აზრს ის ამყარებდა, რომ ძაღლები მხოლოდ მაშინ ვერ სწავლობდნენ გაქცევას როდესაც ეს შოკი გარდაუვალი იყო. იმ შემთხვევაში თუ თავიდან არიდება შეეძლოთ ეს ფენომენი არ ფიქსირდებოდა.

დასწავლილი უმწეობის ფენომენი ადამიანებშიც გვხვდება. სელიგმანის მიხედვით, ეს ფენომენი ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას არ შეუძლია ნეგატიური სიტუაციის შეცვლა. ინდივიდი ამ დროს ხდება ინერტული და ერთი ან რამდენიმე წარუმატებელი შემთხვევების განზოგადებას იწყებს, აღარ ცდილობს იპოვოს გამოსავალი და შეცვალოს ქცევა.

დასწავლილი უმწეობა შეიძლება წარმოიშვას ან პირიქით ხელი შეუწყოს დეპრესიას, შფოთვას და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. მაგალითად, დეპრესიული ეპიზოდის დროს შეიძლება ჯეროდეთ, რომ ვერაფერი დაამთავრებს მათ ტანჯვას. ამ ფიქრების გამო, ისინი სრულიად წყვეტენ გამოსავლის ძიებას.


სელიგმანის თანახმად, დასწავლილი უმწეობის ჩამოყალიბება შეიძლება ბავშვობის ადრეულ წლებშიც. ვინაიდან ბავშვები, განსაკუთრებით სწავლის პირველ ეტაპზე, ბევრ სირთულეებს აწყდებიან მნიშნველოვანია მათ თვითშეფასებაზე იზრუნონ, როგორც მშობლებმა ისე მასწავლებლებმა. ერთი წარუმატებელი შემთხვევაც შეიძლება ბავშვმა გაიგოს, როგორც უცვლელი მოცემულობა და ფარ-ხმალი მარტივად დაყაროს.

ყველაზე კარგად, სწორედ საგანამანათლებლო სფეროში ჩანს დასწავლილი უმწეობის ფენომენი. როდესაც მოსწავლეები გრძნობენ, რომ რომელიღაც საგანი ან გამოცდის კარგად დაწერა არ გამოსდით, შეიძლება დანებდნენ და აღარ ეცადნონ შედეგების გაუმჯობესებას.

ბავშვებში დასწავლილი უმწეობის ძირითადი სიმპტომებია:

დაბალი თვითშეფასება,

პასიურობა,

დაბალი მოტივაცია,

ფურსტრაცია,

არასდროს ითხოვს დახმარებას და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მკაცრი აღზრდა, ძალადობა ოჯახში და ხშირი დასჯა ქმნის წინაპირობას ბავშვებში ჩამოყალიბდეს დასწავლილი უმწეობის ფენომენი. ხშირად უმწეო მდგომარეობაში ყოფნა გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. მნიშვნელოვანია, ამ ფენომენის შესახებ ინფორმაციას ფლობდეს ყველა ადამიანი, განსაკუთრებით მშობლები და მასწავლებლები, რადგან ისინი ფლობენ იმ ბერკეტებს რითაც შესაძლებელია ხელი შევუშალოთ ბავშვებში დასწავლილი უმწეობის ჩამოყალიბებას.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0