x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ადამიანის უფლებათა ცენტრი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანმრთელობისთვის საშიში წყალია

image

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, ხელისუფლებას დროულად სთხოვს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოვლინდა სასმელი წყლის საგანგაშო დაბინძურება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ხელისუფლებას, დროულად აღმოფხვრას არსებული პრობლემები და მოსახლეობას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს დაკვეთით, ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აკრედიტებულმა საგამოცდო ლაბორატორიამ 2019 წლის ოქტომბერში შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სოფლებიდან 4 მათგანში, (პატარძეული, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა და თოხლიაური ) სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად გაცემული რეკომენდაციებისა, სოფლებში, სადაც სასმელ წყალში საგანგაშო დაბინძურება აღმოჩნდა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები არ განხორციელებულა.


"კონკრეტულ შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის მერიამ სასწრაფოდ განახორციელოს პირველადი, მოკლევადიანი ღონისძიებები. კერძოდ:

აუცილებელია, უმოკლეს ვადაში, აღნიშნულ სოფლებში არსებულ სათავე-ნაგებობებში
საქლორატორო ჯიხურების მოწყობა, რაც წყლის უვნებლობისა და შესაბამისად - ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი გააგრძელებს აღნიშნულ პრობლემაზე ადვოკატირებას,
რათა „წყლის წლად“ გამოცხადებულ საარჩევნო წელს მთავრობამ რეალურად გადადგას
ნაბიჯები სოფლებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად", - წერია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1
14
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
14
  
2020, 1 მარტი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1