x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ამბოხებულებმა სირიაში 16 ადამიანი მოკლეს

imageშეიარაღებულმა ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკექტროსადგურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც ქალაქ ჰომსიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, როგორც Agence France-Presse იტყობინება 7 აგვისტოს. სააგენტო თავის მხრივ სირიელი სამართალდამცავებისაგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.


ყველა დაღუპული სირიელია, მათ შორის ექვსი ქრისტიანი, ექვსი მუსლიმანი ალავიტი და ოთხი სუნიტი. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა საცხოვრებელი კომპლექსის დირექტორიც.


სამართალდამცველებმა დააზუსტეს, რომ კომპლექსში ასევე ცხოვრობენ უცხოელი მოქალაქეები თავისი ოჯახებით, ძირითადად ირანელები და იაპონელები. სოფელი სადაც განლაგებულია კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია ძირითადად სუნიტებითაა დასახლებული.


სამართალდამცავთა შეფასებებით 2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში დაიწყო ანტისახელისუფლებო გამოსვლები, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ქვეყანაში დაიღუპა 21 ათასზე მეტი ადამიანი.

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0