x
image
_K_
როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიისგან - 10 მნიშვნელოვანი რჩევა
imageეპიდემიის დროს ადამიანების უმეტესობა ადვილად ფრთხება და ფიქრობს, რომ ავად გახდომა გარდაუვალია. თუმცა, არსებობს ხერხები, რომელიც თავის დაცვაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, იმოქმედოთ ექსპერტების რჩევების მიხედვით და არ აყვეთ დეზინფორმაციას.






1. ავადმყოფი ოჯახის წევრები დატოვეთ სახლში.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხდებიან ადამიანები ავად ზამთრის თვეებში, ისაა რომ ცივი ამინდების გამო დახურულ სივრცეში დაავადება უფრო მარტივად და სწრაფად ვრცელდება. აჯობებს, თუ გაციების ნიშნებს შეამჩნევთ, საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ. გართულებულ შემთხვევებში კი ავადმყოფები იზოლაციაში ან კარანტინში უნდა განთავსდნენ.

image






2. მიიღეთ სამკურნალო საშუალებები სიმპტომების გამოაშკარავებამდე.

კარგი იქნება, თუ ადამიანები, რომლებიც უკვე მკურნალობენ ასთმაზე ან ალერგიებზე, ექიმს გაესაუბრონ პრე-მედიკაციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც სიმპტომების გაჩენამდე უნდა მიიღონ წამლები დაავადების პრევენციისთვის.






3. სანიტარულად დაამუშავეთ რეგულარულად გამოყენებადი ნივთები.


როგორც ავადმყოფი ადამიანები არ უნდა გავიდნენ საზოგადოებაში, ასეთივე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელები არ ეკონტაქტონ აშკარა სიმპტომების მქონე ადამიანებს. გარდა ამისა, დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ სახლში ან სამსახურში ხშირად შეხებად ნივთებს. ამ გზით ავადმყოფებთან არაპირდაპირ კონტაქტსაც აიცილებთ თავიდან.

image






4. ხორცი და კვერცხი სათანადოდ მოამზადეთ.

შეიძლება, საკვებიც შეიცავდეს მომწამლავ ბაქტერიას და ადამიანებს ის გადაედოთ მისი ჭამით, ან უბრალო შეხებით. საჭმლის უმეტესობა, განსაკუთრებით ხორცი, თევზი და კვერცხი, სათანადოდ უნდა მომზადდეს, რათა ბაქტერია მოკლათ. როგორც წესი, კერძი უნდა მოამზადოთ 75°C-ზე და ჭამისას სულ მცირე 60°C მაინც უნდა იყოს.

image






5. არ ეკონტაქტოთ გარეულ ან შინაურ ცხოველებს.

ცხოველებმა შეიძლება ისეთი მავნე მიკრობები აიკიდონ, რაც ადამიანისთვის საშიშია. ეს ცნობილია ზოონოზური დაავადების სახელით და შეიძლება ადამიანზე გადავიდეს ცხოველის შეხებით, მისი კბენით ან, უბრალოდ, მასთან ახლოს ცხოვრებით. ეპიდემიის დროს გარეული და შინაური ცხოველები განსაკუთრებით საშიშია ადამიანისთვის. მაქსიმალურად ეცადეთ, არ ეკონტაქტოთ მათ. ხოლო თუ ეს გარდაუვალია, კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ და სანიტარია ჩაიტარეთ ხელებზე, ასევე დეზინფექცია გაუკეთეთ მათ საცხოვრებელ ადგილს.

image






6. დაუყოვნებლივ გარეცხეთ პირსახოცები.

ადამიანები მიეჩვივნენ პირსახოცის რამდენჯერმე გამოყენებას, თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ პირსახოცი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ავადმყოფი ადამიანი იყენებს. აუცილებელია, ხშირად გამოცვალოთ პირსახოცი სახლში, განსაკუთრებით - სამზარეულოში და სააბაზანოში.

image






7. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.

