x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
"პატარა გოგოს მამიკო უყვარს" - შოთა ნიშნიანიძის ლექსი, რომელიც სულს გაგითბობთ!
შოთა ნიშნიანიძე ბევრი ქართველის საყვარელი პოეტია, იგი ქმნიდა სიყვარულითა და სიხარულით სავსე ლექსებს ბავშვებისათვის, წერდა სამშობლოზე, სიცოცხლესა და სიყვარულზე.

მისი ცნობილი ლექსებია: "თევდორე", "ხარი", "ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან", "სამი ანგელოზი", "ორშაბათს გოგონა გავიცანი".

ამჯერად წარმოგიდგენთ მის ერთ-ერთ ძალიან თბილ ლექსს პატარა გოგონაზე, რომელსაც მამიკო უყავრს.


image



***

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.

მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.

დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!

- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ..


შოთა ნიშნიანიძე

1
732
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
732
  
2020, 29 თებერვალი, 11:05
როგორ ყველაფერი გაქრა, სადღაა ასეთი სითბო... გასასტიკდა ხალხი
0 1 1