x
image
_K_
Mediator image
მეცნიერებმა დაასახელეს მუსიკები, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ
imageცნობილია რამდენიმე ხერხი, რაც დაძინებაში გეხმარებათ, როგორიცაა მედიკამენტები, მედიტაცია, სპეციალური ვარჯიშები და საკუთარი თავისთვის მასაჟის გაკეთებაც კი. თუმცა, ადამიანების 62% ამ მიზნისთვის მუსიკას ირჩევს. არსებობს მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ უნდა მიბაძოთ მათ თქვენც. თუმცა, რა თქმა უნდა, დაძინებაში ყველანაირი მუსიკა ვერ დაგეხმარებათ, ის სწორად უნდა შეარჩიოთ.






მუსიკა გეხმარებათ, ნებისმიერ ასაკში უკეთ დაიძინოთ.

კვლევებით შეისწავლეს სხვადასხვა ასაკის ადამიანზე მუსიკის გავლენა დაძინებამდე. როგორც აღმოჩნდა, მას დადებითი ეფექტი აქვს ბავშვებზე, ზრდასრულებზე და მოხუცებზეც კი.

image






როგორ ხდება ეს?

მუსიკა გვეხმარება დასვენებაში და ამცირებს სტრესის დონეს. ერთ-ერთ კვლევაში გამოიყენეს დამამშვიდებელი მუსიკა წუთში 60-80 ბიძგით. როგორც აღმოჩნდა, მისი მოსმენის შემდეგ ადამიანის გულისცემა დარეგულირდა და სუნთქვაც დამშვიდდა.


image






არსებობს ერთი განსაკუთრებული ხერხი.

Marconi Union-ის ხმის თერაპევტებმა ადამიანის დასამშვიდებლად სპეციალური მუსიკა შექმნეს. “Weightless”-ის ბიძგი წუთში 60-ია და 50-ით მთავრდება. ამბობენ, რომ ეს მუსიკა მასაჟზე მეტად ამშვიდებს.

image






რომელი მუსიკა უნდა აირჩიოთ?

მეცნიერებმა დატესტეს “Weightless” და სხვა დამამშვიდებელი მუსიკები. საბოლოოდ, მათი რეკომენდაციით გთავაზობთ 10 მუსიკას, რომელიც სტრესს ყველაზე მეტად ამცირებს.

  • Marconi Union — Weightless
  • Airstream — Electra
  • DJ Shah — Mellomaniac (Chill Out Mix)
  • Enya — Watermark
  • Coldplay — Strawberry Swing
  • Barcelona — Please Don’t Go
  • All Saints — Pure Shores
  • Adele — Someone Like You
  • Mozart — Canzonetta Sull’aria
  • Café Del Mar — We Can Fly
image

რა თქმა უნდა, ძილისპირული მუსიკების სიის გაზრდა შეგიძლიათ. დაამატეთ ისინი, რაც დამამშვიდებლად და სტრესის მომხსნელად მიგაჩნიათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ წესი რითმის შესახებ, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო

image


2. ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

image


3. 11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

image


4. 12 რამ, რაც დილის მაგივრად საღამოს უნდა გააკეთოთ

image


5. როგორ დავაძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12 სასარგებლო ხერხი

image

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0