x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია
ბავშვები კარგი დამკვირვებლები არიან. ისინი ყოველთვის აკვირდებიან ქცევებს, რომლებიც მათ გარშემო ხდება. ყურადღებით უყურებენ უფროსებს და მათგან გამეორების ან უბრალოდ დაკვირვივების საშუალებით სწავლობენ ქცევებს. ამის ილუსტრაციას წარმოადგენს ალბერტ ბანდურას ცნობილი ექსპერიმენტი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „Bobo doll experiment“. მან თავის კოლეგებთან ერთად 3-დან 6 წლამდე ბავშვებზე ჩაატარა დაკვირვება. ექსპერიმენტულ ჯგუფის ბავშვებს აჩვენებდნენ მოდელებს, რომლებიც გამოხატავდნენ აგრესიას. ამის შემდეგ, ოთახში ტოვებდნენ თოჯინასთან ერთად და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. ბავშვების უმეტესმა ნაწილმა იგივე რეაქცია გამოავლინეს - ურტყამდნენ და აგრესიულად ექცეოდნენ თოჯინას. საკონტროლო ჯგუფის წევრ ბავშვებს მსგავსი აგრესია არ გამოუვლენიათ. ამრიგად, ამ ექსპერიმენტის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ როგორც უარყოფით, ასევე დადებით ქცევებს მოდელებზე დაკვირვების შედეგად ვსწავლობთ.

ადამიანები, რომელთაც ბავშვები აკვირდებიან, ბანდურას კოგნიტურ-სოციალური დასწავლის თეორიაში მოხსენიებულები არიან მოდელებად. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ბევრი გავლენიანი მოდელია (მშობლები, ოჯახის სხვა წევრები, ანიმაციის პერსონაჟები და ა.შ.). ბავშვები ყურადღებას აქცევენ მათთვის პატივსაცემ მოდელებს და იმეორებენ მათ ქცევებს. მოდელები ხშირად ხდებიან ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ბაშვები თავს აიგივებენ, ხედავენ მსგავსებას ან თვლიან კომპეტენტურ და მისაბაძ მაგალითად. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბანდურა არ უარყოფთდა კლასიკური და ოპერანტული განპირობების ცნებებს, მის თეორიაში მათთვისაც არის ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გაიმეოროს ქცევა. თუმცა, ამ ქცევის განმტიკცება, დასწავლა და შემდგომში გამეორება ან პირიქით აღკვეთა, რომ მოხდეს აუცილებელია დასჯისა და განმტკიცების როლის აღნიშვნვა. თუ ბავშვმა ქცევის შემდეგ მოდელისგან პოზიტიური განმამტკიცებელი მიიღო დიდია ალბათობა, რომ კიდევ გაიმეორებს.

ბანდურა სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში, ასევე აღნიშნავდა, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში სამი კომპონენტის როლს. მას შემოაქვს რეციპროკული დეტერმინიზმის ცნება, რაც გულისხმობს, რომ ქცევა, გარემო და პიროვნება მუდმივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. გარემოში იგულისხმება სხვა ადამიანები, დასჯა და წახალისება, ადგილი სადაც ცხოვრობთ და ა.შ. ქცევაში შეგვიძლია მოვისაზროთ ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედებები. პიროვნების მახასიათებლებში ბანდურა გულისხმობს - ფსიქოლოგიურ ასპექტებს მაგ. მეხსიერება, აზროვნება, შემეცნების უნარი და ა.შ.

ქცევის განხორცილებეაზე სამივე ფაქტორის როლი თანაბარია. ქცევაზე გავლენას რომელი ფაქტორი მოახდენს დამოკიდებულია სიტუაციაზე, რომელიც უფრო ძლიერია კონკრეტულ სიტუაციაში მისი გავლენა იქნება გადამწყვეტი. ბანდურას მიერ შემოთავაზებული ცნების რეციპროკული დეტერმნიზმის კლასიკური მაგალითია მამა-შვილის ურთიერთობა, რომლის განხილვაც დაგვეხმარება მისი არსის უკეთესად გაგებაში. შვილი ტირილით სთხოვს მამას ნაყინის ყიდვას. მამის მხრიდან თუ განვხილავთ, შვილი გამოდის მისთვის გარემო. თუ მამა ფიქრის გარეშე უყიდის ბავშვს ნაყინს, მაშინ ისინი მოახდენენ ერთმანეთის ქცევაზე გავლენას, მაგრამ მას პიროვნული მახასიათებლების ფაქტორის გათვალისწინებთ, აქვს უნარი დაფიქრდეს და გაიაზროს, რომ ახლა თუ ბავშვს უყიდის ნაყინს ის სასურველი შედეგის მისაღებად ყოველთვის ტირილს მიმართავს. ამის გააზრების შემდეგ, მამამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურვილი არ შეუსრულს. ამ შემთხვევაში, ის ზემოქმედებს გარემოზე ანუ ბავშვზე, ასევე საკუთარ ქცევაზე (არ იყიდის ნაყინს). ბავშვის შემდეგი ქცევა, იმოქმედებს მამის დამოკიდებულებაზე და მის შემდგომ რეაქციაზე. აქედან გამომდინარე, გარემოც იმოქმედებს პიროვნების მახასიათებელზე და ქცევაზე.


ამ მაგალითზე დაყრდნობით, შეგვიძლია გავიაზროთ რა მნიშვნელობა აქვს სამივე ფაქტორს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეგვიძლია პოზიტიურად გამოვიყენოთ ის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქცევა, პიროვნების მახასიათებლები და გარემოს თვისებები მუდმივ ინტერაქციაშია ერთმანეთთან. ისინი ყოველთვის ახდნენ ერთმანათზე ზეგავლენას და ასე ქმნიან ქცევის საფუძველს.


0
49
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0