x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345467
  • სურათი:463429
10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!
image


One Republic ამე­რი­კუ­ლი პოპ-როკ ბენ­დია, რო­მე­ლიც 2002 წელს შე­იქ­მნა, თუმ­ცა პირ­ველმნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას 5 წლის შემ­დეგ, კომ­პო­ზი­ცი­ით Apologize მი­აღ­წია. ამ­კომ­პო­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა გა­ი­ზი­ა­რა სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომ­მაც Dreaming Out Loud, რო­მელ­შიც­ბენ­დის სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ჰი­ტე­ბიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდე­ბა.პა­რა­ლე­ლუ­რად, ჯგუ­ფის ფრონტმე­ნი რა­ი­ან ტე­დე­რი სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის­მო­ნა­წი­ლე გახ­და: მის მიერ და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დის­კოგ­რა­ფი­ა­ში მოხ­ვდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, One Republic წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა არ­შე­ნე­ლე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, 2009 წელს ბენდმა მე­ო­რე ალ­ბო­მი Waking Up გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ცი­ებს All the Right Moves, Secrets და Good Life შე­ი­ცავს.


ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა 2013 წლის სტუ­დი­უ­რიკ­რე­ბუ­ლი Native, რაც პირ­ველ რიგ­ში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 3მი­ლი­არ­დი მოს­მე­ნით და ჩარ­ტში დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დე­ბის წყა­ლო­ბით Counting Starsდე­კა­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰიტი გახ­და, რისი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც ბენ­დი­ა­ხა­ლი თა­ო­ბის საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტიც გახ­და.


One Republic-მა 2020 წელს ახა­ლი ალ­ბო­მი Human და ტურ­ნე და­ა­ა­ნონ­სა, რომ­ლის­ფარ­გლებ­შიც Black Sea Arena-ს კონ­ცერ­ტიც მოხ­ვდა. სე­ზო­ნის და­ხურ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე OneRepublic რო­გორც ძველ ჰი­ტებს, ასე­ვე ახალ კომ­პო­ზი­ცი­ებს შე­ას­რუ­ლებს.



Nile Rodgers & Chic-ის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა 6 მარტს 13:00 სა­ა­თი­დან ვებ გვერ­დზე www.bsa.ge იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. One Republic და Nile Rodgers & Chic-ის­გარ­და, 2020 წლის სე­ზონ­ზე „ბლექ სი არე­ნა“ არა­ერთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს უმას­პინ­ძლებს, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე სა­კონ­ცერ­ტო არე­ნის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­სა­და ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ეტა­პობ­რი­ვად გა­ეც­ნო­ბით.



0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0