x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464460
თურქეთმა სირიის საზღვართან ახლოს განალაგა საშუალო სიშორის მოქმედების საზენიტო, სარაკეტო კომპლექსები რათა დაიცვას თავისი დანაყოფები საჰაერო დაბომბვისაგან სირიაში

image სირიაში თურქული დანაყოფების, რუსეთ-სირიის სამხედრო ავიაციით დაბომბვის მერე თურქეთი მეტ ყურადღებას უთმობს თავისი დანაყოფების დაცვას საჰაერო თავდასხმისაგან.
ამჯერად თურქეთმა სირიის საზღვართან ახლოს განალაგა საშუალო სიშორის საზენიტო, სარაკეტო კომპლექსები "Hawk XXI", რომლებსაც შეუძლიათ 20 კილომეტრ სიმაღლემდე წარმატებით გაანადგურონ ობიექტი. აღნიშნული საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი მოხვდა სააგენტო "IHA"-ს კადრში, რომელმაც გამომცემლობა "Conflict News"-ის თანადამფუძნებლის კაილ გლენის ყურადღება მიიპყრო.
"გადასატან საზენიტო, სარაკეტო კომპლექსს შეუძლია საჰაერო სამიზნეზე იერიში მიიტანოს 3, 6 კილომეტრამდე, ამ კომპლექსს კი შეუძლია გაანადგუროს საჰაერო სამიზნეები 50 კმ მანძილზე და 19, 8 კმ სიმაღლეზე"-წერს ექსპერტი.
გლენის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ერთგან ჩანს ერთი გამშვები დანადგარი, მეორეზე კი ორი გამშვებია დაფიქსირებული.
საზენიტო, სარაკეტო კომპლექსები განლაგებულია სირიის საზღვართან ხატაის პროვინციაში, რომელის სირიის იდლიბის პროვინციას ესაზღვრება.
27-28 თებერვალს თურქეთმა და სირიამ მასიურად დაბომბეს ერთმანეთის პოზიციები იდლიბის პროვინციაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
თურქული დანაყოფები მოყვნენ სირიის (სხვა ვერსიით რუსული ავიაციის) სამხედრო ავიაციის მოქმედების ქვეშ და დანაკარგი განიცადეს, ცოცხალი ძალის სახით თურქეთმა 33 მებრძოლის დაკარგვა აღიარა.
საპასუხოდ თურქულმა ავიაციამ განახორციელა წერტილოვანი დარტყმები სირიის არმიის პოზიციებზე და ზოგიერთი მონაცემებით ათეულობით ტექნიკა გაანადგურა, შესაბამისად დიდია მსხვერპლი ცოცხალი ძალის სახითაც.
დღეს ისევ იბომბება სირიის საჰაერო ძალების მიერ პროთურქული სამხედრო დანაყოფები, სირიის ავიაციასთან ერთად მათ დაბომბვაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც იღებენ მონაწილეობას.




0
242
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
242