x
image
_K_
14 ახალი მინი-სერიალი, რომელსაც შაბათ-კვირას უნდა ჩაუსხდეთ
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ უახლეს მინი-სერიალებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მათში ვერ იპოვით გრძელ მონოლოგებს, მოსაწყენ ეპიზოდებს ან უღიმღამო სცენებს. ისინი სწორედ ისეთია, როგორიც თანამედროვე საზოგადოებას მოსწონს - ემოციური, დინამიური და ახალი. ჟანრების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის საინტერესო სერიალი აირჩიოთ და შაბათ-კვირას ჩაუსხდეთ. მაშ ასე, ისიამოვნეთ!






Maniac - მანიაკი

ოუვენს ბავშვობიდან აწუხებს შიზოფრენია და იტანჯება, რადგან საკუთარი თავის მიღება უჭირს. ანის დასრულებული პირადი ურთიერთობის გამო სტკივა გული და ამასთან გამკლავებას აბების მეშვეობით ცდილობს. ისინი ერთმანეთს ხვდებიან ახალი წამლის პრეზენტაციაზე, რამაც შეიძლება მათი ფსიქოლოგიური პრობლემები სამუდამოდ გააქროს. ერთი შეხედვით, ეს წამალი პერსონაჟებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად დიდებული შანსია, თუმცა, მეცნიერებს გვერდითი ეფექტების შესახებ არაფერი უთქვამთ.

  • IMDb რეიტინგი — 7.8
image






Wayne - ვეინი

ვეინი დედამ წლების წინ უარჰყო, მამა კი, ვინც ზრდიდა, გარდაიცვალა. საყვარელი ადამიანის დაკარგვიდან რამეზე რომ გადაიტანოს ყურადღება, თინეიჯერი მეგობართან ერთად ვინტაჟური მანქანის მოსაძებნად მიდის, რომელიც მამის ერთადერთი დანატოვარია. ეს გაქცევა წარსულიდან წყვილისთვის ადრენალინით სავსე თავგადასავლად გადაიქცევა, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მათ დასაკარგავი არაფერი აქვთ.

  • IMDb რეიტინგი — 8.4

image






Il Miracolo - სასწაული

პოლიცია მაფიის ბოსის სახლში ღვთისმშობლის სკულპტურას პოულობს, რომელიც სისხლის ცრემლებით ტირის. ეს ფენომენი მთავრობისა და მეცნიერების ყურადღებას იპყრობს, თუმცა, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად სკულპტურის ნახვა მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ნებადართული. მღვდელი, რომელმაც რწმენა დაკარგა, ექიმი და პრემიერ მინისტრი ფენომენის ახსნას თავისებური გზებით ცდილობენ.

  • IMDb რეიტინგი — 7.6
image






Watchmen - დარაჯები

დარაჯების ალტერნატიული სამყარო ჩვენსას ძალიან ჰგავს. იქ არიან სუპერგმირები, რომლებიც სამართლის აღსრულებას ნიღბის ტარებით ცდილობენ და პოლიციელები საკუთარ თავებსაც კი ვერ იცავენ. თუმცა, როცა რასობრივი მკვლელობის ახალი ტალღა იწყება, დარაჯებმა საკუთარი სახე უნდა დამალონ და გაიგონ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

  • IMDb რეიტინგი — 8.1
image






Homecoming - სახლში დაბრუნება

იყო დრო, როცა ჰეიდი ბერგმანი Homecoming Transitional Support Center-ში ფსიქოლოგად მუშაობდა. ის ჯარისკაცებს პოსტტრავმულ სტრესთან გამკლავებაში და ნორმალური ცხოვრების დაწყებაში ეხმარებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო და ჰეიდის ბევრი არაფერი ახსოვს. არც ის იცის, რატომ დატოვა წინა სამსახური და მიმტანობა გადაწყვიტა. თავდაცვის მინისტრი დაინტერესებულია ფსიქოლოგის წარსულით და სწორედ ის ეხმარება ქალს, დაბრუნდეს წარსულში და გაიხსენოს, რა გადახდა თავს.

