x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100797
  • ვიდეო:345464
  • სურათი:463428
გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს
image


29 თე­ბერ­ვალ­სა და 1 მარტს, გუ­და­ურ­ში, სნო­უ­ბორ­დის ევ­რო­პის თასი გა­ი­ა­მარ­თე­ბა პა­რა­ლე­ლურ სლა­ლომ­სა და პა­რა­ლე­ლურ გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში.


პა­რა­ლე­ლუ­რი სლა­ლო­მი და პა­რა­ლე­ლუ­რი გი­გან­ტუ­რი სლა­ლო­მი სამ­თო სნო­უ­ბორ­დის დის­ციპ­ლი­ნე­ბია. ორი­ვე სა­ხე­ო­ბა­ში, ქა­ლებ­სა და კა­ცებ­ში, ოთხ-ოთხი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო რა­უნ­დე­ბის შე­დე­გად, სა­უ­კე­თე­ო­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნე­ბი, პირ­ვე­ლო­ბის­თვის ას­პა­რე­ზო­ბას ოლიმ­პი­უ­რი სის­ტე­მით გა­ნაგ­რძო­ბენ.


სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­შე­ჯიბ­რო ტრა­სე­ბის მო­წყო­ბა FIS- ის დე­ლე­გა­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფრის­ტა­ი­ლის კო­მი­ტე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით. წლე­ვან­დე­ლი შე­ჯიბ­რის ტექ­ნი­კუ­რი დე­ლე­გა­ტი FIS-იდან ავ­სტრი­ე­ლი, ვოლ­ფგანგ შტა­ინ­ბერ­გე­რი იქ­ნე­ბა, კო­ორ­დი­ნა­ტო­რი კი ავ­სტრი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­ლანდ ჰორ­ნი.


ევ­რო­პის თა­სის ეტაპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს და­ახ­ლო­ე­ბით 12-მდე ქვეყ­ნის 30 სპორ­ტსმე­ნი.


რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­დე­ბა თხი­ლა­მუ­რით და სნო­უ­ბორ­დით თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით სრი­ალ­ში. მა­ნამ­დე კი, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას, აღე­ბუ­ლი აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის (FIS) ეგი­დით ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს თა­სის ეტა­ბე­ბი გა­მარ­თოს, შე­სა­ბა­მი­სად მათი მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა.


სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ეგი­დით გა­მარ­თუ­ლი ევ­რო­პის თა­სის ეტა­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი კომ­პა­ნია „სილ­ქნე­ტის“ მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა.


ფრის­ტა­ი­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ 2018 წელს მო­ი­პო­ვა.

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0