x
image
მაია 24
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს
image


ვერძი



  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­ტში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა გახ­დეს. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი იქვე და­ტო­ვით და შინ არ "მი­ი­ტა­ნოთ". მეტი დრო და­უთ­მეთ ოჯახს, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თქვენ მათ­თვის "მშვე­ლე­ლი" იქ­ნე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მათ­თან და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ. ამ თქვე­ნი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტით მათ­თან მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ. მარ­ტო­ხე­ლებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გე­ლით. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი. შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გებს შო­რის არის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც რო­მა­ნის გაბ­მა მო­გინ­დე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლით საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, ინ­ტერ­ნეტ ფო­რუ­მებ­ზე. მე­უღ­ლეს­თან ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს, თუ ძველ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს და­ი­ვი­წყებთ. ეცა­დეთ, ისე­თი საქ­მე გა­მო­ნა­ხოთ, რაც კი­დევ უფრო და­გა­ახ­ლო­ებთ ერ­თმა­ნეთ­თან.

ვერ­ძი მან­დი­ლოს­ნე­ბის­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მზრუნ­ვე­ლო­ბას და მხარ­და­ჭერს (მა­ტე­რი­ა­ლურ­საც) მო­ი­თხო­ვენ. ეცა­დეთ, გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ დღის გან­რი­გი, რომ ოჯა­ხის­თვის მეტი დრო დაგ­რჩეთ.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

სხვა დრო­ის­თვის გა­და­დეთ და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე ფიქ­რი. 2020 წლის მარ­ტში სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცე­ბი მი­აღ­წე­ვენ. მთა­ვა­რია, სამ­სა­ხუ­რის გრა­ფიკს შე­ეჩ­ვი­ოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სტრესს, მხო­ლოდ ერ­თგუ­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. ეცა­დეთ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­როს­თან. მო­ე­რი­დეთ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე შე­უ­სა­ბა­მოდ ჩაც­მას. სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, თუ კარ­გად შე­ას­რუ­ლებთ თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბებს.



მარ­ტის და­სა­წყი­სი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის სა­ძი­ებ­ლად. ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შეძ­ლებთ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­ზე კარ­გი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას.


ერ­თგულ და მცოდ­ნე საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს გა­ი­ჩენთ. თუ და­ი­ღა­ლეთ სხვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მუ­შა­ო­ბის­თვის, დროა, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყოთ. ყვე­ლა ფუ­ლა­დი და­ბან­დე­ბა და საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა კარ­გია თვის ბო­ლოს.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა


მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. მაგ­რამ ცუდი ამინ­დის დროს ფე­ხით ნუ ივ­ლით. რო­გორც გა­ხა­სი­ა­თებთ ხოლ­მე, ბუზს სპი­ლოდ ნუ გა­და­აქ­ცევთ, რის გა­მოც თქვე­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­ზი­ან­დე­ბა. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი თავი და ემო­ცი­ე­ბიც. მი­ი­ღეთ და­მამ­შვი­დე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, ბა­ლა­ხე­ბის ნა­ყე­ნი, თქვენ­ზე კარ­გად იმოქ­მე­დებს მუ­სი­კა­თე­რა­პია. უპი­რა­ტე­სო­ბა კლა­სი­კას ან ლი­რი­კას მი­ა­ნი­ჭეთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო და ჩა­ი­ტა­რეთ თირკმე­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. გა­და­ხე­დეთ რა­ცი­ონს და გა­მო­რი­ცხთ ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ა­ნი და ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ წყალს, ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებს. ყო­ველ­დღი­უ­რად 20 ან 30 წუთი ივარ­ჯი­შეთ.



კირჩხიბი



  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თვის და­სა­წყის­ში უამ­რა­ვი პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი გე­ლო­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­თან მი­მო­წე­რით. ერ­თმა­ნეთს შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის ფა­ნე­ბის გვერ­დზე ან სა­ერ­თო ჰო­ბის გამო და­უ­კავ­შირ­დეთ. კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ან­თან, ვი­საც ადრე კარ­გად იც­ნობ­დით და შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბო­დით კი­დეც. მე­გობ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლით მე­გო­ბარ­თან ან კარგ ნაც­ნობ­თან და ამ კავ­ში­რის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბით, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ხართ შექ­მნი­ლე­ბი და თავს წყვი­ლად გა­მო­ცხა­დებთ.

