x
image
Yoona
Mediator image
Apple-მა შეიძლება ბიუჯეტური ფლაგმანი გამოუშვას: კომპანიის გეგმები უფრო დაბალი ფასის სმარტფონებზე
Front Page Tech-ის ანალიტიკოსი და ვლოგერი ჯონ პროსერი ამბობს, რომ კომპანია ეიფლმა შეიძლება მარტის ბოლოს ახალი იაფი iPhone გამოუშვას. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, თუ კორონავირუსის გავრცელება წარმოებაზე რა გავლენას მოახდენს.


image

აიფონის ახალი მოდელი კომპანიას დაეხმარება, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები ხარისხიან პროდუქტებზე, რომელიც საშუალო სტატისტიკური ადამიანის ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს.


„წყაროებმა მითხრეს, რომ ფასები დაახლოებით ასეთი იქნება: 399 დოლარი 64 გიგაბაიტიან მოდელზე, ხოლო დაახლოებით 450 დოლარი 124 გიგაბაიტიან მოდელზე“ - ამბობს პროსერი.



ჭორების გავრცელება

image

უფრო იაფი აიფონის გამოშვების შესახებ ჭორები პირველად ოქტომბერში გავრცელდა, როცა TF Securities-ის ანალიტიკოსმა მინგ-ჩი ქიო, რომელმაც ადრე აიფონის ახალი მოდელების შესახებ ზუსტი პროგნოზები გააკეთა. მისი თქმით, კლიენტები უნდა ელოდნენ, რომ ეიფლი მალე, კერძოდ 2020 წლის პირველ კვარტალში იაფი აიფონის გამოშვებას დაიწყებს.


გასულ კვირას Apple-მა განაცხადა, რომ „iPhone-ს მსოფლიო მიწოდება დროებით შეიზღუდება“, რადგან ჩინეთში მის წარმოებაზე კორონავირუსი გავლენას ახდენს. იქედან გამომდინარე, რომ კომპანია Apple-ს არცერთი საწარმოო ობიექტი ხუბეის პროვინციაში, აფეთქების ეპიცენტრში არ მდებარეობს, საწარმო ნელ-ნელა ნორმალურ მუშაობას უბრუნდება.


უახლესი ამბები

image

სპეკულაციები თებერვლის თვეში დაიწყო, როცა ამ საკითხის მცოდნე ადამიანებმა ბლუმბერგს უთხრეს, რომ ეიფლის გულშემატკივრებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ წარმოება მარტში დაიწყება.


ახალი იაფი სმარტფონი შეიძლება უკვე აპრილში ხელმისაწვდომი იყოს, თუ ყველაფერი კარგად წავა, ამბობენ წყაროები Prosser-თან ინტერვიუში.


სოციალური ქსელის მომხმარებლებმა იაფ აიფონს SE2 უწოდეს, სხვები მას iPhone 9-ად მოიხსენიებს, რადგან კომპანიამ iPhone 8-სა და iPhone X-ს შორის მე-9 მოდელი გამოტოვა.


პროსერი ამბობს, რომ მოდელს შეიძლება iPhone ან iPhone2020 ეწოდოს.


image

ახალი მოდელი iPhone 11 დაახლოებით 700 დოლარად იყიდება, მაგრამ კლიენტები, რომელთაც ძველი მოდელების შეძენა სურთ, მათ შეძენას დაახლოებით 450 დოლარად შეძლებენ.


ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია, რომ გავიგოთ, ახალი მოდელი გამოშვებული იქნება თუ არა. ეს თუ ნამდვილად მოხდება, ბევრი ადამიანის სურვილი შეიძინოს ხარისხიანი და ახალი პროდუქტი ასრულდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები

image

ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა

image

ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით

image

რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?

image

ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა

image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
73