x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101490
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა გოგონა, რომელმაც პუტინის ცვილის ფიგურას პალო გაურჭო
image

საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ 26 თებერვალს გამამართლებელი განჩინება გამოიტანა ყოფილი ფემენისტის, იანა ჟდანოვას სასარგებლოდ, რომელმაც 2014 წელს პარიზის ცვილის თოჯინების მუზეუმში შეუტია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ფიგურას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვდა, რომ ეს აქტი აღიარებულიყო, როგორც "ექსგიბიციონიზმი", თავად თავად ჟდანოვა და მისი დაცვის მხარე, გოგონას ქმედებას "პოლიტიკურ ქმედებას" უწოდებდნენ.

image

”გადაწყვეტილება საბოლოოა და საფრანგეთში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ” - განაცხადა საფრანგეთის უმაღლეს სასამართლომ.


image

ამავე დროს სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იანა ჟდანოვა დამნაშავედ სცნო "ქონების დაზიანების" მუხლით. სხვათა შორის დაცვის მხარემ ეს ბრალდება არ გააპროტესტა.


RFI– სთან ინტერვიუში, ჟდანოვამ აღნიშნა, რომ მთლიანად კმაყოფილია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ამით დაასრულა ამბავი, რომელიც 5 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.


შეგახსენებთ, 2014 წლის 5 ივნისს, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში, მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაზე გადასხდომის 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე ჩავიდა.

ფემინისტი გოგონა მუზეუმში შეიჭრა და პუტინის ცვილის ფიგურას ხის პალო გაურჭო, შემდეგ კი ზედ შედგა.ასეთი სახით გამოხატა გოგონამ პროტესტი დონბასში პუტინის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.


image

image


მუზეუმმა სასამართლოს მიმართა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

5 წლის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო გაიმართა.

0
627
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0