შუა თვე­ში ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბით, რო­გორც - და­სა­წყის­ში. ამი­ტომ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი სიმ­პა­თი­ის ობი­ექტთან. ეს იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­სა და წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ის პე­რი­ო­დი.


პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით იმ კირჩხი­ბებს, ვინც გა­და­წყვი­ტა, რომ ბედს და­უ­კავ­ში­რებთ კუ­როს. თქვენს წყვილს ელის მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, მხი­ა­რუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და და­გე­მოვ­ნე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ტუ­რიზ­მის, სმა-ჭა­მის ან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.


თუ მე­უღ­ლე არ ცდი­ლობს თქვენს დახ­მა­რე­ბას ან უმი­ზე­ზოდ გე­ბუ­ზღუ­ნე­ბათ, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად გა­ერ­თეთ, მას კი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოთ.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მო­ი­მა­ტებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და საქ­მე­ებ­ში ჩა­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი. გარ­შე­მო მყო­ფებს გა­აკ­ვირ­ვებთ თქვე­ნი ხში­რი გა­და­ად­გი­ლე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით. ოპო­ნენ­ტე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით. სწრა­ფად გა­ა­ბამთ ნაც­ნო­ბო­ბას სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბამ. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა.


ინ­ფორ­მა­ცი­ებს უწყვე­ტად მი­ი­ღებთ თვის ბო­ლომ­დე. შე­იძ­ლე­ბა უქ­მე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა­მაც კი სამ­სა­ხურ­ში მო­გი­წი­ოთ. ახ­ლობ­ლებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან, თქვე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არ გა­ი­ფუ­ჭოთ, აუხ­სე­ნით, რომ ახლა შრო­მა თქვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა მო­მა­ვალ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წი­ოთ.


მარ­ტში სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ ახ­ლის გა­გე­ბის, შეს­წავ­ლის. ზო­გი­ერ­თი გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას, და­ი­წყებს უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბას, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბას. სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა ელით მათ, ვი­საც არ შე­ე­შინ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. კარ­გი თვეა ლი­ტე­რა­ტულ სფე­რო­ში ძა­ლე­ბის მო­სა­სინ­ჯად. თუ უკვე იმ­დე­ნი ცოდ­ნა და­გიგ­როვ­დათ, რომ შე­გიძ­ლი­ათ სხვებს გა­უ­ნა­წი­ლოთ (თქვე­ნი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა), და­გეგ­მეთ მას­ტერ კლა­სე­ბი.


მარ­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვეა. თუ ხვდე­ბით, რომ მარ­ტოს გა­გი­ჭირ­დე­ბათ, დახ­მა­რე­ბის­თვის ერ­თგულ ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს მი­მარ­თეთ. თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ. სა­ჭი­რო თან­ხით ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

ად­რე­ნა­ლი­ნის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­გინ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თვის და­სა­წყის­ში. უმ­ჯო­ბე­სია, დრო გა­მო­ნა­ხოთ ვარ­ჯი­ში­სა და ფი­ნე­სის­თვის. ჩა­ე­წე­რეთ სპორტ დარ­ბაზ­ში.


თვის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თირკმე­ლებს. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის, შაქ­რი­სა და მა­რი­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბით მი­ღე­ბას. გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით. თბი­ლად ჩაც­მაც არ და­გა­ვი­წყდეთ. შე­ამ­ცი­რეთ ისე­თი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა გა­გი­ღი­ზი­ა­ნოთ.



ლომი



  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით გა­გა­ნე­ბივ­რებთ. მის­გან ყუ­რა­დღე­ბით მთე­ლი თვე იქ­ნე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. გუ­ლუხ­ვო­ბა გავ­რცელ­დე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც. ცოტა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ის ქალ­ბა­ტო­ნი ლო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცი კუ­რო­ე­ბის ფი­ნან­სურ კმა­ყო­ფა­ზე არი­ან. მათ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ზღუ­დონ ფულ­ში.


