x
აუქციონი
auqcioni

ხშირად ხელოვნების ნიმუშებს ბუნებაში ის უნიკალური დატვირთვა აქვთ, რომ ისინი უფრო მეტად ესთეტიკის თვალსაზრისით გამოირჩევიან ხოლმე, თუმცა მათ ირგვლივ უამრავი სხვა უნიკალური და ლეგენდარული ფაქტი იკვეთება ასევე, თუნდაც ოსკარის ისტორიიდან და ვინ იცის ახლა, რომ მსგავსი შემთხვევა ამ ტილოს შემდეგაც განმეორდეს და ბრინჯის ოდენა ( ვიცი, რომ მოგვია თუ მდოგვი) რწმენის შედეგად ვირუსმაც შეწყვიტოს სიცოცხლის ხელჰყოფა და ძაფზე დაკიდული სიცოცხლე მხატვრულ ღირებულებად ისევ აქციოს.

“ Sisauri Art"_ ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარედაც პოპულარული და ღირებული ხელოვნების შემოქმედება არის, რომლის ავტორიც კალიგრაფიის სფეროში წარმატებით ახორციელებს ფრთაშესხმული ქართული ანბანის იმ მაღალ მხატვრულ ღირებულებაზე დაყვანას, სადაც თითოეული ასობგერა მრავალფეროვნად მოხატულ მოჩუქურთმებულ ჰანგს გამოხატავს, რომლის ხელოვანიც თავად კალიგრაფი გიორგი სისაური გახლავთ, მაგრამ ახლა მის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, რადგან პრესაში ამ ვირტუოზ ადამიანზე ბევრი დაიწერა და ითქვა (და ამიტომაც არ მსურს განმეორება) და გიზიარებთ ფოტორეპორტაჟის სახით იმ განსხვავებული ხელოვნების ფორმატს, სადაც კალიგრაფი კორონა ვირუსთან დაკავშირებით ასევე ვირტუოზულად ეხმიანება მოსიარულე ვირუსის ისტერიას და ე.წ. პირბადეს ხელოვნების ნიმუშად აქცევს, რომლის საწყისი ფასი 1.40 ლ. შეადგანს, თუმცა სავარაუდოდ ის უკვე 1000+ ლარად გაიყიდა, რომლის მფლობელიც თ.მ. (ვინმე იუზერია), თუკი ეს აუქციონი ხუმრობად არ დარჩა და მსურველებს კვლავ შეუძლიათ, რომ ხელოვნების აზარტში მონაწილენი თავადაც გახდნენ.


მოქალაქე ჟურნალისტი

28.02.2020/ საქართველო


ჯირონე/იტალია

პ.ს. ფოტო აღებულია “Sisauri Art"- ის ფეისბუქ გვერდიდან


0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0