x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
კავშირი კვებით აშლილობებსა და დეპრესიას შორის
image

კვებითი დარღვევები ხშირ შემთხვევაში კარგი განზრახვით იწყება, როგორიცაა წონაში დაკლება ან უბრალოდ კვების კონტროლი, მაგრამ ზოგიერთ ინდივიდში ეს კარგი განზრახვები სავალალო შედეგებს გვაძლევს. არ არის ნათელი რატომ არის ზოგიერთი ადამიანი კვებითი დარღვევების რისკის ქვეშ, მაგრამ დეპრესია ხშირად ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა კვებით დარღვევებამდე მიგვიყვანოს ან პირიქით, კვებითი დარღვევების შედეგად განვითარდეს დეპრესია.
დიაბეტის, თირკმელებისა და მომნელებელი სისტემის დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პაციენტების ნახევარს, რომელთაც კვებითი დარღვევის დიაგნოზი დაესვათ, ისტორიაში ასევე ჰქონდათ დეპრესიაც.

დეპრესია ასევე დამახასიათებელია და სიტუაციას ბევრად აუარესებს ანორექსიის დიაგნოზის მქონე ადამიანებში. არანორმალურმა სიგამხდრემ, რაც დამახასიათებელია ანორექსიისთვის, შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ცვლილებები რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ხასიათზე.

კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში დეპრესია განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევა. ადამიანები რომლებსაც აქვთ კვებითი დარღვევები თავს არასაკმარისად კარგებად მიიჩნევენ. ისინი ხდებიან შეპყრობილნი პერფექციონიზმით და სწორედ ეს დამოკიდებულება მიმართავს მათ ფოკუსს საკვებზე. მაგრამ რეალურად ამის საფუძველი დეპრესია და შფოთვაა. ხშირ შემთხვევაში ამ პაციენტებს მრავალი ემოციური ტრავმა აქვთ გადატანილი.


ადამიანები განუზომელი ჭამით (binge eating), არიან ზედმეტად ჭარბწონიანები. ამან შესაძლოა ისინი მიიყვანოს ქრონიკულ დეპრესიამდე საკუთარი ჭარბის წონის და ვიზუალის გამო. ყოველი უკონტროლო ჭამის ეპიზოდის შემდეგ შესაძლოა გაუჩნდეთ საკუთარი თავის მიმართ ზიზღი, რაც აუარესებს მათ დეპრესიულ ფონს.

იმისათვის, რომ განსაზღვრონ არის თუ არა დეპრესია კვებითი აშლილობის ნაწილი, ექიმები იყენებენ კარგად გამოცდილ კითხვარს, რომელიც აგდებს დეპრესიის 6 ძირითად სიმპტომს, როგორებიცაა:

-მწუხარების განცდა

-ინტერესის დაკარგვა ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც აქამდე სიამოვნების მიმნიჭებელი იყო

-ლიბიდოს დაქვეითება

-ბრაზი

-ძილთან დაკავშირებული პრობლემები

-მადის დაკარგვა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, დეპრესიის დიაგნოზის დასმა რთული არ არის. მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მკურნალობის იმ მეთოდის პოვნა, რომელიც ეფექტური იქნება კომბინირებული დეპრესიისა და კვებითი დარღვევის დროს.

მსგავს შემთხვევებში ძირითადად გამოიყენება ორი განსხვავებული მიდგომა:

ერთ-ერთი მედიკამენტოზური ჩარევა, რაც მოიაზრებს ანტიდეპრესანტებით ან ხასიათის სტაბილიზატორებით მკურნალობას. განუზომელი ჭამის შემთხვევაში ექიმები ორ სხვადასხვა მედიკამენტს მიმართავენ - ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულანტი ტოპამაქსი. ამ პრეპარატებმა ცალ-ცალკეც და კომბინირებულადაც შეამცირა განუზომელი ჭამა, მაგრამ სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ბევრ პაციენტში ადგილი ჰქონდა რეციდივს (კვლავ აღდგენას, გამეორებას).

მეორე მიდგომა არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT). მისი მთავარი მიზანია პაციენტებში მათი დამოკიდებულების შეცვლა საჭმელთან და კვებასთან დაკავშირებით და წახალისება უფრო ჯანსაღი კვებისკენ. ერთ-ერთ CBT მეთოდს ეწოდება დისონანსური თერაპია. ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან იმ იდეით რომ უნდა იყვნენ ძალიან გამხდრები რათა მიმზიდველებად ჩაითვალონ, ახალისებენ, რომ უარყონ მოცემული სურათი და ჩაანაცვლონ უფრო ჯანსაღი და რეალისტური იდეალით. ეს მეთოდი შესამჩნევად ამცირებს ბულემიის სიმპტომებს, განსაკუთრებით განუზომელ ჭამას და ღებინებას. ეს მიდგომა ასევე კომბინირებულად იყენებს განათლებას ჯანსაღი კვების შესახებ და ცვლილებების მონიტორინგის ტექნიკებს. გარკვეული დროის შემდეგ პაციენტებს მეტი ფიზიკური აქტივობისკენაც ახალისებენ.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0