როცა თავს კარგად არ გრძნობთ, თქვენი ორგანიზმი იმაზე მეტი სითხის გამოყენებას იწყებს, ვიდრე ჩვეულებრივ, ამიტომ შეიძლება გაუცნობიერებლად დეჰიდრიტირებული გახდეთ. მიიღეთ დღეში დაახლოებით 8 ჭიქა სითხე, როგორიცაა წყალი, ბულიონი, ხილის წვენი, რძე ან უკოფეინო ყავა. მოერიდეთ შაქრის და კოფეინის შემცველ სასმელს.

image






8. მოიმარაგეთ პროდუქტები.

თუ ეპიდემია თქვენს რეგიონში გავრცელდება, სახლის დატოვებას ვერ შეძლებთ. ამისთვის მოსამზადებლად შეიძლება კარგი აზრი იყოს დაახლოებით 2 კვირისთვის სამყოფი საკვებისა და წყლის მომარაგება. არჩევანი შეაჩერეთ არაგახრწნად საჭმელზე, მაგალითად დაკონსერვებულზე, რისი შენახვაც მარტივი იქნება. ასევე, დარწმუნდით, რომ მოიმარაგეთ ტუალეტის ქაღალდი, საწმენდი პროდუქტები, პირსახოცები, ცხოველების საჭმელი (თუ გყავთ), სანიტარიული ნივთები და წამლები.


რეკომენდაციას ვუწევთ შემდეგი საკვები პროდუქტების შეძენას: ვაშლი, ციტრუსი, ავოკადო, პომიდორი, კარტოფილი, კიტრი, გოგრა, კარგად შეფუთული ძეხვი.

image






9. საზოგადოებაში ატარეთ ხელთათმანები.

როგორც იცით, მიკრობები ხშირად ხელებით ვრცელდება. ხელთათმანი და პირბადე შეიძლება დაგეხმაროთ, თუმცა, მათი სწორად გამოყენება უნდა იცოდეთ. ხელთათმანების შესახებ უნდა გახსოვდეთ, რომ შეიძლება მიკრობები მისი გახდისას აიკიდოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელთათმანის მოხსნის შემდეგ ხელები დაიბანოთ, როგორც ექიმები აკეთებენ. ფაქტობრივად, ხელების დაბანა ხელთათმანების ტარების დროსაც კარგი აზრია. გაითვალისწინეთ, რომ იაფიანმა, ცუდი ხარისხის ხელთათმანმა შეიძლება მიკრობები ვერ შეაკავოს.

image






10. ფრთხილად იყავით პირბადეებთან.

საერთოდ, პირბადის ტარება კარგი აზრია, მაგრამ ზოგი ადამიანი მას არასწორად იყენებს. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ პირბადე უნდა ეკეთოთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ დაავადების სიმპტომები და არა ჯანმრთელებს, რომლებიც მას პრევენციისთვის იკეთებენ. პირბადე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინის მუშაკებისთვის და იმათთვის, ვინც დაავადებულებს უვლის. თუ პირბადე ფერადია, მნიშვნელოვანია, რომ ფერადი მხარე გარეთ იყოს, რათა ფილტრი სათანადოდ იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ პირბადე ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა ჩაანაცვლოთ, ხელები და სახე კი მის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ უნდა დაიბანოთ.

image





ბონუსი: თვალი ადევნეთ ახალ ამბებს.

არაერთი ინფორმაცია შეგხვდებათ ეპიდემიის შესახებ, თუმცა, შეიძლება ზოგი მათგანი არასწორი, კონტექსტიდან ამოღებული ან პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. ინფორმაცია უნდა მიიღოთ სანდო წყაროდან. სანამ დაიჯერებთ, იმაშიც დარწმუნდით, რომ ამა თუ იმ შემთხვევის შესახებ ერთზე მეტ წყაროში წერია.

image

გისურვებთ ჯანმრთელობას!


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი

image


2. პირველადი დახმარების ხერხები, რამაც შეიძლება ერთ დღეს სიცოცხლე შეგინარჩუნოთ

image


3. რა უნდა მიირთვათ ორსულობისას, რათა ჯანმრთელი შვილი გეყოლოთ

image

4. როგორ გადავურჩეთ ქარიშხალს - გაითვალისწინეთ!

image

5. როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

image


0
1035
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0