x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება
image


ვერძი


პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­ტში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა გახ­დეს. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი იქვე და­ტო­ვით და შინ არ "მი­ი­ტა­ნოთ". მეტი დრო და­უთ­მეთ ოჯახს, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თქვენ მათ­თვის "მშვე­ლე­ლი" იქ­ნე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მათ­თან და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ. ამ თქვე­ნი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტით მათ­თან მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ. მარ­ტო­ხე­ლებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გე­ლით. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი. შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გებს შო­რის არის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც რო­მა­ნის გაბ­მა მო­გინ­დე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლით საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, ინ­ტერ­ნეტ ფო­რუ­მებ­ზე. მე­უღ­ლეს­თან ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს, თუ ძველ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს და­ი­ვი­წყებთ. ეცა­დეთ, ისე­თი საქ­მე გა­მო­ნა­ხოთ, რაც კი­დევ უფრო და­გა­ახ­ლო­ებთ ერ­თმა­ნეთ­თან.

ვერ­ძი მან­დი­ლოს­ნე­ბის­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მზრუნ­ვე­ლო­ბას და მხარ­და­ჭერს (მა­ტე­რი­ა­ლურ­საც) მო­ი­თხო­ვენ. ეცა­დეთ, გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ დღის გან­რი­გი, რომ ოჯა­ხის­თვის მეტი დრო დაგ­რჩეთ.


კურო


თვის და­სა­წყი­სი­დან­ვე და­ი­წყეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ფიქ­რი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებთ რო­მან­ტი­კუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის გაბ­მას. უმე­ტე­სო­ბას კი კარგ მე­გობ­რად და­ი­ტო­ვებთ. მან­დი­ლოს­ნებს ისეთ მა­მა­კა­ცებ­თან მო­უნ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მა, ვის­თა­ნაც თავს მხი­ა­რუ­ლად იგ­რძნო­ბენ. ფო­ლო­სო­ფი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. კარ­გად და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს რო­მა­ნი ვერძთან, მშვილ­დო­სან­თან, თხის რქას­თან და მო­რი­ელ­თან.


მა­მა­კაც კუ­რო­ებს მო­ე­წო­ნე­ბათ ქალი თევ­ზე­ბი. ნაც­ნო­ბო­ბა უმ­ჯო­ბე­სია ბა­რებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში გა­ა­ბათ. ასე­თი ნაც­ნო­ბო­ბა გა­გა­ხა­ლი­სებთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი კუ­რო­ე­ბი შე­ი­ტყო­ბენ, რომ მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მე­ტად უნდა გა­ი­ხა­ლი­სოთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო, მე­უღ­ლეს­თან ყოფ­ნა­ზე უარს ნუ იტყვით.


ტყუპები


ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მისი მხარ­და­ჭე­რა დაგ­ჭირ­დეთ და მი­ი­ღოთ კი­დეც. ეცა­დეთ არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. კონ­ფლიქ­ტე­ბი მშვი­დად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. თუ ჯერ კი­დევ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, მარ­ტში ამუ­რის ისა­რი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ხვდე­ბათ გულ­ში. ეს შეხ­ვედ­რა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი სა­ბე­დო შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მეტი დრო უნდა გა­ა­ტა­როთ შვი­ლებ­თან ერ­თად. და­ეხ­მა­რეთ მათ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის გა­ჩე­ნა­ში, სწავ­ლა­ში. სა­ღა­მო­ე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ, ეს კი­დევ უფრო შე­გა­კავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან. თუმ­ცა, აქაც ემო­ცი­ე­ბი უნდა მო­თო­კოთ და მხო­ლოდ პო­ზი­ტივ­ზე იყოთ გა­დარ­თუ­ლი. ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც უნდა და­ათ­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მათი მხარ­და­ჭე­რა ჰა­ე­რი­ვით გჭირ­დე­ბათ. ისი­ნი და­გეხ­მა­რე­ბი­ან ისევ ირ­წმუ­ნოთ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის.


კირჩხიბი


თვის და­სა­წყის­ში უამ­რა­ვი პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტი გე­ლო­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ სხვა ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­თან მი­მო­წე­რით. ერ­თმა­ნეთს შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის ფა­ნე­ბის გვერ­დზე ან სა­ერ­თო ჰო­ბის გამო და­უ­კავ­შირ­დეთ. კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ან­თან, ვი­საც ადრე კარ­გად იც­ნობ­დით და შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბო­დით კი­დეც. მე­გობ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლით მე­გო­ბარ­თან ან კარგ ნაც­ნობ­თან და ამ კავ­ში­რის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბით, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ხართ შექ­მნი­ლე­ბი და თავს წყვი­ლად გა­მო­ცხა­დებთ.