  • IMDb რეიტინგი — 7.5
image






Sons of Liberty - თავისუფლების შვილები

სანამ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა, ამერიკა დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრიტანეთის კოლონია. კოლონიზატორებმა აღმაშფოთებელი გადასახადებით, დისკრიმინაციით და სასტიკი პოლიტიკით ადგილობრივები გააუბედურეს. ამ დროს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს თავისუფლების შვილებს უწოდებს, რეჟიმის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

  • IMDb რეიტინგი — 7.5
image






Fleabag - ფლიბეგი

ფლიბეგს სახელი არ გააჩნია, მაგრამ ბევრი პრობლემა აქვს. ის ცდილობს ურთიერთობის გამოსწორებას დასთან, მამასთან და მის ახალ ცოლთან. ის მუდმივად ესაუბრება გარდაცვლილ მეგობარს, ზოგავს ფულს გადარჩენისთვის და უნდა, რომ ნორმალური შეყვარებული ჰყავდეს. თუმცა, არაფერი გამოსდის. ამიტომაც ფლიბეგი აწმყოთი ცხოვრობს და აღარაფერზე ღელავს. ამაში კი საკმაოდ კარგია.

  • IMDb რეიტინგი — 8.7
image






Undone - გაუქმება

ალმას მოსაწყენი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც გარდაცვლილ მამას ნახავს გზაზე და ავტოავარიაში მოყვება. კომიდან გამოღვიძების შემდეგ ის ხვდება, რომ მამამისი ჯერ კიდევ იქაა. ახლა უკვე ის მუდმივად იღებს მონაწილეობას ქალიშვილის ცხოვრებაში, ანახებს მას სამყაროს განსხვავებულ მხარეს და უზიარებს საიდუმლოებს. ის ასწავლის ალმას საკუთარი გრძნობების გაკონტროლებას, დროში მოგზაურობას და იმასაც სთხოვს, რომ მის სიკვდილისგან გადასარჩენად წარსულში დაბრუნდეს.


სერიალი უჩვეულოა, რადგან ის როტოსკოპინგითაა გაკეთებული, რაც ნიშნავს, რომ ყოველი კადრის გადაღების შემდეგ გამოსახულებები ხელითაა დამუშავებული.

  • IMDb რეიტინგი — 8.3
image






Kidding - ხუმრობა

ჯეფ პიკლსი ბავშვთა გასართობი ტელეგადაცემის წამყვანია, ეხმარება ავადმყოფებს და საქველმოქმედო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ის ცდილობს, სამყარო უკეთესი ადგილი გახადოს. თუმცა, მისი ცხოვრება ჩვენს თვალწინ იშლება. ჯეფი კარგავს ერთ შვილს, მეორეს მასთან საუბარი არ სურს, ცოლი კი მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ ტოვებს. ახლა დროა, მუდამ მომღიმარე კაცმა საკუთარი პირადი პრობლემები გადაჭრას და სხვებისგან ცრემლები დამალოს.

  • IMDb რეიტინგი — 8
image






After Life - სიცოცხლის შემდეგ

ცოლის გარდაცვალების შემდეგ ტონი მზადაა, მთელი სამყარო შეიძულოს, გარშემო ყველა ადამიანისა და საკუთარი თავის ჩათვლით. რამდენჯერმე სუიციდზეც კი დაფიქრდა, მაგრამ მერე ვინ მოუვლიდა მის ძაღლს? ჭკუიდან რომ არ შეიშალოს, ტონი საკუთარი ემოციების გამოხატვას იწყებს და ცდილობს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

  • IMDb რეიტინგი — 8.4
image





Miracle Workers - სასწაულმოქმედნი

სამოთხის ოფისში და მის დეპარტამენტებში ყველაფერი კარგად არ მიდის. ღმერთი დეპრესიაში ჩავარდა, სავარძელში ზის და ყველას ლოცვას აიგნორებს. შემდეგ პლანეტის განადგურებასაც კი გადაწყვეტს. 2 ანგელოზი ამ ყველაფერზე შეფიქრიანდება. ისინი გადაწყვეტენ, სამყაროს გადასარჩენად ღმერთთან სანაძლეო დადონ. ახლა მათ მხოლოდ ორი კვირა აქვთ იმისთვის, რომ ძლიერ მლოცველებად გადაიქცნენ და კაცობრიობას ღმერთის რწმენა დაუბრუნონ.