შეყ­ვა­რუ­ლე­ბულ ლო­მებს მე­ტად გა­უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ მო­ე­ფე­რონ და ჩა­ე­ხუ­ტონ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ეს და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რი­სას იყა­ვით გულ­წრფე­ლი, ხში­რად ესა­უბ­რეთ თქვენს ფან­ტა­ზი­ებ­ზე. თქვენს პარტნი­ორს აქვს უნა­რი, რომ თქვე­ნი ფა­რუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი აგის­რუ­ლოთ.


თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია? გაფრ­თხილ­დით, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აგიზ­გი­ზე­ბუ­ლი ვნე­ბის­გან ბევ­რს ნუ ელით. სიმ­პა­თი­ის ობი­ექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ისე­ვე სწრა­ფად გა­გიც­რუ­ოთ იმე­დი, რო­გორც გა­გი­ჩი­ნათ. შუა მარ­ტში შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის მო­სა­წყე­ნი არ იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი გა­ა­ბამს რო­მანს იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მი­მო­წე­რა ჰქონ­და. შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე მი­ი­ღოთ მი­პა­ტი­ჟე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც ადრე მე­გობ­რად მი­იჩ­ნევ­დით.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. იყა­ვით მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი. თუ სა­ინ­ტე­რე­სო და სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ჩარ­თვას, უარი არ თქვათ. მაგ­რამ ისე არ ქნათ, რომ ფუ­ლის გამო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­ი­ზა­რა­ლოთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. ზო­გი­ერ­თი ჰო­ბის შე­მო­სავ­ლი­ან ბიზ­ნე­სად აქ­ცევს. ზო­გიც ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვით. პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ გზა ია-ვარ­დით იქ­ნე­ბა მო­ფე­ნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, შრო­მა და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გი­წევთ. გაფრ­თხილ­დით, რომ კო­ლე­გას­თან ან უფ­როს­თან ფლირტმა არ გა­გი­ფუ­ჭოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. უნდა გა­მიჯ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის­გან - სამ­სა­ხუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.


თვის და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბით იმუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღეთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვათ. მო­ე­რი­დეთ აფე­რისტ ადა­მი­ან­თან საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბას. მე­ტად უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე. კარ­გი თვეა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.


თუ კერ­ძო ბიზ­ნე­სით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი დრო და­უთ­მეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. აკონ­ტრო­ლეთ ბუ­ღალ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ტუმ­როთ სა­ხელ­მწი­ფო შე­მოწ­მე­ბა.


და­ქი­რა­ვე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მეტი სი­თა­მა­მე გა­მო­ი­ჩი­ნეთ და უფ­როსს მოს­თხო­ვეთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა. უარი რომ არ მი­ი­ღოთ, მყა­რი არ­გუ­მენ­ტი უნდა გქონ­დეთ. თუ ხვდე­ბით, რომ ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით, დიდ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას მო­ე­რი­დეთ.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა
თვის და­სა­წყის­ში ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. ბევ­რი ია­რეთ ფე­ხით, და­კავ­დით სპორ­ტით, ისე­ირ­ნეთ ვე­ლო­სი­პე­დით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ხში­რად მო­უს­მი­ნეთ ში­ნა­გან ხმას. თვის ბო­ლოს მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ სუნ­თქვით პრაქ­ტი­კებს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა. ლიფ­ტით ას­ვლას კი­ბე­ზე ფე­ხით ას­ვლა ამ­ჯო­ბი­ნეთ.



მორიელი


  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო თბი­ლი გახ­დე­ბა და ნდო­ბი­თაც გა­ნიმსჭვა­ლე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც. მას­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში, შე­ა­ფა­სოთ და და­ა­ფა­სოთ ერ­თმა­ნე­თი. მარ­ტო­ხე­ლა ქალი მო­რი­ე­ლე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორს მე­გობ­რებს შო­რის ამო­ირ­ჩე­ვენ. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მარ­თაც გა­გიჩ­ნდეთ.


