x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
არ მესმის ასე რატომ უნდა მოექცე საკუთარ თავს და საკმაოდ ლამაზი სახე ასე რატომ უნდა დაიმახინჯო
image ეს 23 წლის შოტლანდიელი მედდა ნადინ ანდერსონია. გოგონამ თითქმის მთლიანად დაიფარა სახე და სხეული ტატუებით, ნაწილობრივ პირსინგით, ენაც კი შუაზე გაიყო და ეს ყველაფერი მამის "დამსახურებაა".
ნადინის თქმით მას ბავშვობაში ძალიან მოსწონდა მამის ხელის ტატუირებული მტევნები და თითები და თვალებს ვერ წყვეტდა.
"მე კლასიკური მამიკოს გოგო ვარ"-ამბობს ნადინი.

პირველი ტატუ-სიცოცხლის ხე მხარზე გაიკეთა ნადინმა, როცა ამის უფლება მას მიეცა ასაკმა. ერთი თვის შემდეგ კი ხელახლა მიაკითხა სალონს, სადაც ახალი ტატუ გაიკეთა.

"მე ვიზრდებოდი, ვხედავდი, რომ მამას სხეული დაფარული იყო ტატუებით, მე კი მუდამ მინდოდა მიმებაძა მამისათვის. პირველი ტატუს გაკეთების წინ მე მქონდა საუბარი მამასთან და მან მირჩია გამეკეთებინა ისეთი ტატუ, რომლის მოშორების სურვილი არ გამიჩნდებოდა მომავალში. მთავარია შენ დარწმუნებული იყო შენს არჩევანში მითხრა მამამ". ბოლო 5 წლის მანძილზე ნადინმა სხეულის 90%-ი დაიფარა ტატუებით. გარდა ამისა გაიკეთა უამრავი პირსინგი, გარდა ამისა გაიკეთა ნაიარევი და ენაც შუაზე გაიყო. ბოლო ოპერაციისათვის ის შოტლანდიიდან გერმანიაში გადაფრინდა, რადგან ამ სახის ოპერაციები დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
ნადინმა ტატუებში და პირსინგებში გადაიხადა 19, 4 ათასი დოლარი და ჯერ კიდევ აგრძელებს ტატუს გაკეთებას. მას დაგეგმილი აქვს გაიკეთოს ტატუ მარჯვენა თვალის ქვეშ და ამით დაამთავრებს სახეზე ტატუს გაკეთებას, რათა დარჩეს ისეთი სახე, რომლის ცნობა მის მეგობრებს არ გაუჭირდებათ.


0
277
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
277