  • IMDb რეიტინგი — 6.9
image






Unbelievable - დაუჯერებელი რამ

ეს მინი-სერიალი 2008 წელს მომხდარ ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. სკოლის მოსწავლე, სახელად მერი, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ გააუპატიურეს. მისი თქმით, სახლში უცხო ადამიანი შეიჭრა და დაემუქრა, რომ მოკლავდა, თუ იხმაურებდა. პოლიციამ კრიმინალის ადგილი შეისწავლა და ყველანაირი სამედიცინო ტესტირება ჩაატარა, მაგრამ გაუპატიურების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ყველამ იფიქრა, რომ მერი იტყუებოდა. 2 დეტექტივი ამ საქმით ძალიან დაინტერესდა. მათ აღმოაჩინეს, რომ 3 წლის განმავლობაში 30 ქალზე მეტმა შეიტანა პოლიციაში მსგავსი განაცხადი, თუმცა, დამნაშავე გაუპატიურების არანაირ კვალს არ ტოვებდა.

  • IMDb რეიტინგი — 8.5
image






Alias Grace - იგივე გრეისი

გრეისს 15 წელი მიუსაჯეს მისი უფროსის მკვლელობისთვის. მას არ ახსოვს, რა მოხდა მკვლელობის დღეს, თუმცა, სიზმრად საშინელ სცენებს ხედავს, რაც დამსაქმებლის სახლში შეემთხვა. დოქტორი საიმონ ჯორდანი ცდილობს, გრეისს დაეხმაროს იმის გახსენებაში, თუ რა ხდებოდა მკვლელობამდე, მაგრამ შედეგები ორივესთვის უფრო დამაბნეველი ხდება.

  • IMDb რეიტინგი — 7.8
image






And Then There Were None - და აღარ დარჩა არავინ

8 ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი შორეულ კუნძულზე ხვდება. მათ მოსამსახურეთა წყვილი ესალმებათ, რომლებიც ეუბნებიან, რომ საკუთრების მეპატრონე დროებით წასულია. სადილის დროს ისინი მაგიდაზე 10 ჯარისკაცის ფიგურას შენიშნავენ და გაიგებენ, როგორ საუბრობენ ვიღაცები დანაშაულზე, რაც ამ 8 ადამიანმა ჩაიდინა. ისინი ნერვიულობას იწყებენ და კუნძულის დატოვება უნდათ, მაგრამ მოგვიანებით გაიგებენ, რომ მახეში გაებნენ და ვიღაცის კარგად დაგეგმილი მკვლელობის თანამონაწილეები გახდნენ.


სერიალი დაფუძნებულია აგათა კრისტის ნოველაზე Ten Little Niggers.

  • IMDb რეიტინგი — 8
image






ბონუსი: The Irishman - ირლანდიელი

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს, რომელშიც რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო მონაწილეობენ, ინტერნეტ-მომხმარებლები მინი-სერიალად უწევენ რეკომენდაციას. ერთ დღეში ყველა ვერ გაუმკლავდება 3.5 საათის განმავლობაში განგსტერების ყურებას. თუმცა, თუ ფილმს 4 ნაწილად გაყოფთ, მისი ყურება ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ და ისიამოვნებთ.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 21 ფილმი, რომელშიც მთავარი როლი სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა

image


2. მსახიობები, რომლებსაც როლის გამო გასუქება ან გახდომა მოუწიათ

image


3. თუ ფილმში ვინმე რძეს სვამს, რეჟისორები მინიშნებას გაძლევენ

image


4. 10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ

image


5. 15+ დეტალი, რომელიც საყვარელ სერიალებში ბევრ მაყურებელს გამორჩა

image

1
1218
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1218
  
2020, 13 მარტი, 20:35
რატომ უნდა უყურო სერიალებს ვერ ვხვდები
0 1 1