x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ლამაზები, წარმატებულები და გასათხოვრები - სამყაროს ყველაზე სასურველი სარძლოები
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ და მდიდარ ქალბატონებს, რომლებიც სამყაროში ყველაზე სასურველი სარძლოები არიან.





1. ამანდა ჰერსტი. 33 წლის.image



მედიაჰოლდინგი Hearst Corporation-ის დამფუძნებლის, უილიამ ჰერსტის შვილთაშვილი. მას დიდი ბაბუისგან მემკვიდრეობით 9 მლნ ერგო, თუმცა, გარდა ამისა, მას საკუთარი ბიზნესიც აქვს, მუშაობს ჟურნალში Marie Claire.






2. დელფინა არნო. 42 წლის. image



ცნობილი მულტიმილიონერის, ბერნარ არნოს ქალიშვილი. ბერნარი მფლობელია ჰოლდინგი Louis Vuitton Moët Hennessy-ს. მიუხედავად ფულიანი მამიკოსი, გოგონა ახალგაზრდობიდანვე შრომობს. ის მუშაობდა მოდის სახლებთან - Christian Dior და Loewe, ამჟამად კი Louis Vuitton-ის გენდირექტორის მოადგილეა.





3. ბელა და ჯიჯი ჰადიდები. 20 და 22 წლის დები. image




არქიტექტორ მოჰამედ ჰადიდისა და მოდელი იოლანდას ქალიშვილები. მემგონი დებს წარდგენა არ სჭირდებათ და მას მსოფლიო კარგად იცნობს. ისინი ხომ ცნობილი ბრენდების და რეკლამების მოდელები არიან.





4. შარლოტა კაზირაგი. 30 წლის.image



ბიზნესმენი სტეფანო კაზირაგისა და მონაკოს პრინცესა კაროლინას ქალიშვილი, მონაკოს ცნობილი პრონცესას და მსახიობის- გრეის კელის შვილიშვილი. ის დამოუკიდებლად მუშაობს, ჟურნალისტია და აკეთებს რეპორტაჟებს ყველაზე პრესტიჟული გაზეთისთვის The Independent.






5. ნიკოლა პელტცი. 22 წლის. image



კორპორაცია PepsiCo და Mondelez-ის მფლობელის, ნელსონ პელტცის ქალიშვილი. ის არ ინტერესდება ბიზნესით, თავისი თავი უფრო ხელოვნების კუთხით იპოვა და მიიღო მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა ფილმები "ტრანსფორმერები" და "ბეითსის მოტელი".






0
226
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0