x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცით რა მოხდება, თუ კბილის პასტას ფრჩხილებზე წავისვამთ? სცადეთ!
რას არ აკეთებენ ქალბატონები იმისათვის, რომ ფრჩხილების სისუფთავე და სილამაზე შეინარჩუნონ - მანიკური, ლოსიონები, ლაქები, კრემები, პერსონალური მკურნალობაც კი და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს უნაკლოდ გამოიყურებოდეს მათი თითები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებსა და დროსთანაა დაკავშირებული და ბევრი თქვენგანი ამ ორი ფაქტორიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, ვერ მიმართავს გარკვეულ პროცედურებს. თუმცა, არც გაყვითლებული ფრჩხილებია სასიამოვნო დასანახი.




image



ფრჩხილების სიყვითლის მიზეზი, ძირითადად ეს ფაქტორებია: ცხოვრების არასწორი წესი, თამბაქოს მოხმარება, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. თუმცა, ნუ დაღონდებით, კოსმეტოლოგის გარეშეც შეგიძლიათ მასთან გამკლავების ძალზედ მარტივი გზები გამონახოთ და დღევანდელ სტატიაში, სწორედ მათ განვიხილავთ.



1. იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები იყოს თეთრი, სუფთა და მყარი, გამოიყენეთ კბილის პასტა. დაიტანეთ ფრჩხილებზე კბილის პასტა და კბილის ჯაგრისის მეშვეობით, რამდენიმე წუთის მანძილზე იზილეთ ის, რათა მასში შემავალი პეროქსიდები ფრჩხილმა შეიწოვოს. (პეროქსიდებს, ძირითადად კბილის მათეთრებელი ეფექტის მქონე პასტები შეიცავს). გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ შედეგს არ ნახავთ. image








2. შეგიძლიათ ასევე სხვა ხალხურ მეთოდებს მიმართოთ. მაგალითად, იმისათვის, რომ ჯანმრთელი და თეთრი ფრჩხილები გქონდეთ, გამოიყენეთ ლიმონი. ლიმნის წვენი (120 მლ) შეურიეთ 500 მლ წყალსა და 60 მლ თხედავ საპონს, მიღებულ ხსნარში ჩაყავით ხელები რამდენიმე წუთით. ლიმნის მჟავა ხელს უწყობს ფრჩხილების სიყვითლის მოშორებას, საპონი კი რეცხს ჭუჭყს. შედეგი გარდაუვალია. image






3. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვინის თეთრი ძმარი. პროპორციით 20 მლ ძმარი 1 ლიტრ წყალთან. ხსნარში ჩაყავით ხელები და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. image






იხილეთ აგრეთვე:



პროდუქტები, რომლებიც ვნებს და ამსხვრევს ფრჩხილებს - აუცილებლად გაითვალისწინეთ!image







პროდუქტები, რომლებიც ვნებს სახის კანს - აუცილებლად გაითვალისწინეთ!image










4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!image











როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავადimage










ეს სასმელი, რომელსაც ყოველ დღე მიირთმევთ, ანადგურებს თქვენს ძვლებსimage



0
273
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0