ზო­გი­ერ­თი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დის­ტან­ცი­ის დაც­ვას გა­და­წყვეტს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი პარტნი­ო­რი მერ­წყუ­ლი ან თევ­ზე­ბია. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოთ, რომ მე­უღ­ლე მათ ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს და მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით არი­ან ერ­თად. ზო­გი­ერთს ღა­ლა­ტის­კენ გა­უ­წევს გული. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სიმ­პა­თია ქალ­წუ­ლის ან თხის რქის მი­მართ გაქვთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას და­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს გას­ტანს ან სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, უფრო ინ­ტე­რე­სის, ჟი­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის.


შუა თვე­ში მე­ტად მო­გე­ძა­ლე­ბათ შინ ყოფ­ნის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რო­ბა გა­ა­ბათ მი­მო­წე­რით და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს მო­უყ­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

საქ­მე­ე­ბი­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით. თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შემ­დე­გი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა: "მო­ვე­დი, ვნა­ხე, და­ვი­პყა­რი". ამ მიდ­გო­მით უამ­რავ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წევთ. სამ­სა­ხურ­ში თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა უფ­როსს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა და შე­იძ­ლე­ბა და­გა­წი­ნა­უ­როთ ან ხელ­ფა­სი მო­გი­მა­ტონ, ბო­ნუ­სი ან პრე­მია მი­ი­ღოთ. ეცა­დეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მარ­ტოს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და გა­კონ­ტრო­ლე­ბა გაგ­ჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ლი­დე­რო­ბა მო­გინ­დე­ბათ, ზოგ­საც - საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.


მარ­ტში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ მე­გობ­რე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლას. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას. შე­ეხ­მი­ა­ნეთ დიდი ხნის უნა­ხავ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

მარ­ტის და­სა­წყის­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია აპა­თია, ესეც იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად გა­დაღ­ლი­ლი ხართ. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ე­წე­როთ ფიტ­ნეს­ზე, გა­ნა­ახ­ლოთ სი­ა­რუ­ლი სპორტ დარ­ბაზ­ში. შე­ამ­ცი­რეთ სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა, ალ­კოჰო­ლი აგ­რე­სი­ულს გაგხდით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ნას­ვამ­მა ტრავ­მაც კი მი­ი­ღოთ. მო­ე­რი­დეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რულს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­დაც თქვენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.


შუა თვე­ში დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, მო­გე­მა­ტე­ბათ თა­ვის ტკი­ვი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მიგ­რე­ნი ქრო­ნი­კულ­ში არ გა­და­გე­ზარ­დოთ, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, უქ­მე­ე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ბუ­ნე­ბა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ. სა­სურ­ველ შე­დეგს მო­გი­ტანთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სან­დო მე­გო­ბარ­თან (ვი­საც ასე­თად მი­იჩ­ნევთ), გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი.



მშვილდოსანი




  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარ­ტში ნუ იქ­ნე­ბით მო­რი­დე­ბუ­ლი და თა­მა­მად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც კი მო­ძებ­ნოთ, რო­მე­ლიც გა­ი­ზი­ა­რებს თქვენს ინ­ტე­რე­სებ­სა და გახ­დე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. ცვლი­ლე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის მე­უღ­ლე­ებს და­წი­ნა­უ­რე­ბა ელით.


მარ­ტის და­სა­წყის­ში თქვენ მი­მართ სიმ­პა­თი­ას გა­მო­ავ­ლენს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აი­ძუ­ლეთ, რომ მეტი დრო გა­ა­ტა­როს თქვენ გვერ­დით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მის გა­რე­შე მო­წყე­ნი­ლი იქ­ნე­ბით და ეს არ გახ­დეს უსი­ა­მოვ­ნე­ბის ან კა­მა­თის მი­ზე­ზი.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მე­ტად უნდა იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ამ­ბი­ცი­ებ­ზე. რაც უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. თუ სწო­რად გან­სა­ზღვრავთ თქვენს ძა­ლებს და გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დებთ, კონ­კუ­რენ­ტებს და­ა­მარ­ცხებთ. ხან­და­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი თა­ვად­ვე ხართ და ეცა­დეთ, კა­რი­ე­რა­ზე იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.


გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და უფ­როს­თან. გა­ა­ცა­ნოთ თქვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით 10 მარ­ტის შემ­დეგ. სა­სურ­ვე­ლია, თუ სამ­სა­ხუ­რის გარ­და სხვა სა­ერ­თო­საც გა­მო­ნა­ხავთ მათ­თან.


ზო­გი­ერთს რთუ­ლი მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ. ეჭვი არ შე­გე­პა­როთ - თუ ყვე­ლა­ფერს კარ­გად შე­ას­რუ­ლებთ, ჯილ­დოს მი­ი­ღებთ. თუ ვა­კან­ტურ ად­გილს ეძებთ, არის შან­სი, რომ სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლი მი­ი­ღოთ. ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კუ­თარ ღირ­სე­ბებს სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ა­ჩენთ. უარი არ თქვათ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა­ზე. შე­გიძ­ლი­ათ, ზო­გი­ერ­თი კე­თი­ლი საქ­მის გამო, ზო­გი­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ან­დეთ.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის და­სა­წყის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ. ამი­ტომ, წი­ნას­წარ­ვე ჩა­ე­წე­რეთ მკურ­ნალ ექიმ­თან; ჩა­ი­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. თუ ინ­ფექ­ცია, ვირუ­სი ან გა­ცი­ვე­ბა შე­მო­გი­ტევთ, მო­ე­რი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას და ეცა­დეთ, "ფეხ­ზე არ გა­და­ი­ტა­ნოთ" და­ა­ვა­დე­ბა.


შუა თვე­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ძილს. არა­მარ­ტო სიზ­მრებს, არა­მედ ძი­ლის ხა­რისხსაც. თუ კარ­გად ვერ გა­მო­ძი­ნებთ, ვერც საქ­მე­ებს შე­ას­რუ­ლებთ სა­თა­ნა­დოდ. ძი­ლის წინ და­სამ­შვი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ჟას­მი­ნის, ლა­ვან­დის ან კედ­რის ზეთი. ისი­ნი და­გიმ­შვი­დე­ბენ ნერ­ვულ სის­ტე­მას და მო­გიხ­სნი­ან და­ძა­ბუ­ლო­ბას.


თვის ბო­ლოს სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი თქვე­ნი პლას­ტი­კუ­რო­ბით გა­აკ­ვირ­ვოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ლა­თი­ნუ­რი ცეკ­ვე­ბი ან იოგა. ზო­გი­ერ­თი სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში გა­და­წყვეტს მო­ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბას.



თევზები



  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მაგ­რამ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ მარ­ტის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დეთ და­ქორ­წი­ნე­ბას და სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას (10 მარ­ტამ­დე მა­ინც). თუ სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა­ში ხართ, ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ შინ.


სა­სი­ა­მოვ­ნო თვე ელით იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვინც ბედი თხის რქებ­სა და კუ­როს და­უ­კავ­ში­რა. ერ­თად და­ი­წყებთ ბუ­დის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ზო­გი­ერთ ქალ­ბა­ტონ თევ­ზებს ბედ­ნი­ე­რე­ბა გე­ლით თქვე­ნი­ვე ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. ეს კავ­ში­რი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბით აგავ­სებთ. ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი გე­ლით, თუ ბედს ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის ნიშ­ნის მა­მა­კა­ცებს და­უ­კავ­ში­რებთ.