შუა თვე­ში ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბით, რო­გორც - და­სა­წყის­ში. ამი­ტომ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი სიმ­პა­თი­ის ობი­ექტთან. ეს იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­სა და წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ის პე­რი­ო­დი.

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით იმ კირჩხი­ბებს, ვინც გა­და­წყვი­ტა, რომ ბედს და­უ­კავ­ში­რებთ კუ­როს. თქვენს წყვილს ელის მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, მხი­ა­რუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და და­გე­მოვ­ნე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ტუ­რიზ­მის, სმა-ჭა­მის ან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

თუ მე­უღ­ლე არ ცდი­ლობს თქვენს დახ­მა­რე­ბას ან უმი­ზე­ზოდ გე­ბუ­ზღუ­ნე­ბათ, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად გა­ერ­თეთ, მას კი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოთ.


ლომი


საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით გა­გა­ნე­ბივ­რებთ. მის­გან ყუ­რა­დღე­ბით მთე­ლი თვე იქ­ნე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. გუ­ლუხ­ვო­ბა გავ­რცელ­დე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც. ცოტა რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ის ქალ­ბა­ტო­ნი ლო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცი კუ­რო­ე­ბის ფი­ნან­სურ კმა­ყო­ფა­ზე არი­ან. მათ შე­იძ­ლე­ბა შეგ­ზღუ­დონ ფულ­ში.

შეყ­ვა­რუ­ლე­ბულ ლო­მებს მე­ტად გა­უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ მო­ე­ფე­რონ და ჩა­ე­ხუ­ტონ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ეს და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რი­სას იყა­ვით გულ­წრფე­ლი, ხში­რად ესა­უბ­რეთ თქვენს ფან­ტა­ზი­ებ­ზე. თქვენს პარტნი­ორს აქვს უნა­რი, რომ თქვე­ნი ფა­რუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი აგის­რუ­ლოთ.

თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია? გაფრ­თხილ­დით, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აგიზ­გი­ზე­ბუ­ლი ვნე­ბის­გან ბევ­რს ნუ ელით. სიმ­პა­თი­ის ობი­ექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ისე­ვე სწრა­ფად გა­გიც­რუ­ოთ იმე­დი, რო­გორც გა­გი­ჩი­ნათ. შუა მარ­ტში შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის მო­სა­წყე­ნი არ იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი გა­ა­ბამს რო­მანს იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მი­მო­წე­რა ჰქონ­და. შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე მი­ი­ღოთ მი­პა­ტი­ჟე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც ადრე მე­გობ­რად მი­იჩ­ნევ­დით.


ქალწული


მარ­ტის და­სა­წყი­სი კარ­გი დროა იმი­ჯის შე­საც­ვლე­ლად. გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი, მი­ხე­დეთ ვარ­ცხნი­ლო­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ იუ­მო­რის გრძნო­ბა და გე­მოვ­ნე­ბა. თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია და გსურთ, ურ­თი­ერ­თო­ბა უცხო­ელ­თან გა­ა­ბათ? შე­ავ­სეთ ან­კე­ტა გაც­ნო­ბის უცხო­ურ სა­იტ­ზე. სიყ­ვა­რუ­ლი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­იჭ­რე­ბა. მე­გობ­რე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ თხის რქა. მო­ე­რი­დეთ მო­რი­ე­ლებს. მათი მწა­რე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გულს გატ­კენთ. თუ მას­თან სტა­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი გაქვთ, მო­ე­რი­დეთ თქვენ­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე კა­მათს. აგ­რეთ­ვე, არ ეცა­დოთ მისი სა­ი­დუმ­ლოს გა­გე­ბას, ნუ ჩა­უძ­ვრე­ბით სულ­ში. მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ გა­წყვი­ტონ ის კავ­ში­რი, რო­მე­ლიც სი­ხა­რულს აღარ ანი­ჭებთ.

იმი­სათ­ვის, რომ პარტნი­ორ­თან ნაკ­ლე­ბი იკა­მა­თოთ, არ დარ­ჩეთ დიდ­ხანს სახ­ლში, ერ­თად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ წე­უ­ლე­ბებს. თუ დრო და ფული გაქვთ, ერ­თად წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ. გა­რე­მოს შეც­ვლა თქვენს რო­მან­ტი­კულ კავ­შირს კი­დევ უფრო გა­ა­ხა­ლი­სებს.


