x
image
ჯუზეპე
ქართველი სპორტსმენების წარმატებული დღე

image

დღევანდელი დღე წარმატებული იყო საქართველოს სპორტის სამყაროსათვის.ქართველები წარმატებით გამოვიდნენ ოლიმპიადაზე.ჯერ ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა მანუჩარ ცხადაიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რითაც მან შესძლო და შეავსო საქართველოს მედლების კომპლექტი.ასევე წარმატებით იასპარეზა შტანგისტმა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზა და დამაჯერებლად გაუმკლავდა სირთულეებს, მან თითო ცდაში აწია:192, 198, 201 და 235 კილოგრამის სიმძიმის შტანგები და დაიკავა მეხუთე საპრიზო კატეგორია.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან ამ ოლიმპიადაზე მოხსნა ორი პირადი რეკორდი და ახალი რეკორდი დაამყარა.მისი ერთი გაფუჭებული ცდა რომ არა 235 კილოგრამში შესაძლო იყო იგი გვეხილა მესამე ადგილზეც კი...მაგრამ მას ჰყავდა საკმაოდ ძლიერი მეტოქეები და სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მან შეძლო და დაიკავა მეხუთე ადგილი.

სამწუხაროდ წარუმატებელი იყო მაიკო გოგოლაძის გამოსვლა სიგრძეზე ხტომაში, სადაც მან სამი ცდიდან სამივე წარუმატებლად გამოიყენა...

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი კი, არაოლიმპიური არის ის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში ბელორუსიასთან მოიგო წარმატებით 99-76.გილოცავთ ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს და იმედია შემდგომ მატჩსაც ასე დამაჯერებლად მოიგებენ ესტონეთთან!

5
257
8-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
257
  
2012, 8 აგვისტო, 14:53
:) გაიხარე
2012, 8 აგვისტო, 11:36
+1 კარგია გაიხარე
2012, 7 აგვისტო, 23:51
შენ ხარ ინტერმედიას სპორტული მიმომხილველი ;)
2012, 7 აგვისტო, 23:45
+1
2012, 7 აგვისტო, 23:42
წარმატებები.
++
0 1 5