მა­მა­კაც თევ­ზებს მარ­ტში შან­სი მო­გე­ცე­მათ და­უ­ახ­ლოვ­დეთ იმ ადა­მი­ანს, ვის მი­მარ­თაც დიდი ხა­ნია თბი­ლი გრძნო­ბე­ბი გა­კავ­ში­რებთ. იყა­ვით მე­ტად მიზნ­მი­მარ­თუ­ლი და ნუ მო­ე­რი­დე­ბათ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ტებ­ზე და ნუ იქ­ნე­ბით თვითკრი­ტი­კუ­ლი. პი­რი­ქით, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ, რა­საც მო­ინ­დო­მებთ, მარ­ტი თქვე­ნი თვეა.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მარ­ტი კარ­გი თვეა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, ახა­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი 10 მარ­ტის შემ­დეგ და­გეგ­მეთ. თქვენ სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ და უნდა ეცა­დოთ, რომ და­იმ­სა­ხუ­როთ კო­ლე­გე­ბი­სა და უფ­რო­სის შე­ქე­ბა. თუ გთხო­ვენ, უარი არ თქვათ და მას­ტერ-კლა­სე­ბი ჩა­უ­ტა­რეთ კო­ლე­გებს, გა­მო­დით სი­ტყვით შეხ­ვედ­რა­ზე. ერთი სი­ტყვით, ამ თვე­ში ჩრდი­ლი­დან უნდა გა­მოხ­ვი­დეთ.


თვის და­სა­წყის­ში გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი. გა­ი­ჩენთ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბებს. ეცა­დეთ, ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვოთ გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. ზო­გი­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­და­წყვეტს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. თუ საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, უარი არ თქვათ. ამის მი­ზე­ზი არ გაქვთ, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ! გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ამის­თვის კი ხში­რად უნდა შეხ­ვდეთ მათ არა­ფორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.


უნდა მო­უ­ყა­როთ მო­ბი­ლი­ზე­ბა სა­კუ­თარ მიზ­ნებს, ძა­ლებს და იბ­რძო­ლოთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. დახ­მა­რე­ბის­თვის კო­ლე­გე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წუ­ხე­ბა ნუ მო­გე­რი­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა იუ­რის­ტის ან სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია დაგ­ჭირ­დეთ. თვის ბო­ლოს ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ჭო­რებს. ცოტა ხან­ში მათ არა­ვინ გა­იხ­სე­ნებს და არც თქვენ გი­ღირთ სა­ნერ­ვი­უ­ლოდ. აი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი კი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

რაც უფრო კარგ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით, მით მე­ტად იგ­რძნობთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თუმ­ცა, მა­ინც უნდა მო­ე­რი­დოთ ვირუ­სი­თა და ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­შირს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შინ ბავ­შვე­ბი გყავთ. მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში გა­და­ხე­დეთ კვე­ბის რა­ცი­ონს. მო­ე­რი­დეთ ან სრუ­ლი­ად შე­ამ­ცი­რეთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ჭამა. აგ­რეთ­ვე, შე­ამ­ცი­რეთ ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ხა­რის­ხიც სა­ი­მე­დო არაა. თუ გრძნობთ, რომ მძი­მე საკ­ვე­ბი კუჭს გი­ღი­ზი­ა­ნებთ, ცოტა ხნით უარი თქვით ხორ­ცის მი­ღე­ბა­ზე (ან შე­ამ­ცი­რეთ მა­ინც). გან­სა­კუთ­რე­ბით, ახლა, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში.


თვის ბო­ლოს მარ­ტი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ყვე­ლა წყე­ნი­სა და დარ­დის­გან, რად­გან მიხ­ვდე­ბით, რომ მათ კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. და­ი­ვი­წყეთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა, შიში, ტკი­ვი­ლი. ახლა ენერ­გი­ით უნდა აივ­სოთ და ცხოვ­რე­ბა მხრებ­ში გა­მარ­თულ­მა, თა­ვა­წე­ულ­მა გა­აგ­რძე­ლოთ. ტრანსფორ­მა­ცია სუ­ლი­ე­რიც სა­ჭი­როა და ფი­ზი­კუ­რიც. ჩა­ე­წე­რეთ იო­გა­ზე, ცი­გუნ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა იმიჯს - თა­მა­მად შე­იც­ვა­ლეთ, ჩა­ე­წე­რეთ სა­ლონ­ში, გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი.



ასევე ნახეთ:


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
6073
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
6073
  
2020, 3 მარტი, 2:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1