x
ღირებულებების როლი ორგანიზაციაში
ღირებულებები არის რწმენებისა და შეხედულებების ის ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მთელი ცხვორების განმავლობაში. ის იქმნება სწავლის, გამოცდილების და კონკრეტულ სოციალურ გარემოში ცხოვრების შედეგად. შესაბამისად, მათ ჩამოყალიბებაზე გავლენას მხოლოდ ჩვენ არ ვახდენთ. მნიშვნელოვანი წვლილის მქონენი არიან, როგორც მეგობრები ისე ოჯახის წევრები და ყველა ის ჯგუფი, რომელთანაც ადამიანს აქვს შეხება. ლიტერატურაში, ღირებულებების განსხვავებულ დეფინიიციებს ვხვდებით. სხვადასხვა ავტორი განხვავებული კუთხით განიხილავს ამ ცნებას და მათი როლიც განსხვავებულია კონტექსტის, სფეროს შესაბამისად.

შრომითი ღირებულების რამდენიმე კლასიფიკაციას ვხვდებით. მაგ, როკიჩმა ისინი დაყო ორ კატეგორიად - ტერმინალურ და ინსტრუმენტულ ღირებულებებად. ეს ორი კლასი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონეა, თუმცა ურთიერთშემავსბელია. პირველი აღწერს იმას თუ რა მიზნების მიღწევა სურთ ადამიანებს. ხოლო, ინსტრუმენტული ღირებულებები გვანახებს იმ გზებს, რითაც უნდა მიიღწეს დასახული მიზნები.

არსებობს სხვა თეორიებიც, მაგ. შვარცის, რომელიც სამუშაოს სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებულ 10 ბაზისურ ღირებულებას გამოყოფდა. მის მიერ შემოთავაზებულ ჩამონათვალში თითეული ღირებულება ურთიერთკავშირშია, ზოგიერთი შეიძლება თავსებადი იყოს ზოგი - ურთიერთსაწინააღმდეგო. მაგალითად, სიკეთე კონფლიქტში მოდის ძალაუფლებასთან, ხოლო ჰედონიზმი – კონფორმულობასთან.

ადამიანების მსგავსად ორგანიზაციებსაც აქვთ ღირებულებები. იმ განსხვავებით, რომ აქ ერთი ადამიანის ნაცვლად ორგანიზაციის ყველა წევრი უნდა იზიარებდეს არსებულს. შეთანხმებულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაწესებულებისთვის და თითეული ინდვიდისთვის, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები და აღწევდნენ დასახულ მიზნებს. შესაბამისად, მნიშნველოვანია ყოველ ინდივიდს გამოდიფერენცირებული ქონდეს საკუთარი ღირებულებები, რათა გაარკვიოს როგორი გარემო შეეფერება, სად, რომელ ორგანიზაციაში და რომელ პოზიციაზე გაუდვილდება მუშაობა.


უნდა აღინიშნოს, რომ შრომითი ღირებულებები უშუალოდ იმ სამუშაოს ეხება რომელსაც ასრულებთ. შეიძლება ამ ღირებულებების მიმდევარი მხოლოდ თქვენს ორგანიზაციაში იყოთ და მეგობრებთან ან სხვა პირად სივრცეში მის შესაბამისად არ იქცეოდეთ.

შრომით ღირებულებებს ძირითადად ყოფენ შინაგან და გარეგან ღირებულებებად. შინაგანი ღირებულებები უკავშირდება თვითონ სამუშაოს ბუნებას. თანამშრომელი რომელიც მაღალი შინაგანი ღირებულებით გამოირჩევა მეტად იქნება ორიენტრიებული საქმის სრულყოფილად შესრულებაზე, კარიერულ წინსვლაზე, პასუხისმგებლობის ზრდაზე და ა.შ. გარეგანი ღირებულებების დროს ადამიანები კონცენტრირებულები არიან უფრო მატერიალურ მოგებაზე და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სამუშაოს პირობებს და პიროვნულ ზრდას. არ შეიძლება, გავიგოთ ისე რომ ადამიანებს მხოლოდ შინაგანი ან გარეგანი ღიებულებები აქვთ. ეს ორივე სახე ერთად თანაარსებობს, მაგრამ თითოეულ ინდივიდში ერთ-ერთი უფრო დომინირებს.

აუციელებელია, ვახსენოთ კონგრუენტულობის ცნება, რაც ნიშნავს თავსებადობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ინდივიდის და ორგანიზაციის ღირებულებების კონგრუენტულება. კვლევების თანახმად, თუ ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორგანიზაციაში კონფლიქტების რიცხვი იზრდება. ღირებულებების განსხვავებულობა ნიშნავს, რომ მიზნებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შესაბამისად, ბუნებრივია შედეგის მიღწევაც რთული ხდება.

ღირებულებები გავლენას ახდენენ ისეთ მნიშვნელოვან ცნებებზე, როგორიცაა შრომითი კმაყოფილება, პროდუქტულობა და კეთილდღეობის განცდა. თუ თქვენი მაღალი გარეგანი ღირებულება გაქვთ, თქვენთვის შესაბამისი იქნება ისეთი სამსახური სადაც მაგ, მაღალი ანაზღაურება გექნებათ. შინაგანი ღირებულება თუ არის თქვენთვის დომინანტური, კონგრუენტული იქნება ისეთი სამუშაო გარემო, სადაც კომპეტენციებს მაქსიმალურად გამოიყენებთ, გექნებათ ზრდის და განვითარების საშუალება.




0
15
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0