სასწორი


ყვე­ლა­ზე მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად თავს შინ იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა სიმ­პა­თი­ურ ადა­მი­ან­თან პა­ე­მან­ზეც არ მო­გინ­დეთ წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ეს იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბაც კი გა­და­წყვი­ტოთ. თუ თქვე­ნი გული და­კა­ვე­ბუ­ლია, მო­ე­რი­დეთ სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნის გაბ­მას. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს არ გირ­ჩევთ მე­უღ­ლის ღა­ლატს.

პარტნი­ორ­თან და მე­ზობ­ლებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა შუა თვე­ში მშობ­ლი­უ­რი კედ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. კონ­ფლიქტს ვერ აი­ცი­ლებთ, თუ საქ­მე გაქვთ მო­რი­ელ­თან, მშვილ­დო­სან­თან ან თხის რქას­თან.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იდი­ლია და­ი­სად­გუ­რებს, თუ პარტნი­ო­რი არ გა­მო­ავ­ლენს ეგო­იზმს, უხე­შო­ბას და არ იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი. ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ თევ­ზებ­თან და ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სწო­რედ მათ გვერ­დით იგ­რძნობთ თავს მშვი­დად და ხა­ლი­სი­ა­ნად.

მარ­ტო­ხე­ლე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით. თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ბა. მარ­ტში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და სა­ჩუქ­რე­ბი გე­ლით.

მარ­ტი კარ­გი თვეა არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­სე­რი­ო­ზუ­ლებ­ლად. რო­მა­ნი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ნიშ­ნო­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა და ქორ­წი­ნე­ბა­საც ნუ გა­და­დებთ შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ინა­ნებთ.


მორიელი


გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო თბი­ლი გახ­დე­ბა და ნდო­ბი­თაც გა­ნიმსჭვა­ლე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც. მას­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში, შე­ა­ფა­სოთ და და­ა­ფა­სოთ ერ­თმა­ნე­თი. მარ­ტო­ხე­ლა ქალი მო­რი­ე­ლე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორს მე­გობ­რებს შო­რის ამო­ირ­ჩე­ვენ. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მარ­თაც გა­გიჩ­ნდეთ.

ზო­გი­ერ­თი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დის­ტან­ცი­ის დაც­ვას გა­და­წყვეტს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი პარტნი­ო­რი მერ­წყუ­ლი ან თევ­ზე­ბია. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოთ, რომ მე­უღ­ლე მათ ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს და მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით არი­ან ერ­თად. ზო­გი­ერთს ღა­ლა­ტის­კენ გა­უ­წევს გული. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სიმ­პა­თია ქალ­წუ­ლის ან თხის რქის მი­მართ გაქვთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას და­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს გას­ტანს ან სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, უფრო ინ­ტე­რე­სის, ჟი­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის.

შუა თვე­ში მე­ტად მო­გე­ძა­ლე­ბათ შინ ყოფ­ნის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რო­ბა გა­ა­ბათ მი­მო­წე­რით და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს მო­უყ­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.


მშვილდოსანი


მარ­ტში ნუ იქ­ნე­ბით მო­რი­დე­ბუ­ლი და თა­მა­მად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი. სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც კი მო­ძებ­ნოთ, რო­მე­ლიც გა­ი­ზი­ა­რებს თქვენს ინ­ტე­რე­სებ­სა და გახ­დე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი. ცვლი­ლე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის მე­უღ­ლე­ებს და­წი­ნა­უ­რე­ბა ელით.

მარ­ტის და­სა­წყის­ში თქვენ მი­მართ სიმ­პა­თი­ას გა­მო­ავ­ლენს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აი­ძუ­ლეთ, რომ მეტი დრო გა­ა­ტა­როს თქვენ გვერ­დით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მის გა­რე­შე მო­წყე­ნი­ლი იქ­ნე­ბით და ეს არ გახ­დეს უსი­ა­მოვ­ნე­ბის ან კა­მა­თის მი­ზე­ზი.


თხის რქა


შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ უცხო­ელ­თან ან სხვა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. ზო­გი­ერ­თი კი სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნის დროს გა­იც­ნობს ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც ოჯა­ხის შექ­მნა მო­უნ­დე­ბა. თუ ადრე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყა­ვით და ამ კავ­შირ­მა გული გატ­კი­ნათ, ახლა მიხ­ვდე­ბით, რომ შეხ­ვდით ადა­მი­ანს, ვინც ყვე­ლა წარ­სულ გუ­ლის ტკე­ნას და­გა­ვი­წყებთ და ცხოვ­რე­ბას ნა­თელ ფე­რებ­ში და­გა­ნა­ხებთ.

