x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100878
  • ვიდეო:345593
  • სურათი:463557
მეცნიერებმა დედამიწის სიახლოვეს მეორე მთვარე აღმოაჩინეს
მთვარე


ასტრონომებმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი აღმოჩენა გააკეთეს: მათ დედამიწის სიახლოვეს ახალი ციური სხეული იპოვეს.


მიკროსკოპულმა ასტეროიდმა უკვე მიიღო სახელწოდება 2020 CD3 და ის ტუსონში, არიზონას შტატში, 15 თებერვალს იქნა აღმოჩენილი.


ობიექტის დიამეტრი დაახლ. 3, 5 მეტრს შეადგენს და ვარაუდობენ, რომ ის დედამიწის თანამგზავრად იქცა 3 წლის წინ.



ასტრონომების თქმით, ეს აღმოჩენა “დიდი საქმეა”, რადგან ერთი მილიონი დარეგისტრირებული ასტეროიდიდან დედამიწის თანამგზავრად მხოლოდ ორი იქცა – 2006 წელს აღმოჩენილი RH120 და ახლად აღმოჩენილი 2020 CD3, მას შემდეგ, რაც ეს ორივე ობიექტი დედამიწის მიზიდულობის ძალით იქნა “დაჭერილი”.


მთვარე


დამატებითი ინფორმაციები დედამიწის ახალი თანამგზავრის შესახებ მეცნიერებს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე ექნებათ ხელთ.


პროექტი Catalina Sky Survey, რისი მეშვეობითაც დედამიწის მინი-მთვარე აღმოაჩინეს, მთლიანად ამერიკის კოსმოსური სააგენტოს – NASA-ს მიერ ფინანსდება და მისი მიზანი დედამიწის ახლოს მქროლავი ობიექტების აღმოჩენა და შემდგომში მათზე დაკვირვებაა. მეცნიერებს განსაკუთრებით ის ობიექტები აინტერესებთ, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი პლანეტისთვის.




0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0