მარ­ტო­ხე­ლა თხის რქებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გე­ლით. ისე მო­ი­ქე­ცით, რო­გორც გული გკარ­ნა­ხობთ და ცოტა ხნით გო­ნე­ბა "გა­მორ­თეთ". კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კავ­ში­რი მო­რი­ელ­თან. შე­იძ­ლე­ბა გაც­ნო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა მათთ­გან მო­დი­ო­დეს და უარი არ უთხრათ. იცო­დეთ, რომ მო­რი­ე­ლის მაგ­ნი­ტურ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი ვერ უძ­ლე­ბენ. რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლი გე­ლით თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ისი­ნი თქვენ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და ჰარ­მო­ნი­ის­კენ სწრაფ­ვით მო­ი­გე­ბენ თქვენს გულს. მშვილ­დო­სან­თან თქვე­ნი კავ­ში­რი იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი, თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გხიბ­ლავთ.

ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცი თხის რქა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს და­უბ­რუნ­დეს. თქვე­ნი კავ­ში­რი უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. გირ­ჩევთ, წარ­სუ­ლის და­სა­ვი­წყებ­ლად და მო­მავ­ლის და­სა­წყე­ბად, ერ­თად გა­ემ­გზავ­როთ და­სას­ვე­ნებ­ლად, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე დღით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და­ი­სად­გუ­რებს. სხვა­თა შო­რის, მო­მა­ვალ­შიც ეცა­დეთ, რომ არ და­ირ­ღვეს ამ ორის ბა­ლან­სი, თუ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ და საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გხიბ­ლავთ, უფ­როს­თან რო­მა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოდ და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს.


მერწყული


მარ­ტში ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ად­გილ­ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უნდა და­ა­ყე­ნოთ. თევ­ზებ­თან და კუ­რო­ებ­თან კი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­ა­ბათ. თვის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი გა­გი­ტა­ცებთ. ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მერ­წყუ­ლი უარს არ იტყვის და რო­მანს გა­ა­ბამს. ან შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბულს გა­უ­მიჯ­ნურ­დეს. ამ ღა­ლატს კი მო­მავ­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო თავ­გა­და­სავ­ლად შე­მო­ი­ნა­ხავს. შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს ერ­თდღი­ა­ნი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მარ­თლია, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბით ვერ ია­მა­ყებთ, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში მო­სა­გო­ნა­რიც გექ­ნე­ბათ და ახა­ლა ცოტა გან­მუხ­ტვაც არ გა­წყენთ. იმი­სათ­ვის, რომ ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, გუ­ლახ­დი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. გა­უმ­ხი­ლეთ მას თქვე­ნი ფან­ტა­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ. ტრანსფორ­მა­ცია და ვნე­ბის ცე­ცხლის დან­თე­ბა ორი­ვეს სა­სარ­გებ­ლოდ წა­გად­გე­ბათ.

ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბედი და­უ­კავ­ში­როთ სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­საა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ანს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ამ ადა­მი­ან­ზე და­ქორ­წინ­დეთ კი­დეც, სა­სურ­ვე­ლია, ქორ­წი­ნე­ბა 10 მარ­ტის შემ­დეგ გა­ა­ფორ­მოთ.


თევზები


ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მაგ­რამ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ მარ­ტის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დეთ და­ქორ­წი­ნე­ბას და სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას (10 მარ­ტამ­დე მა­ინც). თუ სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა­ში ხართ, ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ შინ.

სა­სი­ა­მოვ­ნო თვე ელით იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვინც ბედი თხის რქებ­სა და კუ­როს და­უ­კავ­ში­რა. ერ­თად და­ი­წყებთ ბუ­დის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ზო­გი­ერთ ქალ­ბა­ტონ თევ­ზებს ბედ­ნი­ე­რე­ბა გე­ლით თქვე­ნი­ვე ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. ეს კავ­ში­რი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბით აგავ­სებთ. ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი გე­ლით, თუ ბედს ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის ნიშ­ნის მა­მა­კა­ცებს და­უ­კავ­ში­რებთ.

მა­მა­კაც თევ­ზებს მარ­ტში შან­სი მო­გე­ცე­მათ და­უ­ახ­ლოვ­დეთ იმ ადა­მი­ანს, ვის მი­მარ­თაც დიდი ხა­ნია თბი­ლი გრძნო­ბე­ბი გა­კავ­ში­რებთ. იყა­ვით მე­ტად მიზნ­მი­მარ­თუ­ლი და ნუ მო­ე­რი­დე­ბათ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ტებ­ზე და ნუ იქ­ნე­ბით თვითკრი­ტი­კუ­ლი. პი­რი­ქით, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ, რა­საც მო­ინ­დო­მებთ, მარ­ტი თქვე­ნი თვეა.


ასევე ნახეთ:


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1951
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1951
  
2020, 1 მარტი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1